9 ოქტომბერს, სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI-ში პირველი "დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი"-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის დარგში.
წიგნი, რომელიც მოიცავს უამრავ საინტერესო ინფორმაციას, როგორც ექიმებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, სრულიად უფასოდ გადაეცემა მათ, ვისაც ეს უახლესი ლიტერატურა დასჭირდება. ატლასის სრულ დაფინანსებაზე იზრუნა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანია " ფარმაკინეზისმა", რომელიც არის ოფიციალური დისტრიბუტორი ბრენდ "ბიოქსინის" და "ფარმაცერისის".
თინა ქიტუაშვილი, "დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასის" ერთ-ერთი ავტორი:
"როგორც მედიცინის ყველა დარგი, მათ შორის დერმატო-ვენეროლოგიაც მუდმივი განვითარების პროცესშია. გვაქვს ახალი ტერმინოლოგიები და ახალი დაავადებები, ამიტომ აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სრული და კომპეტენტური ინფორმაცია როგორც ახალი, ასევე ძველი დაავადებების, მათი მკურნალობისა და კიდევ სხვა საინტერესო საკითხის შესახებ. ჩვენი მიზანია, ვენეროლოგებს, სახელმძღვანელოს სახით მივაწოდოთ ეს უახლესი ინფორმაცია. სახელმძღვანელო დამწყებ დერმატო-ვენეროლოგებს, სტუდენტებს დაამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს უამრავ ინფორმაციას მისცემს.
სახელმძღვანელოში მოცემულია რამოდენიმე თავი, რომელიც მოიცავს კანის გადამდებ დაავადებებს, ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებს, ვირუსულ და ქრონიკულ დაავადებებს, ონკო დერმატოლოგიას. წიგნში თვალსაჩინოების სახით გამოყენებულია დაავადებათა ფოტოები, რომელიც უფრო კარგად აღსაქმელს ხდის ამა თუ იმ დაავადებას.
სახელმძღვანელოზე ვმუშაობდით არა მხოლოდ ავტორები, არამედ უნივერსიტეტის გამომცემლობაც, პროფესიონალთა გუნდი, ფილოლოგები, რომელთაც ტექსტი დაგვამუშავებინეს. წიგნის გამოცემის თანხები კი ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანია "ფარმაკინეზის"-მა გამოყო, მათ დიდი წვლილი შეიტანეს კარგი საქმის კეთებაში.
ენგინ აკემოღლუ (ბიოქსინის წარმომადგენელი) ჩვენი ქართველი პარტნორებისგან მოვიდა შეთავაზება დერმატოლოგიური სახელმძღვანელოს დაბეჭდვის შესახებ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ დღეს კომპანიის დაფინანსებით საინტერესო წიგნი გამოიცა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი ექიმების პროფესიულ განვითარებას."
R