საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს
"კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს

ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. კი­ბოს ასამ­დე სა­ხე­ო­ბაა ცნო­ბი­ლი, ის შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში. ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ­გვარ და­ა­ვა­დე­ბა­თა მე­სა­მე­დი იკურ­ნე­ბა, ბევ­რი კი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით სრულ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნის­გან მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა: ის უკონ­ტრო­ლოდ იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, მისი უჯრე­დე­ბიც უსას­რუ­ლოდ იყო­ფა და თა­ვი­სი­ვე მსგავს უჯრე­დებს წარ­მო­შობს. ამ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი დალი თუ­შიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი ჰი­პო­თე­ზა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ბევ­რი მათ­გა­ნი ვერ ასა­ხავს სი­ნამ­დვი­ლეს. სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დი ვი­თარ­დე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რად.

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მი­ლი­ო­ნო­ბით უჯრე­დია, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს უჯრე­დე­ბი იყო­ფი­ან და თი­თო­ე­უ­ლი დე­დი­სე­უ­ლი უჯრე­დი აჩენს შვი­ლე­ულ უჯრედს. მი­ლი­ო­ნო­ბით ახალ­წარ­მოქ­მნი­ლი უჯრე­დი­დან ერთი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს ატი­პუ­რი, სიმ­სივ­ნუ­რი, ანუ მა­ხინ­ჯი. ეს უჯრე­დი თა­ვის მხრივ ათის ნაც­ვლად აჩენს ათასს, ანუ უფრო სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი უჯრე­დი, აღ­წევს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ში, ცირ­კუ­ლი­რებს სის­ხლი­სა და ლიმ­ფის გზით და სა­დაც და­ი­ბუ­დებს, იმ ად­გი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა კიბო მთელ ორ­გა­ნიზ­მში.

- რა როლს ას­რუ­ლებს ამ და­ა­ვა­დე­ბის წარ­მო­შო­ბა­ში გე­ნე­ტი­კა?

- ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვა თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, მაგ­რამ მყა­რი პო­ზი­ცია, მყა­რი ვერ­სია, თუ სა­ი­დან წარ­მო­იქ­მნე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დი, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

გე­ნე­ტი­კა ნამ­დვი­ლად თა­მა­შობს გა­დამ­წყვეტ როლს, მაგ­რამ არც ეს არის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი ორ­გა­ნიზ­მში კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

- მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ძველ დრო­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბო­და.

- ად­რე­ულ წლებ­ში იყო ჭლე­ქი, ქო­ლე­რა, შავი ჭირი… კიბო ეტყო­ბა ამ ეპო­ქის სე­ნია, მე ონ­კო­ლო­გი­ა­ში 38 წე­ლი­წა­დია ვმუ­შა­ობ. ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე მხო­ლოდ ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში გვხვდე­ბო­და, ახლა 30 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდებ­შიც კი ხში­რია, ანუ კიბო ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და.

იყო ასე­თი მეც­ნი­ე­რი კო­ჰე­ი­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი რომ ას წლამ­დე და უფრო დიდ­ხანს ცო­ცხლობ­დნენ, ალ­ბათ ყვე­ლა სიმ­სივ­ნით და­ი­ღუ­პე­ბო­დაო. შე­იძ­ლე­ბა კი­ბოს ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი იმ­დენ ხანს გაგ­რძელ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნი ამას ვერც გრძნობ­დეს და სულ სხვა და­ა­ვა­დე­ბით და­ი­ღუ­პოს. კო­ჰე­ი­ნის აზ­რით, ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არის ამ და­ა­ვა­დე­ბის ჩა­ნა­სა­ხი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა…

- კი­ბოს წარ­მო­შო­ბას ყვე­ლა­ზე ხში­რად ნი­კო­ტინს აბ­რა­ლე­ბენ…

- მე უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი მყო­ლია, რო­მელ­საც სი­გა­რე­ტი არა­სო­დეს მო­უ­წე­ვია, ერთ-ერთი მათ­გა­ნი სი­გა­რე­ტის სუნ­ზეც კი ცუ­დად ხდე­ბო­და, პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ფილ­ტვის კი­ბო­თი და­ი­ღუ­პა, დიდი ხა­ნია შე­ხე­ბა მაქვს ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან და ვერ ვი­ტყვი, რომ ფილ­ტვის კიბო მწე­ვე­ლებ­ში ჩნდე­ბა, არამ­წე­ვე­ლებ­ში კი - არა. ვერც იმას ვი­ტყვი, რომ ძუ­ძუს კიბო გა­თხო­ვი­ლებს არ უჩ­ნდე­ბათ, გა­უ­თხოვ­რებს - კი… ეს და­ა­ვა­დე­ბა მსგავს სტა­ტის­ტი­კას არ ემორ­ჩი­ლე­ბა.

ყვე­ლა­ზე ცუდი იცით რა არის? - ათა­სო­ბით პა­ცი­ენ­ტი მო­სუ­ლა ჩემ­თან, რო­მელ­საც ჰქო­ნია ვთქვათ, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კიბო, მო­სუ­ლა და­წყლუ­ლე­ბუ­ლი მკერ­დით, რო­მე­ლიც შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­დი იყო, როცა ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, თავს იმარ­თლებ­დნენ, არ მტკი­ო­და და ექიმ­თან ამის გამო არ მი­ვე­დიო. ყო­ველ­თვის უნდა ვი­ცო­დეთ, რომ კი­ბომ ტკი­ვი­ლი არ იცის, როცა აგ­ტკივ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა უკვე გვი­ა­ნი იყოს. შე­საძ­ლოა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს ერთი ორ­გა­ნოს სიმ­სივ­ნე, მაგ­რამ ას­ტკივ­დეს სულ სხვა რამ. ხში­რად მო­დი­ან სულ სხვა ორ­გა­ნოს ტკი­ვი­ლით და კე­რას სულ სხვა ად­გი­ლას ვპო­უ­ლობთ. ძი­რი­თა­დად ტკი­ვი­ლი ბოლო სტა­დი­ა­ში ვლინ­დე­ბა.

ამი­ტომ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი რა­ი­მე კვანძს, ან სი­მაგ­რეს აღ­მო­ა­ჩენს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­დეს ექიმ­თან. თვალ­ხი­ლუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა რთუ­ლი არ არის, რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს, იმა­საც თა­ვი­სი სიმპტო­მე­ბი აქვს. რო­დე­საც ქალი ტკი­ვილს გრძნობს მუც­ლის არე­ში, აწუ­ხებს წე­ლის ტკი­ვი­ლი, რო­დე­საც კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბაა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი, ან პი­რი­ქით… მოკ­ლედ, რო­დე­საც რა­ღაც სა­ეჭ­ვო სიმპტო­მებს ვგრძნობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს, გა­და­ვი­ღოთ რენტგე­ნი, გა­ვი­კე­თოთ ექოს­კო­პია და ა.შ…

ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა ხა­ლე­ბი, ხალი შე­იძ­ლე­ბა ისე გან­ვი­თარ­დეს, რომ ვერც იგ­რძნოთ, მაგ­რამ ეს წარ­მო­ნაქ­მნი უყუ­რა­დღე­ბოდ ნამ­დვი­ლად არ უნდა და­ტო­ვოთ. არ­სე­ბობს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი - დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი, მა­მოგ­რა­ფი­უ­ლი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი მა­ინც ცი­ტო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც დგინ­დე­ბა წარ­მო­ნაქ­მნი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნია თუ კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი. ჯერ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს ცი­ტო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ნი­სა­ზღვროს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი და მი­მარ­თუ­ლე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო დალი, რამ­დე­ნად შე­დე­გი­ა­ნია ამ დროს ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა?

- თუ ოპე­რა­ცია დრო­უ­ლად, პირ­ველ სტა­დი­ა­ზე­ვე გა­კეთ­და, სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ო­რე-მე­სა­მე სტა­დი­ის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს და პა­ცი­ენტს სი­ცო­ცხლე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­უ­ხან­გრძლივ­დეს. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სიმ­სივ­ნურ წარ­მო­ნაქ­მნზე და­ნის და­დე­ბა სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე, AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
2

გამარჯობათ . მაქვს ფიბროზული მასტოფატია. დიდიხანია მაწუხებს მარჯვენა მხარეს ყველაფერი მტკივა. მენსტრუაციის პერიოდში მითუმეტეს.მტკივამკლავი იდაყვიდან ქვედა და ზევით მიმარ თულებით. მტკივამკერდის ფიცარი გაუსაძლისად. აგრეთვე კისრის არეში მაქვს შეშუპებები. კუჭ-ნაწლავის მოქმედება დარღვეული მაქვს კარგა ხანია.მაქვს ვენები და გულიც მაწუხებს. მაინტერესებს ეს ჩივილები მასტოპათიის გამო მაქვს? ან ხომ არ გართულდა და არ გადაგვარდა კიბოდ? წინასწარ დიდ მადლობას მოგიხდით.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს

"კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს

ამ ვერაგი დაავადებით ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. კიბოს ასამდე სახეობაა ცნობილი, ის შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ წერტილში. ადრეული გამოვლენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ამგვარ დაავადებათა მესამედი იკურნება, ბევრი კი ლეტალური შედეგით სრულდება.

ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნე კეთილთვისებიანისგან მკვეთრად განსხვავდება: ის უკონტროლოდ იზრდება და ვითარდება, მისი უჯრედებიც უსასრულოდ იყოფა და თავისივე მსგავს უჯრედებს წარმოშობს. ამ მძიმე დაავადების შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი დალი თუშიშვილი გვესაუბრება:

- ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ასახავს სინამდვილეს. სიმსივნური უჯრედი ვითარდება ავტონომიურად.

ადამიანის ორგანიზმში მილიონობით უჯრედია, მარტივად რომ ვთქვათ, ეს უჯრედები იყოფიან და თითოეული დედისეული უჯრედი აჩენს შვილეულ უჯრედს. მილიონობით ახალწარმოქმნილი უჯრედიდან ერთი შეიძლება გამოვიდეს ატიპური, სიმსივნური, ანუ მახინჯი. ეს უჯრედი თავის მხრივ ათის ნაცვლად აჩენს ათასს, ანუ უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედი, აღწევს სხვადასხვა ორგანოში, ცირკულირებს სისხლისა და ლიმფის გზით და სადაც დაიბუდებს, იმ ადგილიდან ვრცელდება კიბო მთელ ორგანიზმში.

- რა როლს ასრულებს ამ დაავადების წარმოშობაში გენეტიკა?

- ავთვისებიანი სიმსივნის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვა თეორიის მიხედვით სხვადასხვაგვარია, მაგრამ მყარი პოზიცია, მყარი ვერსია, თუ საიდან წარმოიქმნება სიმსივნური უჯრედი, ჯერჯერობით არ არსებობს.

გენეტიკა ნამდვილად თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ არც ეს არის საკმარისი საფუძველი ორგანიზმში კიბოს განვითარებისათვის.

- მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძველ დროში ეს დაავადება ძალზე იშვიათად გვხვდებოდა.

- ადრეულ წლებში იყო ჭლექი, ქოლერა, შავი ჭირი… კიბო ეტყობა ამ ეპოქის სენია, მე ონკოლოგიაში 38 წელიწადია ვმუშაობ. ის დაავადებები, რომლებიც ადრე მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში გვხვდებოდა, ახლა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც კი ხშირია, ანუ კიბო ძალიან გაახალგაზრდავდა.

იყო ასეთი მეცნიერი კოჰეინი, რომელიც ამბობდა, ადამიანები რომ ას წლამდე და უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ალბათ ყველა სიმსივნით დაიღუპებოდაო. შეიძლება კიბოს ინკუბაციის პერიოდი იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ ადამიანი ამას ვერც გრძნობდეს და სულ სხვა დაავადებით დაიღუპოს. კოჰეინის აზრით, ყველა ადამიანში არის ამ დაავადების ჩანასახი, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად განვითარდება…

- კიბოს წარმოშობას ყველაზე ხშირად ნიკოტინს აბრალებენ…

- მე უამრავი პაციენტი მყოლია, რომელსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევია, ერთ-ერთი მათგანი სიგარეტის სუნზეც კი ცუდად ხდებოდა, პასიური მწეველიც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ფილტვის კიბოთი დაიღუპა, დიდი ხანია შეხება მაქვს ასეთ პაციენტებთან და ვერ ვიტყვი, რომ ფილტვის კიბო მწეველებში ჩნდება, არამწეველებში კი - არა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძუძუს კიბო გათხოვილებს არ უჩნდებათ, გაუთხოვრებს - კი… ეს დაავადება მსგავს სტატისტიკას არ ემორჩილება.

ყველაზე ცუდი იცით რა არის? - ათასობით პაციენტი მოსულა ჩემთან, რომელსაც ჰქონია ვთქვათ, სარძევე ჯირკვლის კიბო, მოსულა დაწყლულებული მკერდით, რომელიც შემზარავი შესახედი იყო, როცა ვსაყვედურობდი, თავს იმართლებდნენ, არ მტკიოდა და ექიმთან ამის გამო არ მივედიო. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდება, შეიძლება უკვე გვიანი იყოს. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ერთი ორგანოს სიმსივნე, მაგრამ ასტკივდეს სულ სხვა რამ. ხშირად მოდიან სულ სხვა ორგანოს ტკივილით და კერას სულ სხვა ადგილას ვპოულობთ. ძირითადად ტკივილი ბოლო სტადიაში ვლინდება.

ამიტომ, როდესაც პაციენტი რაიმე კვანძს, ან სიმაგრეს აღმოაჩენს, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან. თვალხილული სიმსივნეების დროული აღმოჩენა რთული არ არის, რაც შეეხება შინაგან ორგანოებს, იმასაც თავისი სიმპტომები აქვს. როდესაც ქალი ტკივილს გრძნობს მუცლის არეში, აწუხებს წელის ტკივილი, როდესაც კუჭის მოქმედებაა გართულებული, ან პირიქით… მოკლედ, როდესაც რაღაც საეჭვო სიმპტომებს ვგრძნობთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, გადავიღოთ რენტგენი, გავიკეთოთ ექოსკოპია და ა.შ…

ძალიან საყურადღებოა ხალები, ხალი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ვერც იგრძნოთ, მაგრამ ეს წარმონაქმნი უყურადღებოდ ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. არსებობს გამოკვლევები - დიაგნოსტიკური, მამოგრაფიული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ციტოლოგიური კვლევაა, რომლის შედეგადაც დგინდება წარმონაქმნი ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი. ჯერ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ციტოლოგიური კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი და მიმართულება.

- ქალბატონო დალი, რამდენად შედეგიანია ამ დროს ოპერაციული ჩარევა?

- თუ ოპერაცია დროულად, პირველ სტადიაზევე გაკეთდა, სრული განკურნებაც შესაძლებელია, მეორე-მესამე სტადიის შემთხვევაში, პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და პაციენტს სიცოცხლე შეძლებისდაგვარად გაუხანგრძლივდეს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სიმსივნურ წარმონაქმნზე დანის დადება საერთოდ არ შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე, AMBEBI.GE