პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

ქვე­მო ქარ­თლში კი­დევ ერთი ახა­ლი სა­წარ­მო გა­იხ­სნა. გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თე­ლეთ­ში რძის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ახა­ლი სა­წარ­მო - შპს "თე­ლე­თის ყვე­ლის სახ­ლი", სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ჩხე­ი­ძემ, ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გრი­გოლ ნემ­სა­ძემ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გახ­სნეს.

"ერ­თი­ა­ნი აგ­როპ­რო­ექ­ტის" ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნი­ლი სა­წარ­მო "სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და შემ­ნახ­ვე­ლი ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პრო­ექ­ტის" ფარ­გლებ­ში და­ფი­ნანსდა.

ჯა­მუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 366 010 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­მწი­ფო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა 146 404 აშშ დო­ლა­რია.

კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ყველს - მათ შო­რის და­ვარ­გე­ბუ­ლი ყვე­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბას, რის­თვი­საც კომ­პა­ნია მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ნედ­ლე­ულს იყე­ნებს. პრო­დუქ­ცია ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზეა გათ­ვლი­ლი. სა­წარ­მო­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 20 ადა­მი­ა­ნი.

სა­წარ­მო შექ­მნი­ლია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით. კომ­პა­ნია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით გეგ­მავს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის - HACCP - ის და­ნერგვას.

"სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. დღეს, სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შე­წყო­ბით, კი­დევ ერთი ახა­ლი სა­წარ­მო გა­იხ­სნა გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. მე­ურ­ნე­ო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი და ად­გილ­ზე 20 ად­გი­ლობ­რი­ვია და­საქ­მე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტაპ­ზე "ერ­თი­ა­ნი აგ­როპ­რო­ექ­ტის" ფარ­გლებ­ში ქვე­მო ქარ­თლში ამოქ­მედ­და 20 ახა­ლი და გა­და­ი­ა­რაღ­და 131 სა­წარ­მო," - გა­ნა­ცხა­და ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გრი­გოლ ნემ­სა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

ქვემო ქართლში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ გახსნეს.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნილი საწარმო „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა.

ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს - მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.

საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP - ის დანერგვას.

„სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენს რეგიონში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მეურნეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და ადგილზე 20 ადგილობრივია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლში ამოქმედდა 20 ახალი და გადაიარაღდა 131 საწარმო,“ - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი