პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაში იმყოფება
ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაში იმყოფება

აფგან მუხ­თარ­ლის ოჯა­ხი ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­შია, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი, ად­ვო­კა­ტი არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს. მი­სი­ვე თქმით, მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლემ და შვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო გუ­შინ და­ტო­ვეს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის და საფრ­თხე­ე­ბის ფონ­ზე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით შე­საძ­ლო იყო ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა გამ­ხდა­რი­ყო გა­ტა­ცე­ბის და აზერ­ბა­ი­ჯან­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის მსხვერ­პლი.

"აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლემ და მცი­რე­წლო­ვან­მა შვილ­მა გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს. მე-3 უსაფრ­თხო ქვეყ­ნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და მო­ძი­ე­ბა მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ამ­ჟა­მად, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხი გერ­მა­ნი­ა­შია. გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის და არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის ფონ­ზე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით შე­საძ­ლოა ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა (მე­უღ­ლის მსგავ­სად) გამ­ხდა­რი­ყო გა­ტა­ცე­ბის და აზერ­ბა­ი­ჯან­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის მსხვერ­პლი. "თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი" და "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი" აგ­რძე­ლებს აფგან მუხ­თარ­ლის და ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვას ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას", - წერს ად­ვო­კა­ტი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ობ­და, თბი­ლი­სი­დან 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მუხ­თარ­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მისი მე­უღ­ლე ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა აცხა­დებ­და, რომ მას უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მან გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს არა­ერ­თხელ მი­მარ­თა.

ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაში იმყოფება

ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაში იმყოფება

აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაშია, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დამცველი, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, მუხთარლის მეუღლემ და შვილმა საქართველო გუშინ დატოვეს, რადგან გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლო იყო ლეილა მუსტაფაევა გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი.

"აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა გუშინ საქართველო დატოვეს. მე-3 უსაფრთხო ქვეყნის შემოთავაზება და მოძიება მთელი პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა. ამჟამად, გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაშია. გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აგრძელებს აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დაცვას", - წერს ადვოკატი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების შესახებ საგამოძიებო მასალებზე მუშაობდა, თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მუხთარლის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აცხადებდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. მან გამოძიების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."