საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზიური ფაროსანა არ იკბინება" - შეუძლია თუ არა დაავადებების გადატანა მწერს
"აზიური ფაროსანა არ იკბინება" - შეუძლია თუ არა დაავადებების გადატანა მწერს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს და არ იკ­ბი­ნე­ბა. რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­უ­ლი არ არის, ამ შემ­თხე­ვა­ში მას­თან შე­ხე­ბი­სას არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ ხდე­ბა. ამას­თან, იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ფა­რო­სა­ნა არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა იმ მწე­რე­ბის რი­ცხვს, რომ­ლებ­საც და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ.

"ფა­რო­სა­ნა არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ მწე­რე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­ხებ­ლო­ბა აქვს. ასე­თე­ბი გახ­ლავთ, კო­ღო­ე­ბი, ტკი­პე­ბი, რწყი­ლე­ბი და ა.შ. ბუზ­მაც კი შე­საძ­ლოა მე­ქა­ნი­კუ­რად გა­და­ი­ტა­ნოს მიკ­რო­ბე­ბი, მაგ­რამ ფა­რო­სა­ნა ასეთ მწე­რებს არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ანუ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა ფა­რო­სა­ნას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა მწერ­თან და ნე­ბის­მი­ერ სხვა მცე­ნა­რეს­თან, ეს არის ალერ­გია. ფა­რო­სა­ნას კბე­ნა არ ახა­სი­ა­თებს. ფა­რო­სა­ნა ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მხრივ სა­ში­ში არ არის, სა­ში­შია იმით, რომ დიდ ეკო­ნო­მი­ურ ზა­რალს იწ­ვევს და ანად­გუ­რებს მო­სა­ვალს", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მავ­ნე­ბე­ლი მწე­რი ზამ­თარ­ში თბილ ად­გი­ლებს ეძებს, ამი­ტომ სე­ზო­ნის ამ დროს, რაც მეტი ფა­რო­სა­ნა გა­ნად­გურ­დე­ბა, მით უფრო ნაკ­ლე­ბია რის­კი გა­ზა­ფხულ­ზე მისი გავ­რცე­ლე­ბის.

შე­გახ­სე­ნებთ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გუ­შინ და­ა­დას­ტუ­რა, რომ თბი­ლის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მწე­რი აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნაა.

"აზიური ფაროსანა არ იკბინება" - შეუძლია თუ არა დაავადებების გადატანა მწერს

"აზიური ფაროსანა არ იკბინება" - შეუძლია თუ არა დაავადებების გადატანა მწერს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და არ იკბინება. როგორც პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ადამიანი ალერგიული არ არის, ამ შემთხევაში მასთან შეხებისას არავითარი რეაქცია არ ხდება. ამასთან, იმნაძის განმარტებით, ფაროსანა არ განეკუთვნება იმ მწერების რიცხვს, რომლებსაც დაავადების გადატანა შეუძლიათ.

"ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ასეთები გახლავთ, კოღოები, ტკიპები, რწყილები და ა.შ. ბუზმაც კი შესაძლოა მექანიკურად გადაიტანოს მიკრობები, მაგრამ ფაროსანა ასეთ მწერებს არ განეკუთვნება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. ფაროსანა ადამიანის დაავადებების მხრივ საშიში არ არის, საშიშია იმით, რომ დიდ ეკონომიურ ზარალს იწვევს და ანადგურებს მოსავალს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, მავნებელი მწერი ზამთარში თბილ ადგილებს ეძებს, ამიტომ სეზონის ამ დროს, რაც მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლებია რისკი გაზაფხულზე მისი გავრცელების.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ დაადასტურა, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი