პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პალიტრა მედიის ორგანიზებული ვორკშოპი, სადაც ციფრული მარკეტინგის ინოვაციურ მეთოდებს გაეცნობით
პალიტრა მედიის ორგანიზებული ვორკშოპი, სადაც ციფრული მარკეტინგის ინოვაციურ მეთოდებს გაეცნობით

"ციფ­რუ­ლი რეკ­ლა­მი­რე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი" - სწო­რედ ეს არის ვორ­ქშო­პის მთა­ვა­რი თემა, რო­მე­ლიც ოთხშა­ბათს, 18 ოქ­ტომ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სა­მუ­შაო სივ­რცე­ში "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი იმ­დე­ნად სწრა­ფია, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი ხდე­ბა. ეს პრო­ცე­სი გარ­და­უ­ვა­ლია და ცხოვ­რე­ბი­სა თუ საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას ეხე­ბა. ასე მოხ­და ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტე­ინ­გის შემ­თხვე­ვა­შიც. სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხე­ბით სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მნა ინო­ვა­ცი­უ­რი ხერ­ხე­ბი და მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იყე­ნე­ბენ.

სწო­რედ ამ ხერ­ხე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ვორკშოპ­ზე "ციფ­რუ­ლი რეკ­ლა­მი­რე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი".

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მოწ­ვე­ულ სპი­კე­რე­ბად წარ­სდგე­ბი­ან სა­რეკ­ლა­მო სფე­როს წარ­მა­ტე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Gemius-ის გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტო­რი -მი­შელ ვლო­დარ­ცი­კი, კომ­პა­ნია Adline-ის ინ­ტერ­ნეტ გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი კა­ლან­და­ძე, ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე - ვებ­დი­ზა­ი­ნე­რი და "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კონ­ტენტ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი.

თი­თო­ე­ულ სპი­კე­რი 15 წუ­თის მან­ძილ­ზე წარ­სდგე­ბა პრე­ზენ­ტა­ცი­ით დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

ვორ­ქშოპს 100-მდე მოწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბი და სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პალიტრა მედიის ორგანიზებული ვორკშოპი, სადაც ციფრული მარკეტინგის ინოვაციურ მეთოდებს გაეცნობით

პალიტრა მედიის ორგანიზებული ვორკშოპი, სადაც ციფრული მარკეტინგის ინოვაციურ მეთოდებს გაეცნობით

"ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" - სწორედ ეს არის ვორქშოპის მთავარი თემა, რომელიც ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში "პალიტრა მედიის" ორგანიზებით გაიმართება.

თანამედროვე სამყაროს განვითარების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ტრადიციული მეთოდები და საშუალებები ნაკლებად ეფექტური ხდება. ეს პროცესი გარდაუვალია და ცხოვრებისა თუ საქმიანობის ყველა მიმართულებას ეხება. ასე მოხდა ციფრული მარკეტეინგის შემთხვევაშიც. სარეკლამო ინდუსტრიის ტრადიციული ხერხებით სასურველი მიზნის მიღწევა უკვე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ინოვაციური ხერხები და მეთოდები, რომლებსაც მსოფლიოს წარმატებული კომპანიები იყენებენ.

სწორედ ამ ხერხებისა და მეთოდების შესახებ იქნება საუბარი ვორკშოპზე "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები".

პრეზენტაციაზე მოწვეულ სპიკერებად წარსდგებიან სარეკლამო სფეროს წარმატებული წარმომადგენლები: საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი -მიშელ ვლოდარციკი, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, ლევან ტაბატაძე - ვებდიზაინერი და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.

თითოეულ სპიკერი 15 წუთის მანძილზე წარსდგება პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ვორქშოპს 100-მდე მოწვეული სტუმარი, სხვადასხვა კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი