პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა დაბრუნდაო, ვუთხარით ერთმანეთს ოჯახის წევრებმა..." - გურამ გაბესკირიას ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს
"მამა დაბრუნდაო, ვუთხარით ერთმანეთს ოჯახის წევრებმა..." - გურამ გაბესკირიას ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს

"მამა დაბ­რუნ­დაო - ვუ­თხა­რით ერ­თმა­ნეთს მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რო­დე­საც მისი ცხედ­რის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყეთ... შემ­დეგ, უცებ გამ­კრა თავ­ში, რომ მამა იქ იყო, სა­დაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვის აფხა­ზეთ­ში... მი­წა­ზე, რომ­ლის დაც­ვა­საც შე­ე­წი­რა, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ მისი საფ­ლა­ვი გვექ­ნე­ბა," – ასე ემო­ცი­უ­რად ჰყვე­ბა Ambebi.ge-სთან სო­ხუ­მის ყო­ფი­ლი მე­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას ცხედ­რის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ მისი შვი­ლი, ვლა­დი­მერ გა­ბეს­კი­რია.

მი­სი­ვე თქმით, ცხე­და­რი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მის ოჯახს ხვალ, დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ვლა­დი­მერ გა­ბეს­კი­რია:

- ამის გა­გე­ბა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო... ეს მი­სა­ლო­ცი ამ­ბა­ვია ჩვენ­თვის, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მეა, რო­დე­საც არ იცი მა­მის საფ­ლა­ვი სად არის და ვერ მი­დი­ხარ მას­თან... რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და "წი­თე­ლი ჯვა­რი" აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, რომ ცხე­და­რი ჩა­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა.... ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. 25 წლის შემ­დეგ, რომ სახ­ლში და­გიბ­რუნ­დეს მშო­ბე­ლი, ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ყვე­ლა ეს დღე მო­ლო­დინ­ში გა­ვა­ტა­რეთ... რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბო­და, იქ აფხა­ზეთ­ში, სხვა ვი­თა­რე­ბა­ში გვე­პო­ვა მისი საფ­ლა­ვი, მაგ­რამ სო­ხუ­მი დრო­ე­ბით და­კარ­გუ­ლი გვაქვს და იმე­დია, მა­მაც და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც აფხა­ზე­თის მი­წას ოდეს­მე ღირ­სე­უ­ლად და­უბ­რუნ­დე­ბი­ან... მა­მას ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და აფხა­ზებ­თან, ისე­თი გზა აქვს გავ­ლი­ლი, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვერ ვი­ჯე­რებ­დით, რომ მას ასე მო­ექ­ცნენ, არ გვჯე­რო­და, რომ ის სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს.

- ალ­ბათ გქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ აფხა­ზეთ­ში სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

- დიახ, რამ­დე­ნი­მე ხა­ნია ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ. თით­ქოს ყო­ველ დღე ვე­ლო­დე­ბო­დით ამას, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი... თან მიმ­ძიმს ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მა­მა­ჩე­მის საფ­ლა­ვი გვექ­ნე­ბა... ეს სხვა ტკი­ვი­ლია, უც­ნა­უ­რი გან­ცდაა. ვი­საც ეს არ გა­ნუც­დია, ძნე­ლია მიხ­ვდეს, არც არა­ვის ვუ­სურ­ვებ ამ გზის გავ­ლას...

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს, სო­ხუ­მის და­ცე­მის ბოლო დღის, 27 სექ­ტემ­ბრის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩანს გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხი, აფხა­ზი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბის ბრძა­ნე­ბა­ზე, - "და­ი­ჩო­ქე და თქვი, რომ ეს ქარ­თუ­ლი მიწა არ არის!", - "არა­სო­დეს, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ!.." – მი­უ­გო მან...

ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მა­მია ალა­სა­ნი­ას ცხე­და­რიც, თუმ­ცა, ეს ინ­ფორ­მა­ცია, ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტდე­ბა...

სო­ხუ­მის მერი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბის შტურ­მი­სას სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს და ის ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას­თან და 27 ადა­მი­ან­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს.

მისი ვა­ჟის თქმით, აჩა­და­რა­ში, ყვე­ლა ერ­თად და­მარ­ხეს, მათ შო­რის იყო, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მამა, მა­მია ალა­სა­ნი­აც...

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 2017 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მის მერს გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა და ჯილ­დო გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას ოჯახს გა­დას­ცა.

ლალი პა­პას­კი­რი

Ambebi.ge

"მამა დაბრუნდაო, ვუთხარით ერთმანეთს ოჯახის წევრებმა..." - გურამ გაბესკირიას ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს

"მამა დაბრუნდაო, ვუთხარით ერთმანეთს ოჯახის წევრებმა..." - გურამ გაბესკირიას ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს

"მამა დაბრუნდაო - ვუთხარით ერთმანეთს მე და ჩემი ოჯახის წევრებმა, როდესაც მისი ცხედრის თბილისში ჩამოსვენების შესახებ შევიტყეთ... შემდეგ, უცებ გამკრა თავში, რომ მამა იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, თავის აფხაზეთში... მიწაზე, რომლის დაცვასაც შეეწირა, თუმცა ბედნიერები ვართ, რომ მისი საფლავი გვექნება," – ასე ემოციურად ჰყვება Ambebi.ge-სთან სოხუმის ყოფილი მერის, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ცხედრის თბილისში ჩამოსვენების შესახებ მისი შვილი, ვლადიმერ გაბესკირია.

მისივე თქმით, ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია და მის ოჯახს ხვალ, დევნილთა სამინისტროში სხვა დეტალების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

ვლადიმერ გაბესკირია:

- ამის გაგება ძალიან ემოციური იყო... ეს მისალოცი ამბავია ჩვენთვის, რადგან ძალიან მძიმეა, როდესაც არ იცი მამის საფლავი სად არის და ვერ მიდიხარ მასთან... როგორც  ვიცი, საქართველოს მთავრობა და "წითელი ჯვარი" აქტიურად იყვნენ ჩართული, რომ ცხედარი ჩამოგვესვენებინა.... ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ხელისუფლებას. 25 წლის შემდეგ, რომ სახლში დაგიბრუნდეს მშობელი, ეს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ყველა ეს დღე მოლოდინში გავატარეთ... რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი იქნებოდა, იქ აფხაზეთში, სხვა ვითარებაში გვეპოვა მისი საფლავი, მაგრამ სოხუმი დროებით დაკარგული გვაქვს და იმედია, მამაც და მისი თანამებრძოლებიც აფხაზეთის მიწას ოდესმე ღირსეულად დაუბრუნდებიან... მამას ისეთი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან, ისეთი გზა აქვს გავლილი, ძალიან დიდხანს ვერ ვიჯერებდით, რომ მას ასე მოექცნენ, არ გვჯეროდა, რომ ის სასიკვდილოდ გაიმეტეს.

- ალბათ გქონდათ ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საიდენტიფიკაციო სამუშაოები მიმდინარეობდა...

- დიახ, რამდენიმე ხანია ამაზე მუშაობენ. თითქოს ყოველ დღე ველოდებოდით ამას, მაგრამ მაინც ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი... თან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემის საფლავი გვექნება... ეს სხვა ტკივილია, უცნაური განცდაა. ვისაც ეს არ განუცდია, ძნელია მიხვდეს, არც არავის ვუსურვებ ამ გზის გავლას...

ქართულ საზოგადოებას ახსოვს, სოხუმის დაცემის ბოლო დღის, 27 სექტემბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს გურამ გაბესკირიას ღირსეული პასუხი, აფხაზი ბანდფორმირებების ბრძანებაზე, - "დაიჩოქე და თქვი, რომ ეს ქართული მიწა არ არის!", - "არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!.." – მიუგო მან...

ასევე გავრცელდა ინფორმაციას, რომ იდენტიფიცირებულია მამია ალასანიას ცხედარიც, თუმცა, ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით ზუსტდება...

სოხუმის მერი გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმისას სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და ის ჟიული შარტავასთან და 27 ადამიანთან ერთად დახვრიტეს.

მისი ვაჟის თქმით, აჩადარაში, ყველა ერთად დამარხეს, მათ შორის იყო, ირაკლი ალასანიას მამა, მამია ალასანიაც...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის 27 სექტემბერს სოხუმის მერს გურამ გაბესკირიას, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ჯილდო გურამ გაბესკირიას ოჯახს გადასცა.

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე