სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან
ცნობილი ქართველები ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, იმ­დე­ნად სი­ნათ­ლის მფრქვე­ვე­ლი, ყვე­ლას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი, გა­ნურ­ჩევ­ლად ქა­ლის თუ კა­ცის.

ვერ ვი­ტყვით, რომ ვერ რე­ა­ლიზ­და, - ხე­ლო­ვანს ერთი სა­კულ­ტო როლი, ერთი შე­დევ­რი, ერთი სიმ­ღე­რა, ერთი გე­ნი­ა­ლუ­რი ლექ­სი, ერთი ბრწყინ­ვა­ლე გა­ელ­ვე­ბა სრუ­ლი­ად ყოფ­ნის, რომ უკ­ვდა­ვი გახ­დეს და თავი და­იმ­კვიდ­როს სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის და ლი­კამ ეს შეძ­ლო, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის­თვის სამ­წუ­ხა­როა, რომ ისე ჩაკ­ვდა ქარ­თუ­ლი კინო, ბოლო ათე­ულ წლებ­ში მის და არა­მარ­ტო მის პო­ტენ­ცი­ალს გა­სა­ქა­ნი ვე­ღარ მი­ე­ცა. სამ­წუ­ხა­როა, როცა გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის ადა­მი­ა­ნებს ქვეყ­ნის ყი­რა­მა­ლო­ბის გამო სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის შიმ­ში­ლი აწუ­ხებთ.

ქალი ლაჟ­ვარ­დო­ვა­ნი ღი­მი­ლით...

ინგა გრი­გო­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

გა­სულ კვი­რას მაია ას­თი­ან­თან, "პრო­ფი­ლის" ჩა­წე­რა­ზე ვნა­ხე ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. ცოტა წა­ვი­ჭო­რა­ვეთ საგ­რი­მი­ო­რო­ში. რა ლა­მა­ზი ხარ­თქო და შე­მე­და­ვა, წო­ნა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ნახე, რო­გორ გავ­სუქ­დიო. ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნი და დეპ­რე­სი­უ­ლი მო­მეჩ­ვე­ნა.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, მწე­რა­ლი:

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე და მისი მა­რი­ტა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლოა. ულა­მა­ზე­სი, უსათ­ნო­ე­სი, სა­ოც­რად მგრძნო­ბი­ა­რე - უმ­შვე­ნი­ე­რე­სი - და ამა­ვე დროს უსა­მარ­თლოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, და­ვი­წყე­ბუ­ლი და შუ­რით ჩა­ქო­ლი­ლი. დღეს ჩვენ ყვე­ლა­ნი ვტი­რით და მივ­ტი­რით ჩვენს მა­რი­ტას - ჩვენ­გან არ­და­ფა­სე­ბულს, არ­და­ნა­ხულს. ამით ჩვენ აგ­რეთ­ვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბედს მივ­ტი­რით.

კოკო გამ­სა­ხურ­დია, ის­ტო­რი­კო­სი:

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ამ­ქვეყ­ნი­დან წას­ვლის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, მა­შინ­ვე გა­მახ­სენ­და ბავ­შვო­ბა, რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად მო­იყ­ვა­ნეს "კოლ­ხურ კოშკში" - ის ხომ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლე­ბის მხრი­დან ჩვე­ნი ახლო ნა­თე­სა­ვი იყო. მა­შინ ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, ანუ ისი­ნი, ვინც ცხოვ­რე­ბა და­ა­ფუძ­ნეს იმ სახ­ლში: და­ახ­ლო­ე­ბით ეს პე­რი­ო­დი იყო, ბაღ­ში ფუტკრე­ბი, და­ხუნძლუ­ლი ხე­ხი­ლი და მახ­სოვს, ბე­ბია მი­რან­და გვი­კი­თხავ­და იტა­ლი­ურ სა­ბავ­შვო ნო­ვე­ლებს.

ლიკა ჩემ­ზე ცოტა უფ­რო­სი იყო და ასე­თად დარ­ჩა ჩემს აღ­ქმა­ში - არა­მი­წი­ე­რი ფე­რე­ბი და იერი. და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რეც ბევ­რჯერ მი­ნა­ხავს და შევ­ხვედ­რი­ვართ. ალ­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია დე­და­მი­წა თა­ვის ქალ­წუ­ლებ­რივ თა­ურ­ფე­ნო­მენ­ში და ასე­თია ზეცა, რო­დე­საც დე­და­მი­წას თა­ვის თავს სრუ­ლად მის­ცემს, რო­გორც შე­მოქ­მე­დი.

ყვე­ბი­ან, რო­დე­საც ნატო ვაჩ­ნა­ძეს მო­ას­ვე­ნებ­დნენ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, ვი­ღა­ცამ იკი­თხა, ვის კრძა­ლა­ვე­ნო. სი­ლა­მა­ზე­სო, უპა­სუ­ხეს. იგი­ვე ახ­ლაც გვეთ­ქმის. ნე­ტავ სა­ი­დან მო­დის სი­ლა­მა­ზე და საით მი­დი­სო, იკი­თხა პო­ეტ­მა, მა­რი­ტას ხვედრზე ფიქ­რი­სას. აქ ალ­ბათ უპ­რი­ა­ნია ადა­მი­ა­ნის სული გა­ვიხ­სე­ნოთ: რო­გორც თვით ადა­მი­ა­ნი სული იყო და­ბა­დე­ბამ­დე, სიკ­ვდი­ლის კა­რიბ­ჭის გავ­ლით ისევ სუ­ლად იქ­ცე­ვა. სი­ლა­მა­ზეც ეს სუ­ლია, ოღონდ "ასეთ­ნა­ი­რად" გა­მო­ხა­ტუ­ლი ნივ­თი­ერ­ში.

გია მა­ი­საშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მის­ტი:

დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვემ­შვი­დო­ბე­ბი, რა­ტომ გვა­ვი­წყდე­ბა სი­ცო­ცხლე­ში რომ გა­მო­ვუ­ტყდეთ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რულ­ში? ლიკა, მად­ლო­ბა ჩემი ყმაწ­ვი­ლო­ბის შთა­გო­ნე­ბის­თვის! მა­რა­დი­სო­ბა­ში კვლავ შეხ­ვედ­რამ­დე!

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

მგო­ნი ერ­თა­დერ­თი ქალი იყო, ვი­ზეც ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის, ფე­რის, სქე­სის, ნა­მუ­სის და მო­რა­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ვთან­ხმდე­ბო­დით რომ ლა­მა­ზი იყო. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სულ ვე­ფე­რე­ბო­დით და ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით. ამი­ტო­მაც არ ვჯიჯგნეთ მისი ცხოვ­რე­ბა სხვე­ბი­ვით.

გა­უ­გე­ბა­რია როცა ვამ­ბობთ, რომ მა­რი­ტა­სა­ვით იცხოვ­რა ქალ­მა, რო­მელ­საც სა­ბედ­ნი­ე­როდ არ­ცერ­თი ტა­ლა­ხი არ მოხ­ვედ­რია რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

მა­რი­ტა­სა­ვით კი არ იცხოვ­რა, მა­რი­ტამ შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად, რომ დაღ­მა გა­ნა­რი­და ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას. თუმ­ცა ესეც არ ვი­ცით ბო­ლომ­დე. ჩვენ ხომ გვიყ­ვარს მი­თე­ბის შექ­მნა.რე­ა­ლო­ბა თან წა­ი­ღო. ისე, რომ ბო­ლომ­დე არა­ვის გა­ან­დო. არ უყ­ვარ­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ჩვენც არ ვა­ძა­ლებ­დით.

მა­რი­ტა კი არა, ლიკა გარ­და­იც­ვა­ლა, ქა­ვჟა­რა­ძე. უბ­რა­ლოდ გარ­და­იც­ვა­ლა, თო­რემ წლე­ბის შემ­დე­გაც, ასე და­დე­ბენ ჩვე­ნი შვი­ლი-შვი­ლე­ბი მის ფო­ტოს, სა­კუ­თარ კედ­ლებ­ზე და იტყვი­ან, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალი იყო. ესაა უკ­ვდა­ვე­ბის ხიბ­ლი.

ვიკა ბუ­კია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

და­ვი­ფი­ცე ნეკ­რო­ლო­გი­ურ სტა­ტუ­სებს აღარ დავ­წერ მეთ­ქი. და არც გარ­დაც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­შე­მო ატე­ხილ დის­კუ­სი­ა­ში შე­მო­ვალ. რად­გან ასეთ დროს ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ზი­ცი­ას თან სდევს ან სი­ყალ­ბე ან ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ტონი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის აქვთ ცო­ცხლებს, რო­დე­საც მკვდრე­ბის ამ­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მაგ­რამ გა­რე­მო­ე­ბა არ მას­ვე­ნებს. ყვე­ლას გძი­ნავთ თან. მალე მეც და­ვი­ძი­ნებ, სახ­ლის­კენ მივ­ბო­დი­ა­ლობ. მარ­ტო ვარ და ყველ­გან ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ფო­ტო­ე­ბია. ეს არაა სტა­ტუ­სი ლი­კა­ზე. სტა­ტუ­სია სიკ­ვდილ­ზე. ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლი ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რი თე­მაა. თუმ­ცა ვიცი, რომ ეს მხო­ლოდ თე­ო­რი­აა სიკ­ვდილ­ზე. პრაქ­ტი­კუ­ლად კი ასეა - სიკ­ვდი­ლი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი სა­კი­თხია. იმ­დე­ნად რომ ყვე­ლა­ზე მი­ტო­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც შე­მო­ა­სევს ათა­სო­ბით ადა­მი­ანს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დღეს ყვე­ლა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ფო­ტო­ებს დებ­და. თა­ვი­დან ვტკბე­ბო­დი მისი გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზით. მერე მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა ფოტო ახალ­გაზ­რდო­ბი­საა. და და­ვი­ნა­ხე (კი­დევ უფრო მე­ტად), სა­ზო­გა­დო­ე­ბის სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ვინც ოდეს­ღაც კაშ­კა­შებ­და. მეც "გუ­გლ­ში" მარ­ტო მის ლა­მაზ ფო­ტო­ებს ვე­ძებ­დი და ვა­მოწ­მებ­დი კი­დევ უფრო ლა­მა­ზი ფოტო ხომ არ გა­მომ­რჩა შემ­თხვე­ვით.

ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა მკი­თხოს, რა არის ამა­ში უც­ნა­უ­რი?! სი­ლა­მა­ზეს ყო­ველ­თვის აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­ყავ­და ადა­მი­ა­ნე­ბი. არც არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის სევ­დი­ან­მა ცხოვ­რე­ბამ და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რა­ზეც აქამ­დე არას­დროს მი­ფიქ­რია სხვე­ბის სი­ლა­მა­ზით და­მუნ­ჯე­ბულს. აწი ხბოს აღ­ტა­ცე­ბა რომ გა­და­მივ­ლის ვი­ღა­ცით მო­ხიბ­ლულს ყო­ველ­თვის გა­ვი­ფიქ­რებ, რომ იშ­ვი­ა­თი სი­ლა­მა­ზე არამ­ხო­ლოდ სა­ჩუ­ქა­რია ადა­მი­ა­ნის­თვის, არა­მედ - სას­ჯე­ლიც. მი­ზე­ზია მუდ­მი­ვად გა­გახ­სე­ნონ, გი­საყ­ვე­დუ­რონ (თუნ­დაც თვა­ლის ჩაკ­ვრით და არა პირ­და­პირ) რომ ისე­თი აღარ ხარ, რო­გო­რიც ადრე იყა­ვი. იმათ კი ისე­თი არ მოს­წონ­ხარ, რო­გო­რიც ხარ, ან რო­გო­რიც გახ­დი. რჩე­ბი ასე სრუ­ლი­ად მარ­ტო სტიგმე­ბის და ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის პი­რის­პირ. რა ცუ­დია.

სან­დრო თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ბლო­გე­რი:

არ ვიცი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სი­ნამ­დვი­ლე­ში "რამ და­ღუ­პა", თუმ­ცა ბევ­რს ჯან­სა­ღი იმ­პულ­სი გა­უჩ­ნდა, გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა სი­ლა­მა­ზის ვიწ­რო გა­გე­ბა და ამ გა­გე­ბის ფე­ტი­ში­ზა­ცია: ჯერ ავიყ­ვა­ნე­თო ცაში და მერე და­ცე­მა მტკივ­ნე­უ­ლი იყოო - და­ახ­ლო­ე­ბით ამ აზ­რით.

თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად გრძელ­დე­ბა იგი­ვე, რა­საც აკ­რი­ტი­კე­ბენ - "ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი", "უნი­კა­ლუ­რად ლა­მა­ზი", "ნაღ­დად ლა­მა­ზი" და ა.შ.

შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან უტო­პი­უ­რია, მაგ­რამ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც გვაქვს ინ­ტერ­ნე­ტი, ფე­ის­ბუ­კი და შეგ­ვიძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბა, კაი იქ­ნე­ბა ბო­ლოს და ბო­ლოს მა­სობ­რი­ვად გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ სი­ლა­მა­ზე და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა არის: 1. სუ­ბი­ექ­ტუ­რი; 2. მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი; 3. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი; 4. კონ­ტექ­სტუ­რი.

უნი­კა­ლუ­რად აღ­მა­ტე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზე არ არ­სე­ბობს. ვი­ღა­ცე­ე­ბის სი­ლა­მა­ზე­ზე რომ მეტი გვსმე­ნია, მხო­ლოდ გა­რე­მო­ე­ბე­ბის დამ­თხვე­ვის ამ­ბა­ვია. თო­რემ შე­იძ­ლე­ბა შენი ოთხმო­ცი ფრენ­დი მოგ­წონ­დეს ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­ზე მე­ტად.

აქვე, ცხა­დია, და­სა­თან­ხმე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის და კერ­ძოდ ქა­ლის აღ­ქმა არ უნდა და­იყ­ვა­ნე­ბო­დეს გა­რეგ­ნო­ბა­ზე. თუმ­ცა, ქა­ლებ­მაც უნდა შე­უ­წყონ ამას ხელი იმით, რომ სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბის გარ­და სხვა რა­მე­ე­ბი­თაც პო­ზი­ცი­ო­ნირ­დნენ, და ში­ნა­არ­სის დამ­ფა­სებ­ლე­ბიც მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან. ყვე­ლას ალ­ბათ იმ­დე­ნად სჭირ­დე­ბა ში­ნა­არ­სი, რამ­დე­ნა­დაც თვი­თონ აქვს.

ისიც ვა­ღი­ა­როთ, რომ ქა­ლის "ჭკუ­ის კარ­გვა", ვთქვათ, ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე, არაფ­რი­თაა უფრო "ში­ნა­არ­სი­ა­ნი", ვიდ­რე კა­ცის - მსა­ხი­ობ ქა­ლებ­ზე. თუ ფულ­შია საქ­მე, ამას ალ­ბათ ისევ გა­რეგ­ნო­ბა­ზე გა­და­რე­ვა ჯო­ბია. მოკ­ლედ, "ში­ნა­არ­სის და­კი­დე­ბა" არაა ცალ­მხრი­ვი და შე­იძ­ლე­ბა ვაკ­რი­ტი­კოთ - მომ­ხრე ვარ, კულ­ტუ­რა ში­ნა­არსს აფა­სებ­დეს - მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის და მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის საქ­მეა...

ანრი ჯო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

სი­ლა­მა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ...

