პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელებმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელებმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა კარ­ლეს პუჩ­დე­მონ­მა და ავ­ტო­ნო­მი­ის სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რეს.

"ვა­ფუძ­ნებთ კა­ტა­ლო­ნი­ის რეს­პუბ­ლი­კას, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ და სუ­ვე­რე­ნულ, სა­მარ­თლებ­რივ, დე­მოკ­რა­ტი­ულ და სო­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოს", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტის ტექ­სტში, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "კა­ტა­ლო­ნი­ის სა­ხალ­ხო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დეკ­ლა­რა­ცია".

დო­კუ­მენ­ტის ტექ­სტში ასე­ვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია "გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლა რეს­პუბ­ლი­კის სა­სა­მარ­თლო და ძი­რი­თა­დი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის".

"ვი­წყებთ დამ­ფუძ­ნე­ბელ პრო­ცესს. ეს პრო­ცე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია და ხალ­ხის ნე­ბას ეფუძ­ნე­ბა. ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს მის­წრა­ფე­ბას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ვი­წყოთ ეს­პა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს­თან, რაც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ორი­ვე რე­გი­ო­ნის სა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფარ­გლე­ბის დად­გე­ნა­ზე. ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თა­ნას­წორ სა­ფუძ­ველ­ზე უნდა წა­რი­მარ­თოს", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

კა­ტა­ლო­ნია ასე­ვე მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­ე­რი­ონ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და დაგ­მონ სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და კა­ტა­ლო­ნი­ის ეს­პა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კა­ტა­ლო­ნი­ას ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სურს.

"სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­ვუ­წო­დებთ, კა­ტა­ლო­ნი­ის რეს­პუბ­ლი­კა და­მო­უ­კი­დე­ბელ და სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფოდ აღი­ა­რონ", - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტის ტექ­სტში.

კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელებმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელებმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა და ავტონომიის სხვა ხელმძღვანელებმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

"ვაფუძნებთ კატალონიის რესპუბლიკას, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს", - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში, რომლის სახელწოდებაა "კატალონიის სახალხო წარმომადგენლების დეკლარაცია".

დოკუმენტის ტექსტში ასევე გამოცხადებულია "გარდამავალი პერიოდის შესახებ კანონის ძალაში შესვლა რესპუბლიკის სასამართლო და ძირითადი ინსტიტუტებისთვის".

"ვიწყებთ დამფუძნებელ პროცესს. ეს პროცესი დემოკრატიულია და ხალხის ნებას ეფუძნება. ვადასტურებთ ჩვენს მისწრაფებას მოლაპარაკებები დავიწყოთ ესპანეთის სახელმწიფოსთან, რაც მიმართული იქნება ორივე რეგიონის სასარგებლო თანამშრომლების ფარგლების დადგენაზე. ეს მოლაპარაკებები თანასწორ საფუძველზე უნდა წარიმართოს", - ნათქვამია დოკუმენტში.

კატალონია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასა და ევროკავშირის ხელისუფლებას ჩაერიონ სიტუაციაში და დაგმონ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა და კატალონიის ესპანეთის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კატალონიას ევროპული პროექტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება სურს.

"სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, კატალონიის რესპუბლიკა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარონ", - ხაზგასმით აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"