”დაახლოებით 15 წელში აშშ-ს პრეზიდენტი, შესაძლოა, ივანკა იყოს,” - რა წერია ტრამპის ყოფილი ცოლის სკანდალურ წიგნში

”დაახლოებით 15 წელში აშშ-ს პრეზიდენტი, შესაძლოა, ივანკა იყოს,” - რა წერია ტრამპის ყოფილი ცოლის სკანდალურ წიგნში

დონალდ ტრამპის თითქმის 10 თვიანი პრეზიდენტობის შემდეგ მისი ყოფილი ცოლი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, სამომავლოდ, შესაძლოა, მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი გახდეს.

”ინდეფენდენთის” ინფორმაციით, ივანა ტრამპი საკუთარ წიგნში Raising Trump წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დაახლოებით 15 წლის შემდეგ, შესაძლოა,  მისი შვილი, ივანკა იყოს.

ივანა ტრამპი რეალითი შოუს ყოფილ ვარსკვლავზე 15 წლის მანძილზე იყო დაქორწინებული, მათი თანაცხოვრება 1989 წელს დასრულდა, როდესაც დონალდ ტრამპმა ივანას მარლა მეიპლი არჩია.

ტრამპი და მეიპლი 1993 წელს დაქორწინდნენ.

წიგნი Raising Trump მომავალ კვირას გამოვა გაყიდვაში. მასში ივანა აღწერს, როგორი რთული აღმოჩნდა მისთვის და მისი შვილებისთვის - დონალდ ჯუნიორისთვის, ივანკასთვის და ერიკისთვის ღალატი. ტრამპის ყოფილი ცოლი წერს, რომ დონალდ ჯუნიორი მამას 1 წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს