მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა
 "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა

ყვე­ლა ჩვენ­განს, ვი­საც სუფ­თა წარ­სუ­ლი გვაქვს და მშვი­დო­ბა გვინ­და, სა­ჭი­როა ჩვენს აფხაზ ძმებ­თან სა­სა­უბ­როდ მოვ­ძებ­ნოთ სამ­შვი­დო­ბო ენა - აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახა­ლი პლატ­ფორ­მის შექ­მნა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მისი რექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით იქ­ნე­ბა ის ძი­რი­თა­დი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, ძი­რი­თა­დი ბირ­თვი, რო­მე­ლიც და­ი­წყებს ახალ სამ­შვი­დო­ბო ფორ­მატს სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა და­ვით ლან­ჩა­ვამ სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სტუ­დენ­ტებ­თან ლექ­ცია წა­ი­კი­თხა თე­მა­ზე - "აბ­რე­შუ­მის გზა და ად­ვო­კა­ტის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი".

და­ვით ლან­ჩა­ვას თქმით, ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია დოპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რედ ცოდ­ნა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე გა­დის. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "აბ­რე­შუ­მის გზა" არის ახა­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ცვლის მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ სუ­რათს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, რო­გორც ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ბერ­კე­ტის, ახა­ლი აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ის წა­მო­წე­ვა. სტუ­დენ­ტებს ავუხ­სე­ნი, თუ რამ­ხე­ლა გლო­ბა­ლურ პრო­ექ­ტში უნდა ჩა­ერ­თონ იუ­რის­ტე­ბი და ზო­გა­დად, ად­ვო­კა­ტე­ბი. ამა­ში ძა­ლი­ან დიდი როლი აქვს სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ვი­სი არ­სით, თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით და იმ ხი­დით, რო­მელ­საც ის გა­ა­ბამს სულ მალე თა­ვის რე­ა­ლურ სო­ხუმ­თან, რე­ა­ლურ სივ­რცეს­თან, რა­საც აფხა­ზე­თი და სო­ხუ­მი ჰქვია.

სწო­რედ ერ­თა­დერ­თი გზა სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბის გა­დის ეკო­ნო­მი­კურ, კულ­ტუ­რულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გლო­ბა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე. დღეს არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს ამ ძი­რი­თა­დი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბის გარ­და. დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დიპ­ლო­მა­ტია, რო­მე­ლიც ცოდ­ნა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე და მო­მავ­ლის ხედ­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მარ­თლებ­რი­ვი ბა­ზის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და შექ­მნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ლან­ჩა­ვამ.

და­ვით ლან­ჩა­ვას ლექ­ცი­ას სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს და მას წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვეს.

"და­ვით ლან­ჩა­ვას, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი­დან ვიც­ნობ, ვხე­დავ "ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ", რად­გან ის მა­ღა­ლი კლა­სის იუ­რის­ტია, მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დიდი შე­მარ­თე­ბით შე­უდ­გე­ბა საქ­მეს და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­მჯდო­მა­რე იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა დალი გა­ბი­სო­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა

 "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა

ყველა ჩვენგანს, ვისაც სუფთა წარსული გვაქვს და მშვიდობა გვინდა, საჭიროა ჩვენს აფხაზ ძმებთან სასაუბროდ მოვძებნოთ სამშვიდობო ენა - აუცილებელია ახალი პლატფორმის შექმნა და დარწმუნებული ვარ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი რექტორის ხელმძღვანელობით იქნება ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ძირითადი ბირთვი, რომელიც დაიწყებს ახალ სამშვიდობო ფორმატს სწორედ განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც სტუდენტებთან ლექცია წაიკითხა თემაზე - "აბრეშუმის გზა და ადვოკატის ახალი შესაძლებლობები".

დავით ლანჩავას თქმით, ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელია დოპლომატიური გზების გამოყენება, რომელიც სწორედ ცოდნასა და განათლებაზე გადის. მისივე განმარტებით, "აბრეშუმის გზა" არის ახალი მეგაპროექტი, რომელიც ცვლის მსოფლიოს ეკონომიკურ სურათს.

"მნიშვნელოვანია, სოხუმის უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტის, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილეობის მთავარი ინსტიტუციის წამოწევა. სტუდენტებს ავუხსენი, თუ რამხელა გლობალურ პროექტში უნდა ჩაერთონ იურისტები და ზოგადად, ადვოკატები. ამაში ძალიან დიდი როლი აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი არსით, თავისი ფუნქციონალური დატვირთვით და იმ ხიდით, რომელსაც ის გააბამს სულ მალე თავის რეალურ სოხუმთან, რეალურ სივრცესთან, რასაც აფხაზეთი და სოხუმი ჰქვია.

სწორედ ერთადერთი გზა საქართველოს გამთლიანების გადის ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო გლობალურ პროექტებზე. დღეს არანაირი პოლიტიკა არ არსებობს ამ ძირითადი დიპლომატიური გზების გარდა. დიპლომატიურ გზებში იგულისხმება საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც ცოდნაზე, განათლებაზე და მომავლის ხედვაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება და შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის", - განაცხადა დავით ლანჩავამ.

დავით ლანჩავას ლექციას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ისაუბრეს და მას წარმატებები უსურვეს.

"დავით ლანჩავას, რომელსაც სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ, ვხედავ "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ", რადგან ის მაღალი კლასის იურისტია, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანია და დარწმუნებული ვარ დიდი შემართებით შეუდგება საქმეს და ძალიან წარმატებული თავმჯდომარე იქნება", - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა დალი გაბისონიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."