საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - 4 პირი, რომელიც დააკავეს, "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ
წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - 4 პირი, რომელიც დააკავეს, "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ

პირი, რომ­ლის გა­ტა­ცე­ბა­საც შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი 4 ადა­მი­ა­ნი გეგ­მავ­და, ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" დი­რექ­ტო­რია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, 4 ადა­მი­ა­ნი ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" დი­რექ­ტორს გია გორ­გო­შა­ძეს სახ­ლთან უნდა დახ­ვედ­რო­და და ავ­ტო­მან­ქა­ნით ერთ-ერთ ბი­ნა­ში უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლებს გორ­გო­შა­ძის სახ­ლთან ახ­ლოს ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გორ­გო­შა­ძის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პრო­ცეს­ში აღ­კვე­თეს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, თუ რა ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­მო­ძალ­ვას გეგ­მავ­დნენ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი.

მო­ქა­ლა­ქის გა­ტა­ცე­ბი­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ 4 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სპე­ცო­პე­რა­ცია წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე ჩა­ა­ტა­რეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 4 წევ­რი: 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. ფ., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. ვ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. დ. და 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. მ., თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და გა­მო­ძალ­ვის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქე გ. გ.-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა გა­ნიზ­რა­ხეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - 4 პირი, რომელიც დააკავეს, "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ

წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - 4 პირი, რომელიც დააკავეს, "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ

პირი, რომლის გატაცებასაც შსს-ს მიერ დაკავებული 4 ადამიანი გეგმავდა, ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორია. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, 4 ადამიანი ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორს გია გორგოშაძეს სახლთან უნდა დახვედროდა და ავტომანქანით ერთ-ერთ ბინაში უნდა წაეყვანათ, რომელიც დაკავებულებს გორგოშაძის სახლთან ახლოს ჰქონდათ ნაქირავები.

სამართალდამცველებმა გორგოშაძის გატაცების მცდელობა, დანაშაულის ჩადენის პროცესში აღკვეთეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ოდენობის თანხის გამოძალვას გეგმავდნენ ბოროტმოქმედები.

მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