სოფო ნი­ჟა­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზე! ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქალი! გული ჩამ­წყდა

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქალი... ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ცნობილი ქართველები ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

ცნობილი ქართველები ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

სოციალურ ქსელში მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ცნობილი ქართველები ეხმაურებიან:

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

იმდენად გამორჩეული იყო, იმდენად სინათლის მფრქვეველი, ყველას შეყვარებული იყო, მთელი საქართველოსი, განურჩევლად ქალის თუ კაცის.

ვერ ვიტყვით, რომ ვერ რეალიზდა, - ხელოვანს ერთი საკულტო როლი, ერთი შედევრი, ერთი სიმღერა, ერთი გენიალური ლექსი, ერთი ბრწყინვალე გაელვება სრულიად ყოფნის, რომ უკვდავი გახდეს და თავი დაიმკვიდროს საუკეთესოთა შორის და ლიკამ ეს შეძლო, მაგრამ მაყურებლისთვის სამწუხაროა, რომ ისე ჩაკვდა ქართული კინო, ბოლო ათეულ წლებში მის და არამარტო მის პოტენციალს გასაქანი ვეღარ მიეცა. სამწუხაროა, როცა გამორჩეული ნიჭის ადამიანებს ქვეყნის ყირამალობის გამო საკუთარი პროფესიის შიმშილი აწუხებთ.

ქალი ლაჟვარდოვანი ღიმილით...

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

გასულ კვირას მაია ასთიანთან, "პროფილის" ჩაწერაზე ვნახე ლიკა ქავჟარაძე. ცოტა წავიჭორავეთ საგრიმიოროში. რა ლამაზი ხართქო და შემედავა, წონაზე მელაპარაკებოდა, ნახე, როგორ გავსუქდიო. ძალიან დარდიანი და დეპრესიული მომეჩვენა.

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი:

ლიკა ქავჟარაძე და მისი მარიტა მთელი საქართველოს სიმბოლოა. ულამაზესი, უსათნოესი, საოცრად მგრძნობიარე - უმშვენიერესი - და ამავე დროს უსამართლოდ მიტოვებული, დავიწყებული და შურით ჩაქოლილი. დღეს ჩვენ ყველანი ვტირით და მივტირით ჩვენს მარიტას - ჩვენგან არდაფასებულს, არდანახულს. ამით ჩვენ აგრეთვე მთელი საქართველოს ბედს მივტირით.

კოკო გამსახურდია, ისტორიკოსი:

ლიკა ქავჟარაძის ამქვეყნიდან წასვლის ამბავი რომ გავიგე, მაშინვე გამახსენდა ბავშვობა, როდესაც ის პირველად მოიყვანეს "კოლხურ კოშკში" - ის ხომ ფალავანდიშვილების მხრიდან ჩვენი ახლო ნათესავი იყო. მაშინ ყველანი ცოცხლები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც ცხოვრება დააფუძნეს იმ სახლში: დაახლოებით ეს პერიოდი იყო, ბაღში ფუტკრები, დახუნძლული ხეხილი და მახსოვს, ბებია მირანდა გვიკითხავდა იტალიურ საბავშვო ნოველებს.

ლიკა ჩემზე ცოტა უფროსი იყო და ასეთად დარჩა ჩემს აღქმაში - არამიწიერი ფერები და იერი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მერეც ბევრჯერ მინახავს და შევხვედრივართ. ალბათ დაახლოებით ასეთია დედამიწა თავის ქალწულებრივ თაურფენომენში და ასეთია ზეცა, როდესაც დედამიწას თავის თავს სრულად მისცემს, როგორც შემოქმედი.

ყვებიან, როდესაც ნატო ვაჩნაძეს მოასვენებდნენ თბილისის ქუჩებში, ვიღაცამ იკითხა, ვის კრძალავენო. სილამაზესო, უპასუხეს. იგივე ახლაც გვეთქმის. ნეტავ საიდან მოდის სილამაზე და საით მიდისო, იკითხა პოეტმა, მარიტას ხვედრზე ფიქრისას. აქ ალბათ უპრიანია ადამიანის სული გავიხსენოთ: როგორც თვით ადამიანი სული იყო დაბადებამდე, სიკვდილის კარიბჭის გავლით ისევ სულად იქცევა. სილამაზეც ეს სულია, ოღონდ "ასეთნაირად" გამოხატული ნივთიერში.

გია მაისაშვილი, ეკონომისტი:

დიდი გულისტკივილით ვემშვიდობები, რატომ გვავიწყდება სიცოცხლეში რომ გამოვუტყდეთ ხოლმე ერთმანეთს სიყვარულში? ლიკა, მადლობა ჩემი ყმაწვილობის შთაგონებისთვის! მარადისობაში კვლავ შეხვედრამდე!

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

მგონი ერთადერთი ქალი იყო, ვიზეც ყველა გემოვნების, ფერის, სქესის, ნამუსის და მორალის მქონე ადამიანი ვთანხმდებოდით რომ ლამაზი იყო. ჟურნალისტები სულ ვეფერებოდით და ძალიან ვუფრთხილდებოდით. ამიტომაც არ ვჯიჯგნეთ მისი ცხოვრება სხვებივით.

გაუგებარია როცა ვამბობთ, რომ მარიტასავით იცხოვრა ქალმა, რომელსაც საბედნიეროდ არცერთი ტალახი არ მოხვედრია რეალურ ცხოვრებაში.

მარიტასავით კი არ იცხოვრა, მარიტამ შეცვალა მისი ცხოვრება იმდენად, რომ დაღმა განარიდა ის საზოგადოებას, აქტიურ ცხოვრებას. თუმცა ესეც არ ვიცით ბოლომდე. ჩვენ ხომ გვიყვარს მითების შექმნა.რეალობა თან წაიღო. ისე, რომ ბოლომდე არავის გაანდო. არ უყვარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი და ჩვენც არ ვაძალებდით.

მარიტა კი არა, ლიკა გარდაიცვალა, ქავჟარაძე. უბრალოდ გარდაიცვალა, თორემ წლების შემდეგაც, ასე დადებენ ჩვენი შვილი-შვილები მის ფოტოს, საკუთარ კედლებზე და იტყვიან, რომ ყველაზე ლამაზი ქალი იყო. ესაა უკვდავების ხიბლი.

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

დავიფიცე ნეკროლოგიურ სტატუსებს აღარ დავწერ მეთქი. და არც გარდაცლილი ადამიანის გარშემო ატეხილ დისკუსიაში შემოვალ. რადგან ასეთ დროს ყველანაირი პოზიციას თან სდევს ან სიყალბე ან ძალიან გამაღიზიანებელი ტონი, რომელიც ყოველთვის აქვთ ცოცხლებს, როდესაც მკვდრების ამბებს განიხილავენ. მაგრამ გარემოება არ მასვენებს. ყველას გძინავთ თან. მალე მეც დავიძინებ, სახლისკენ მივბოდიალობ. მარტო ვარ და ყველგან ლიკა ქავჟარაძის ფოტოებია. ეს არაა სტატუსი ლიკაზე. სტატუსია სიკვდილზე. ჩემთვის სიკვდილი ძალიან ინტიმური თემაა. თუმცა ვიცი, რომ ეს მხოლოდ თეორიაა სიკვდილზე. პრაქტიკულად კი ასეა - სიკვდილი ყველაზე განხილვადი საკითხია. იმდენად რომ ყველაზე მიტოვებულ ადამიანებსაც შემოასევს ათასობით ადამიანს. რასაკვირველია, დღეს ყველა ლიკა ქავჟარაძის ფოტოებს დებდა. თავიდან ვტკბებოდი მისი გასაგიჟებელი სილამაზით. მერე მივხვდი, რომ ყველა ფოტო ახალგაზრდობისაა. და დავინახე (კიდევ უფრო მეტად), საზოგადოების სასტიკი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ ვინც ოდესღაც კაშკაშებდა. მეც "გუგლში" მარტო მის ლამაზ ფოტოებს ვეძებდი და ვამოწმებდი კიდევ უფრო ლამაზი ფოტო ხომ არ გამომრჩა შემთხვევით.

ვინმემ შეიძლება მკითხოს, რა არის ამაში უცნაური?! სილამაზეს ყოველთვის აღტაცებაში მოყავდა ადამიანები. არც არაფერი. უბრალოდ, ლიკა ქავჟარაძის სევდიანმა ცხოვრებამ დამაფიქრა იმაზე, რაზეც აქამდე არასდროს მიფიქრია სხვების სილამაზით დამუნჯებულს. აწი ხბოს აღტაცება რომ გადამივლის ვიღაცით მოხიბლულს ყოველთვის გავიფიქრებ, რომ იშვიათი სილამაზე არამხოლოდ საჩუქარია ადამიანისთვის, არამედ - სასჯელიც. მიზეზია მუდმივად გაგახსენონ, გისაყვედურონ (თუნდაც თვალის ჩაკვრით და არა პირდაპირ) რომ ისეთი აღარ ხარ, როგორიც ადრე იყავი. იმათ კი ისეთი არ მოსწონხარ, როგორიც ხარ, ან როგორიც გახდი. რჩები ასე სრულიად მარტო სტიგმების და ძველი ფოტოების პირისპირ. რა ცუდია.

სანდრო თარხან-მოურავი, ბლოგერი:

არ ვიცი ლიკა ქავჟარაძე სინამდვილეში "რამ დაღუპა", თუმცა ბევრს ჯანსაღი იმპულსი გაუჩნდა, გაეკრიტიკებინა სილამაზის ვიწრო გაგება და ამ გაგების ფეტიშიზაცია: ჯერ ავიყვანეთო ცაში და მერე დაცემა მტკივნეული იყოო - დაახლოებით ამ აზრით.

თუმცა, პარალელურად გრძელდება იგივე, რასაც აკრიტიკებენ - "ყველაზე ლამაზი", "უნიკალურად ლამაზი", "ნაღდად ლამაზი" და ა.შ.

შეიძლება ძალიან უტოპიურია, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როდესაც გვაქვს ინტერნეტი, ფეისბუკი და შეგვიძლია თავისუფლად მოგზაურობა, კაი იქნება ბოლოს და ბოლოს მასობრივად გავაცნობიეროთ, რომ სილამაზე და მიმზიდველობა არის: 1. სუბიექტური; 2. მრავალრიცხოვანი; 3. მრავალფეროვანი; 4. კონტექსტური.

უნიკალურად აღმატებული სილამაზე არ არსებობს. ვიღაცეების სილამაზეზე რომ მეტი გვსმენია, მხოლოდ გარემოებების დამთხვევის ამბავია. თორემ შეიძლება შენი ოთხმოცი ფრენდი მოგწონდეს ანჯელინა ჯოლიზე მეტად.

აქვე, ცხადია, დასათანხმებელია, რომ ადამიანის და კერძოდ ქალის აღქმა არ უნდა დაიყვანებოდეს გარეგნობაზე. თუმცა, ქალებმაც უნდა შეუწყონ ამას ხელი იმით, რომ საკუთარი ფოტოების გარდა სხვა რამეებითაც პოზიციონირდნენ, და შინაარსის დამფასებლებიც მოიძებნებიან. ყველას ალბათ იმდენად სჭირდება შინაარსი, რამდენადაც თვითონ აქვს.

ისიც ვაღიაროთ, რომ ქალის "ჭკუის კარგვა", ვთქვათ, ფეხბურთელებზე, არაფრითაა უფრო "შინაარსიანი", ვიდრე კაცის - მსახიობ ქალებზე. თუ ფულშია საქმე, ამას ალბათ ისევ გარეგნობაზე გადარევა ჯობია. მოკლედ, "შინაარსის დაკიდება" არაა ცალმხრივი და შეიძლება ვაკრიტიკოთ - მომხრე ვარ, კულტურა შინაარსს აფასებდეს - მაგრამ ბოლოს მაინც ინდივიდუალური არჩევანის და მოთხოვნილებების საქმეა...

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

სილამაზე გარდაიცვალა ...

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი:

საოცარი სილამაზე! ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი! გული ჩამწყდა

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს