მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკნე, "თინეიჯერების დაავადება" - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მას
აკნე, "თინეიჯერების დაავადება" - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მას

აკნე ჰორ­მონ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ახა­სი­ა­თებს გა­მო­ნა­ყა­რი სა­ხე­ზე, გულ­მკერ­დსა და ზურ­გზე. ამ და­ა­ვა­დე­ბას ზოგ­ჯერ "გარ­და­ტე­ხის ასაკ­საც" უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ეს პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში ჩნდე­ბა და მო­ზარ­დებს სე­რი­ო­ზუ­ლად აწუ­ხებთ. ის, რომ თი­ნე­ი­ჯე­რებს მე­ტად აწუ­ხებთ, ამას სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს - აკნე მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აქვს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში მყოფ პირ­თა შო­რის კი - 80%-ს, ანუ ახალ­გაზ­რდებ­ში ოთხჯერ უფრო ხში­რია.

თე­მა­ზე - რა იწ­ვევს აკ­ნეს და რა თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბი ახ­ლავს ამ და­ა­ვა­დე­ბას, გვე­სა­უბ­რე­ბა მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გი ირაკ­ლი კუ­ტა­ლია:

- აკნე გა­მოწ­ვე­უ­ლია ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით, რო­მე­ლიც არ­თუ­ლებს ცხი­მის გა­მო­ყო­ფას, რო­მელ­საც ან­თე­ბამ­დე და კა­ნის ქსო­ვი­ლის სტრუქ­ტუ­რის შეც­ვლამ­დე მივ­ყა­ვართ.

- ეს და­ა­ვა­დე­ბა ხში­რად მო­ზარ­დებს აწუ­ხებთ...

- ეს იმის გამო, რომ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ტეს­ტოს­ტე­რო­ნის მა­ღა­ლი დონე ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის მუ­შა­ო­ბას აძ­ლი­ე­რებს. აკნე არ­სე­ბობს ან­თე­ბი­თი და არა­ან­თე­ბი­თი სა­ხით. არა­ან­თე­ბი­თი აკნე წარ­მოდ­გე­ნი­ლია კო­მე­დო­ნე­ბით (ფე­რიმ­ჭა­მე­ლე­ბით), რო­მე­ლიც ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის და­ცო­ბით ვი­თარ­დე­ბა და შე­სამ­ჩნევ როლს თა­მა­შობს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გარ­ქო­ვა­ნე­ბა. ან­თე­ბი­თი აკნე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩირ­ქგ­რო­ვე­ბით.

- რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახ­ლავს და რაში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს ეს და­ა­ვა­დე­ბა?

- აკნე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით კა­ნის მგრძნო­ბე­ლო­ბა­ში, ასე­ვე ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფონ­ზე...

- თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა კურ­ნავს მას?

- სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მი­ვაღ­წი­ოთ კოს­მე­ტი­კურ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ამას­თან, სა­გუ­ლის­ხმოა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ არა­რა­ცი­ო­ნა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას მო­მა­ვალ­ში მე­ო­რად ლა­ქე­ბამ­დე და ნა­წი­ბუ­რე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, რო­მე­ლიც საგ­რძნობ­ლად აუ­ა­რე­სებს პა­ცი­ენ­ტის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს, ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თა­ნა­ვე მივ­მარ­თოთ ექიმს და არ დავ­კავ­დეთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბით.

- ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის მი­ხედ­ვით, ხში­რად მის სამ­კურ­ნა­ლოდ მჭა­დის ფქვილს, სა­რე­ცხის სა­პონს, სპირტს იყე­ნე­ბენ, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი და გა­მარ­თლე­ბუ­ლია ასე­თი მე­თო­დე­ბი?

- თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეს მე­თო­დი არ არის ეფექ­ტუ­რი, მე­ტიც, ასეთ მკურ­ნა­ლო­ბას ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბაც შე­უძ­ლია, მა­გა­ლი­თად: სა­რე­ცხის სა­პო­ნი მისი შემ­ცვე­ლო­ბის გამო (ტუტე რე­აქ­ცია) კა­ნის ძლი­ერ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

- ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მახ­სოვს ერთი ჩემი ნაც­ნო­ბი, რო­მე­ლიც ამ და­ა­ვა­დე­ბას ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლობ­და, მი­აჩ­ნდა, რომ ეს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი იყო, რო­მელ­საც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით და­ა­მარ­ცხებ­და. რან­დე­ნად სწო­რია ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- არ უნდა ხდე­ბო­დეს თვით­ნე­ბუ­რად ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა, რად­გა­ნაც ასეთ მიდ­გო­მას ცუდი შე­დე­გე­ბი მო­აქვს.

- რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან აკნე?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, კა­ნის ტი­პის მი­ხედ­ვით სწო­რი მოვ­ლა და პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მის დროს ვი­ზი­ტი დერ­მა­ტო­ლოგ­თან, დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კით და მკურ­ნა­ლო­ბით გან­კურ­ნე­ბის შე­დეგს მალე აღ­წევს პა­ცი­ენ­ტი. თავი შე­ვი­კა­ვოთ მზის და სო­ლა­რი­უ­მის დას­ხვი­ვე­ბის­გან, რო­მე­ლიც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა თქვენს კან­ზე.

* * *

უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჯან­მრთე­ლი კა­ნის მოვ­ლას გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. აკ­ნე­სად­მი მიდ­რე­კი­ლი კა­ნი­სათ­ვის კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ასე­თი მიდ­გო­მა მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

აკნე, "თინეიჯერების დაავადება" - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მას

აკნე, "თინეიჯერების დაავადება" - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მას

აკნე ჰორმონდამოკიდებული კანის დაავადება, რომელსაც ყველაზე ხშირად ახასიათებს გამონაყარი სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე. ამ დაავადებას ზოგჯერ "გარდატეხის ასაკსაც" უწოდებენ, რადგანაც ეს პრობლემა ძირითადად გარდამავალ ასაკში ჩნდება და მოზარდებს სერიოზულად აწუხებთ. ის, რომ თინეიჯერებს მეტად აწუხებთ, ამას სტატისტიკაც ადასტურებს - აკნე მოზრდილი ადამიანების დაახლოებით 20%-ს აქვს, გარდატეხის ასაკში მყოფ პირთა შორის კი - 80%-ს, ანუ ახალგაზრდებში ოთხჯერ უფრო ხშირია.

თემაზე - რა იწვევს აკნეს და რა თანმდევი პროცესები ახლავს ამ დაავადებას, გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოვენეროლოგი ირაკლი კუტალია:

- აკნე გამოწვეულია ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებული მუშაობით, რომელიც ართულებს ცხიმის გამოყოფას, რომელსაც ანთებამდე და კანის ქსოვილის სტრუქტურის შეცვლამდე მივყავართ.

- ეს დაავადება ხშირად მოზარდებს აწუხებთ...

- ეს იმის გამო, რომ გარდატეხის ასაკში ტესტოსტერონის მაღალი დონე ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას აძლიერებს. აკნე არსებობს ანთებითი და არაანთებითი სახით. არაანთებითი აკნე წარმოდგენილია კომედონებით (ფერიმჭამელებით), რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობით ვითარდება და შესამჩნევ როლს თამაშობს გაძლიერებული გარქოვანება. ანთებითი აკნე წარმოდგენილია ჩირქგროვებით.

- რა გართულებები ახლავს და რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს დაავადება?

- აკნე შეიძლება გადაიზარდოს მზის სხივების ზემოქმედებით კანის მგრძნობელობაში, ასევე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ ფონზე...

- თანამედროვე მედიცინა კურნავს მას?

- სწორი დიაგნოზის დასმა და ადეკვატური მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ კოსმეტიკურ გაუმჯობესებას, ამასთან, საგულისხმოა გავითვალისწინოთ, რომ არარაციონალურ მკურნალობას მომავალში მეორად ლაქებამდე და ნაწიბურებამდე მივყავართ, რომელიც საგრძნობლად აუარესებს პაციენტის ვიზუალურ მხარეს, ამიტომაც აუცილებელია პირველი გამოვლინებისთანავე მივმართოთ ექიმს და არ დავკავდეთ თვითმკურნალობით.

- ხალხური მედიცინის მიხედვით, ხშირად მის სამკურნალოდ მჭადის ფქვილს, სარეცხის საპონს, სპირტს იყენებენ, რამდენად ეფექტური და გამართლებულია ასეთი მეთოდები?

- თანამედროვე მედიცინა გვიჩვენებს, რომ ეს მეთოდი არ არის ეფექტური, მეტიც, ასეთ მკურნალობას ზიანის მიყენებაც შეუძლია, მაგალითად: სარეცხის საპონი მისი შემცველობის გამო (ტუტე რეაქცია) კანის ძლიერ გაღიზიანებას იწვევს.

- ხალხურ მედიცინას რომ თავი დავანებოთ, მახსოვს ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც ამ დაავადებას ანტიბიოტიკებით მკურნალობდა, მიაჩნდა, რომ ეს ანთებითი პროცესი იყო, რომელსაც ანტიბიოტიკებით დაამარცხებდა. რანდენად სწორია ასეთი გადაწყვეტილება?

- არ უნდა ხდებოდეს თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება, რადგანაც ასეთ მიდგომას ცუდი შედეგები მოაქვს.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან აკნე?

- მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, კანის ტიპის მიხედვით სწორი მოვლა და პირველივე სიმპტომის დროს ვიზიტი დერმატოლოგთან, დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობით განკურნების შედეგს მალე აღწევს პაციენტი. თავი შევიკავოთ მზის და სოლარიუმის დასხვივებისგან, რომელიც ნეგატიურად აისახება თქვენს კანზე.

* * *

უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი კანის მოვლას გარკვეული ცოდნა სჭირდება. აკნესადმი მიდრეკილი კანისათვის კი განსაკუთრებული მოვლაა აუცილებელი. ასეთი მიდგომა მკურნალობის ეფექტების გაძლიერებისა და შედეგების ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი

"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?