პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება ქორწილის ორგანიზება საქართველოში და როგორი მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს
რა ჯდება ქორწილის ორგანიზება საქართველოში და როგორი მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს

ქორ­წი­ნე­ბა წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე­სას­წა­უ­ლია. ამი­ტომ ყვე­ლა ოჯა­ხი ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის დღე რო­გორც მის­თვის, ასე­ვე სტუმ­რე­ბის­თვის და­უ­ვი­წყა­რი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყოს.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქორ­წი­ლე­ბი ხში­რად შოუს ტი­პის წვე­უ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯი სჭირ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გი ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ივენთ-მე­ნე­ჯე­რი, თა­თუ­ლი ცქი­ტიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- თა­თუ­ლი, რა ჯდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ლის გა­დახ­და?

- ყვე­ლა ქორ­წი­ლის ფასი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, გა­აჩ­ნია რო­გო­რია წყვი­ლის მო­თხოვ­ნე­ბი. ჩვე­ნი გუნ­დი ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს წყვი­ლის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას. შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ქორ­წი­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვი­დეს. რეს­ტორ­ნე­ბის ფასი თბი­ლის­ში ერთ პერ­სო­ნა­ზე 100 ლა­რი­დან იწყე­ბა. არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი როცა, აგა­რა­კის ეზო­ში ტარ­დე­ბა ქორ­წი­ლი და ამი­ტომ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი კრე­ა­ტივ­სა და დე­კო­რა­ცი­ა­ზე კეთ­დე­ბა.

- ძი­რი­თა­დად რო­გო­რი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ წყვი­ლებს?

- ძი­რი­თა­დად მა­ინც ტრა­დი­ცი­ულ ქორ­წილს ითხო­ვენ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­თხოვ­ნე­ბი ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­ზე კეთ­დე­ბა, რომ­ლის ჰო­ნო­რა­რიც 1 000-10 000 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. თუმ­ცა გა­ა­აჩ­ნია შემ­სრუ­ლე­ბელს, ზოგ­ჯერ ფასი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. ძი­რი­თა­დად ქარ­თულ ხმებ­ზე, თე­ატ­რა­ლურ კვარ­ტეტ­სა და დათო გო­მარ­თელ­ზეა მო­თხოვ­ნა. რაც არ უნდა ან­დერგრა­უნ­დუ­ლი ქორ­წი­ლის მო­თხოვ­ნა ჰქონ­დეს წყვილს, ბო­ლოს მა­ინც ტრა­დი­ცი­ულ სა­ქორ­წი­ნო პროგ­რა­მა­ზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს. ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, შემ­დეგ მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დი და ბო­ლოს მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ჯეი. ბენ­დე­ბი­დან ძა­ლი­ან მოს­წონთ დათო ილუ­რი­ძის ბენ­დი.

- რა ჯდე­ბა სა­ქორ­წი­ნო კაბა?

- კა­ბას გა­აჩ­ნია და ასე­ვე იმას, ვყი­დუ­ლობთ ამ კა­ბას თუ ვქი­რა­ობთ. ფა­სე­ბი იწყე­ბა 700 ლა­რი­დან და ზოგ­ჯერ კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხაც ჯდე­ბა. ასეა ტორ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც, 1000 ლა­რი­დან იწყე­ბა ფასი და შიგ­თავ­სის და გა­ფორ­მე­ბის მი­ხედ­ვით იზ­რდე­ბა.

- პა­ტარ­ძლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კარ­გი მა­კი­ა­ჟი და ვარ­ცხნი­ლო­ბა. ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა რა ღირს?

- 100 ლა­რი­დან იწყე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბის ფასი და 70 ლა­რი­დან მა­კი­ა­ჟი.

ჩვე­ნი კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, სა­ქორ­წი­ნო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ჰგავ­დეს, ამი­ტომ ყვე­ლა ქორ­წი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო 3 სექ­ტემ­ბერს გა­კე­თე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი. პა­ტარ­ძალს სურ­და, უცხო­უ­რი ქორ­წი­ლის ანა­ლო­გი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და გა­ვა­კე­თეთ კი­დეც. თით­ქოს წყვილს სახ­ლში დარ­ჩა ბეჭ­დე­ბი, სახ­ლში კი არა­ვინ იყო. ამ დროს ვაჩ­ვე­ნეთ ვი­დეო, რომ მხო­ლოდ ძაღ­ლი იყო სახ­ლში და სწო­რედ მათი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი შე­მო­ვი­და ქორ­წილ­ში, რო­მელ­საც ყელ­ზე ჰქონ­და ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი. ზო­გა­დად, ქორ­წი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სურ­ვი­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლი ფა­სის დად­გე­ნა რთუ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა ჯდება ქორწილის ორგანიზება საქართველოში და როგორი მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს

რა ჯდება ქორწილის ორგანიზება საქართველოში და როგორი მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს

ქორწინება წყვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ამიტომ ყველა ოჯახი ცდილობს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დღე როგორც მისთვის, ასევე სტუმრებისთვის დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი იყოს.

თანამედროვე ქორწილები ხშირად შოუს ტიპის წვეულებებია, რომელსაც სპეციალური ორგანიზება და შესაბამისი ხარჯი სჭირდება. დაახლოებით, რა ღირს საქართველოში კარგი ქორწილის ორგანიზება, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ივენთ-მენეჯერი, თათული ცქიტიშვილი ესაუბრა.

- თათული, რა ჯდება საქართველოში ქორწილის გადახდა?

- ყველა ქორწილის ფასი ინდივიდუალურია, გააჩნია როგორია წყვილის მოთხოვნები. ჩვენი გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს წყვილის ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლებელია დაბალბიუჯეტიანი ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდეს. რესტორნების ფასი თბილისში ერთ პერსონაზე 100 ლარიდან იწყება. არსებობს შემთხვევები როცა, აგარაკის ეზოში ტარდება ქორწილი და ამიტომ მთავარი აქცენტი კრეატივსა და დეკორაციაზე კეთდება.

- ძირითადად როგორი მოთხოვნები აქვთ წყვილებს?

- ძირითადად მაინც ტრადიციულ ქორწილს ითხოვენ. ხშირ შემთხვევაში მოთხოვნები ქართველ მომღერლებზე კეთდება, რომლის ჰონორარიც 1 000-10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა გაააჩნია შემსრულებელს, ზოგჯერ ფასი კონფიდენციალურია. ძირითადად ქართულ ხმებზე, თეატრალურ კვარტეტსა და დათო გომართელზეა მოთხოვნა. რაც არ უნდა ანდერგრაუნდული ქორწილის მოთხოვნა ჰქონდეს წყვილს, ბოლოს მაინც ტრადიციულ საქორწინო პროგრამაზე აკეთებს არჩევანს. ქალაქური სიმღერების შემსრულებელი მომღერლები, შემდეგ მუსიკალური ბენდი და ბოლოს მუსიკალური დიჯეი. ბენდებიდან ძალიან მოსწონთ დათო ილურიძის ბენდი.

- რა ჯდება საქორწინო კაბა?

- კაბას გააჩნია და ასევე იმას, ვყიდულობთ ამ კაბას თუ ვქირაობთ. ფასები იწყება 700 ლარიდან და ზოგჯერ კოლოსალური თანხაც ჯდება. ასეა ტორტის შემთხვევაშიც, 1000 ლარიდან იწყება ფასი და შიგთავსის და გაფორმების მიხედვით იზრდება.

- პატარძლისთვის მნიშვნელოვანია კარგი მაკიაჟი და ვარცხნილობა. ეს მომსახურება რა ღირს?

- 100 ლარიდან იწყება ვარცხნილობის ფასი და 70 ლარიდან მაკიაჟი.

ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, საქორწინო დღესასწაულები ერთმანეთს არ ჰგავდეს, ამიტომ ყველა ქორწილი განსხვავებულია. ძალიან ორიგინალური იყო 3 სექტემბერს გაკეთებული ქორწილი. პატარძალს სურდა, უცხოური ქორწილის ანალოგი გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. თითქოს წყვილს სახლში დარჩა ბეჭდები, სახლში კი არავინ იყო. ამ დროს ვაჩვენეთ ვიდეო, რომ მხოლოდ ძაღლი იყო სახლში და სწორედ მათი ოთხფეხა მეგობარი შემოვიდა ქორწილში, რომელსაც ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული საქორწინო ბეჭდები. ზოგადად, ქორწილი ინდივიდუალურ სურვილებზეა დამოკიდებული, ამიტომ კონკრეტული ფასის დადგენა რთულია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი