სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუჩდემონი - "კატალონია დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა ჰაერში კიდია"
პუჩდემონი - "კატალონია დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა ჰაერში კიდია"

კა­ტა­ლო­ნი­ის­თვის 10 ოქ­ტომ­ბე­რი, დღე, რო­დე­საც რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, შე­საძ­ლოა, დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბის დღედ იქ­ცეს, - ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ირ­კვა, რომ კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დე­რი პუჩ­დე­მო­ნი მზად არის, ამ სა­კი­თხზე მად­რიდ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წა­ვი­დეს. ერთი სი­ტყვით, მან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­და­დე­ბა გა­და­წყვი­ტა.

კარ­ლოს პუჩ­დე­მო­ნი გუ­შინ სა­ღა­მოს რე­გი­ო­ნა­ლურ პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­ვი­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა­დას­ხვა რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მად­რიდ­თან დი­ა­ლო­გი და­წყე­ბუ­ლია.

ერთი სი­ტყვით, უკვე გა­სა­გე­ბია, რომ მან ეს­პა­ნე­თი­დან გა­მო­ყო­ფის პრო­ცე­სი არ და­უშ­ვა. სხვა­თა შო­რის, თუ კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დე­რი ამ გან­ცხა­დე­ბას არ გა­ა­კე­თებ­და, რო­გორც ის უკვე მად­რი­დი­დან გა­აფრ­თხი­ლეს, პა­ტიმ­რო­ბა არ ას­ცდე­ბო­და. თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, თუ ის კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას არ გა­ა­კე­თებს, ეს პუჩ­დე­მო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დე­რი თა­ვის გა­მოს­ვლამ­დე აცხა­დებ­და, რომ რე­გი­ონ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მი­სი­ვე თქმით, "კა­ტა­ლო­ნი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მით ყვე­ლას და­ა­ნა­ხა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს იმ­სა­ხუ­რებს".

1 ოქ­ტომ­ბერს კა­ტა­ლო­ნი­ა­ში რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­და, სა­დაც 90%-მა ეს­პა­ნე­თი­დან გა­მოს­ვლას და­უ­ჭი­რა მხა­რი. პრო­ტეს­ტან­ტე­ბი პო­ლი­ცი­ამ სას­ტი­კად და­არ­ბია. 750-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე მკურ­ნა­ლობს.

"სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც ახლა კა­ტა­ლო­ნი­ა­შია, შე­იძ­ლე­ბა, "ნა­ხევ­რად ფეხ­მძი­მო­ბა" ვუ­წო­დოთ. კა­ტა­ლო­ნი­ა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ახა­ლი, უფრო ძლი­ე­რი ტალ­ღა. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი და ელოდ­ნენ, ლი­დე­რე­ბი რო­დის გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. გარ­შე­მო უამ­რა­ვი ტრაქ­ტო­რი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რათა პო­ლი­ცი­ას ხალ­ხის ტალ­ღა არ გა­ერ­ღვია და კა­ტა­ლო­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ეც­ვათ.

"ხალ­ხი იყო ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლას მო­უთ­მენ­ლო­ბა ეწე­რა სა­ხე­ზე, ისი­ნი ყო­ველ წამს ელოდ­ნენ ლი­დე­რე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას, რა­ღაც სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ", - ასე აღ­წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია ხალ­ხის მო­ლო­დინს, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­მო­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი პუჩ­დე­მო­ნი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ტა­ლო­ნია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, თუმ­ცა, რო­დე­საც ეი­ფო­რია ჩა­წყნარ­და, დას­ძი­ნა, რომ "მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჰა­ერ­შია. ჩვენ მად­რიდ­თან ვა­წარ­მო­ებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. არა­ფე­რია, ჩვენ 300 წელი ვიც­დი­დით, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ცოტა ხანს მო­ვი­ცა­დოთ", - და­ას­რუ­ლა კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დერ­მა. მის­მა სი­ტყვებ­მა იქ მყოფ­ნი ჯერ და­აბ­ნია, თუმ­ცა, დე­მონ­სტრა­ცია არ შე­წყვე­ტი­ლა.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის თქმით, კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა პუჩ­დე­მო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­მა, ვიქ­ტორ ტე­რა­დე­ლის­მა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თი­დან კა­ტა­ლო­ნი­ის გა­მო­ყო­ფის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი, პრაქ­ტი­კუ­ლად, "რუხი კარ­დი­ნა­ლია". თუმ­ცა, კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დე­რე­ბის რწმე­ნა, რომ ეს­პა­ნე­თის გა­რე­შე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად იცხოვ­რებ­დნენ, ევ­რო­კავ­ში­რის მკაცრ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა და ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფით­მა შე­ფა­სე­ბებ­მა შე­არ­ყია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პუჩდემონი - "კატალონია დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა ჰაერში კიდია"

პუჩდემონი - "კატალონია დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა ჰაერში კიდია"

კატალონიისთვის 10 ოქტომბერი, დღე, როდესაც რეგიონის დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინათ, შესაძლოა, დიდი იმედგაცრუების დღედ იქცეს, - ყველასთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ კატალონიის ლიდერი პუჩდემონი მზად არის, ამ საკითხზე მადრიდთან მოლაპარაკებებზე წავიდეს. ერთი სიტყვით, მან დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადება გადაწყვიტა.

კარლოს პუჩდემონი გუშინ საღამოს რეგიონალურ პარლამენტში გამოვიდა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა რეალობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მისაღებად მადრიდთან დიალოგი დაწყებულია.

ერთი სიტყვით, უკვე გასაგებია, რომ მან ესპანეთიდან გამოყოფის პროცესი არ დაუშვა. სხვათა შორის, თუ კატალონიის ლიდერი ამ განცხადებას არ გააკეთებდა, როგორც ის უკვე მადრიდიდან გააფრთხილეს, პატიმრობა არ ასცდებოდა. თუმცა, თავის მხრივ, თუ ის კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას არ გააკეთებს, ეს პუჩდემონის პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება.

კატალონიის ლიდერი თავის გამოსვლამდე აცხადებდა, რომ რეგიონმა დამოუკიდებლობა დაიმსახურა. მისივე თქმით, "კატალონიამ ჩატარებული რეფერენდუმით ყველას დაანახა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს იმსახურებს".

1 ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც 90%-მა ესპანეთიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი. პროტესტანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია. 750-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ბევრი მათგანი დღემდე მკურნალობს.

"სიტუაციას, რომელიც ახლა კატალონიაშია, შეიძლება, "ნახევრად ფეხმძიმობა" ვუწოდოთ. კატალონიაში მოსალოდნელი იყო ახალი, უფრო ძლიერი ტალღა. ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და ელოდნენ, ლიდერები როდის გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას. გარშემო უამრავი ტრაქტორი იყო მობილიზებული, რათა პოლიციას ხალხის ტალღა არ გაერღვია და კატალონიის პრეზიდენტი დაეცვათ.

"ხალხი იყო ძალიან აღელვებული, ყველას მოუთმენლობა ეწერა სახეზე, ისინი ყოველ წამს ელოდნენ ლიდერებისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რაღაც სასწაულის მოლოდინში იყვნენ", - ასე აღწერს დასავლური მედია ხალხის მოლოდინს, თუმცა, შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტი პუჩდემონი, რომელმაც განაცხადა, რომ კატალონია დამოუკიდებელია, თუმცა, როდესაც ეიფორია ჩაწყნარდა, დასძინა, რომ "მათი დამოუკიდებლობა ჰაერშია. ჩვენ მადრიდთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. არაფერია, ჩვენ 300 წელი ვიცდიდით, შეიძლება კიდევ ცოტა ხანს მოვიცადოთ", - დაასრულა კატალონიის ლიდერმა. მისმა სიტყვებმა იქ მყოფნი ჯერ დააბნია, თუმცა, დემონსტრაცია არ შეწყვეტილა.

დასავლური მედიის თქმით, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შეფერხებაში დიდი როლი ითამაშა პუჩდემონის საერთაშორისო მრჩეველმა, ვიქტორ ტერადელისმა, რომელიც ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მთავარი იდეოლოგი, პრაქტიკულად, "რუხი კარდინალია". თუმცა, კატალონიის ლიდერების რწმენა, რომ ესპანეთის გარეშე გაცილებით უკეთესად იცხოვრებდნენ, ევროკავშირის მკაცრმა განცხადებებმა და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახად უარყოფითმა შეფასებებმა შეარყია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"