საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევისას, რომელიც აშშ-ში, ლანკასტერში მოხდა, ბავშვები მანქანების სავარძლებმა გადაარჩინეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ფოტომასალას "ფეისბუქზე" ბავშვების დედა, ჯენა რებერმანი ავრცელებს.
მისი თქმით, ძლიერი შეჯახების შემდეგ მანქანა სრულიად გამოუსადეგარია, ბავშვები კი ნაკაწრების გარეშე გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ საგულდაგულოდ შეამოწმა გამგზავრებამდე, იყო თუ არა ღვედები სწორად შეკრული.
"აი, რატომ უნდა დავაბათ ბავშვები თავის სავარძლებში ყოველ ჯერზე, მაშინაც კი, თუ ღვედი უჭერთ, ანდა წუწუნებენ, რომ სავარძლის გამო უკან უწევთ ყურება.
სახლის გზაზე რძის საყიდლად გავჩერდით, სახლამდე რამდენიმე წუთის მანძილი იყო დარჩენილი. მოულოდნელად ძლიერად დაგვეჯახა მანქანა, ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ეს ჩვენს თავს მოხდებოდა. ჩემს შვილებს მომხდარის გამო ნაკაწრებიც კი არ ჰქონიათ, თუმცა ექიმებმა მითხრეს, რომ შედეგი სხვანაირი იქნებოდა, რომ არ შემემოწმებინა, კარგად იყვნენ თუ არა ბავშვები დაბმული საკუთარ სავარძლებში," - წერს ჯენა.
რებერმანის უმცროსი შვილი სულ რაღაც 6 კვირისაა, უფროსი კი - 3 წლის. 2015 წელს გამოშვებული ავტომობილი Honda CRV-ის შეკეთება, მისი პატრონის თქმით, უკვე შეუძლებელია.