პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს
უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის უნე­ბარ­თვოდ მცხოვ­რებ პირ­თა რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხებ" შე­თან­ხმე­ბა, ამოქ­მე­დე­ბი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს 8 148 მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხო.

შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ი­თხო­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, რე­ად­მი­სი­ის სტა­ტის­ტი­კა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ამას­თან, რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე ქარ­თულ მხა­რეს თან­ხმო­ბა აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, უა­რის შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, თუ პირი, რომ­ლის რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხე­ბაც შე­მო­სუ­ლია გა­ნა­ცხა­დი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის.

2011 წელს რე­ად­მი­სია სა­ქარ­თვე­ლომ 548 მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხო, 2012 წელს - 929-ს, 2013 წელს - 1 080-ს, 2014 წელს - 1 181-ს, 2015 წელს - 1 265-ს , 2016 წელს - 1 600-ს, 2017 წლის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი - 1 545-ს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ად­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში უნე­ბარ­თვოდ მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სულ ევ­რო­კავ­ში­რის 23 ქვეყ­ნი­დან და­აბ­რუ­ნეს.

ყვე­ლა­ზე მეტი, სა­ქარ­თვე­ლოს 2993 მო­ქა­ლა­ქე გერ­მა­ნი­ი­დან და­აბ­რუ­ნეს, სა­ბერ­ძნე­თი­დან - 938, საფ­რან­გე­თი­დან - 881, ავ­სტრი­ი­დან - 572, შვე­დე­თი­დან - 451, ბელ­გი­ი­დან- 501, ჰო­ლან­დი­ი­დან - 416, ლიტ­ვა­დან -254, ეს­პა­ნე­თი­დან - 435, პო­ლო­ნე­თი - 211, იტა­ლი­ი­დან - 235, უნ­გრე­თი­დან - 34, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან- 73, ბულ­გა­რე­თი­დან- 25, პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან - 26, ჩე­ხე­თი­დან- 12, რუ­მი­ნე­თი­დან - 10, ფი­ნე­თი­დან - 17, სლო­ვა­კე­თი­დან - 20, კვიპ­რო­სი­დან -24, ეს­ტო­ნე­თი­დან- 6, ირ­ლან­დი­ი­დან- 9, ლუქ­სემ­ბურ­გი­დან - 2.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის "უნე­ბარ­თვოდ მცხოვ­რებ პირ­თა რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხებ" შე­თან­ხმე­ბა 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქ­მედ­და. შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­თან­ხმე­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად რე­ად­მი­სი­ა­სა და ტრან­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო ხარჯს სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრამ­დე აა­ნა­ზღა­უ­რებს მო­თხოვ­ნის წარმდგე­ნი სა­ხელ­მწი­ფო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს

უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება, ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს 8 148 მოქალაქეს შეეხო.

შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, რეადმისიის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, რეადმისიის შესახებ მიღებული განაცხადების უმრავლესობაზე ქართულ მხარეს თანხმობა აქვს გაცხადებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უარის შემთხვევები ძირითად განპირობებულია იმით, თუ პირი, რომლის რეადმისიის შესახებაც შემოსულია განაცხადი, საქართველოს მოქალაქე არ არის.

2011 წელს რეადმისია საქართველომ 548 მოქალაქეს შეეხო, 2012 წელს - 929-ს, 2013 წელს - 1 080-ს, 2014 წელს - 1 181-ს, 2015 წელს - 1 265-ს , 2016 წელს - 1 600-ს, 2017 წლის 9 თვის განმავლობაში კი - 1 545-ს.

აღსანიშნავია, რომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სულ ევროკავშირის 23 ქვეყნიდან დააბრუნეს.

ყველაზე მეტი, საქართველოს 2993 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საბერძნეთიდან - 938, საფრანგეთიდან - 881, ავსტრიიდან - 572, შვედეთიდან - 451, ბელგიიდან- 501, ჰოლანდიიდან - 416, ლიტვადან -254, ესპანეთიდან - 435, პოლონეთი - 211, იტალიიდან - 235, უნგრეთიდან - 34, დიდი ბრიტანეთიდან- 73, ბულგარეთიდან- 25, პორტუგალიიდან - 26, ჩეხეთიდან- 12, რუმინეთიდან - 10, ფინეთიდან - 17, სლოვაკეთიდან - 20, კვიპროსიდან -24, ესტონეთიდან- 6, ირლანდიიდან- 9, ლუქსემბურგიდან - 2.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი