პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას პოტენციური გადამტანი ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც დასავლეთიდან თბილისში შემოდის
სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას პოტენციური გადამტანი ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც დასავლეთიდან თბილისში შემოდის

აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყოს. რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მის გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გზა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია.

"ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან თბი­ლის­ში შე­მო­დის, პო­ტენ­ცი­უ­რი გა­დამ­ტა­ნია. რა­ო­დე­ნო­ბა რა თქმა უნდა ის არაა, რაც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამას შე­მო­სე­ვას ვერ და­ვარ­ქმევთ. თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა არის, რაც შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. რათა მავ­ნე­ბე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის სხვა უბ­ნებ­შიც არ გავ­რცელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ლი­პარ­ტი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ტემ­პე­რა­ტუ­რის დაგ­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად ფა­რო­სა­ნა მის­თვის კომ­ფორ­ტულ ად­გი­ლებ­ში გა­და­დის. კერ­ძოდ, ტყე-პარ­კებ­ში, პარ­კებ­ში და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში.

გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტო თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან ერ­თად შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავს.

ლი­პარ­ტი­ას თქმით, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის ფა­რო­სა­ნა მხო­ლოდ ვა­კის პარკში, ერთ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლა­საა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს ად­გი­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­ი­წამ­ლე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ ღა­მის სა­ა­თებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, რათა პარკში მი­სულ დამ­სვე­ნებ­ლებს რა­ი­მე საფრ­თხე არ შე­ექ­მნათ.

"ცხელ ხაზ­ზე თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბ­ნი­დან შე­მო­სუ­ლი 45 ინ­ფორ­მა­ცია შე­ვის­წავ­ლეთ და ისი­ნი სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. კერ­ძოდ, კენკროვ­ნე­ბის მყრა­ლი ფა­რო­სა­ნა. ეს იგი­ვე მავ­ნე­ბე­ლია, ოღონდ სხვა სა­ხე­ო­ბის", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ.

სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ იმა­ზეც ისა­უბ­რა, თუ რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ ფა­რო­სა­ნას სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

მისი თქმით, ნე­ბა­დარ­თუ­ლი მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია. მა­გა­ლი­თად, მტვერ­სას­რუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სახ­ლში გა­მო­ყე­ნე­ბა კი, მისი გან­ცხა­დე­ბით, და­უშ­ვე­ბე­ლია.

აქვე მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, გა­ეც­ნონ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მწერ­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ.

"მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მწე­რი არ წარ­მო­ად­გენს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დამ­ტანს. იგი არ იკ­ბი­ნე­ბა, მხო­ლოდ ალერ­გი­ას იწ­ვევს. თუ მას მე­ქა­ნი­კუ­რად და­ვა­ზი­ა­ნებთ, სპე­ცი­ფი­ურ სუნს უშ­ვებს და კან­ზე მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ალერ­გია გა­მო­იწ­ვი­ოს. სხვა სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და ლი­პარ­ტი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა არ არის და ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში მა­სი­უ­რი შე­მო­სე­ვაა. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს პრო­ტო­კო­ლი იმის შე­სა­ხებ, თუ რა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას პოტენციური გადამტანი ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც დასავლეთიდან თბილისში შემოდის

სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას პოტენციური გადამტანი ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც დასავლეთიდან თბილისში შემოდის

აზიური ფაროსანას დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოტანის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, სატრანსპორტო საშუალებები იყოს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა მავნე ორგანიზმის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზა სატრანსპორტო საშუალებებია.

"ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დასავლეთ საქართველოდან თბილისში შემოდის, პოტენციური გადამტანია. რაოდენობა რა თქმა უნდა ის არაა, რაც დასავლეთ საქართველოში და ამას შემოსევას ვერ დავარქმევთ. თუმცა გარკვეული რაოდენობა არის, რაც შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. რათა მავნებელი დედაქალაქის სხვა უბნებშიც არ გავრცელდეს", - განაცხადა ლიპარტიამ.

მისივე თქმით, ტემპერატურის დაგდების პარალელურად, გამოსაზამთრებლად ფაროსანა მისთვის კომფორტულ ადგილებში გადადის. კერძოდ, ტყე-პარკებში, პარკებში და საცხოვრებელ სახლებში.

გარემოს დაცვის სააგენტო თბილისის მერიასთან ერთად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

ლიპარტიას თქმით, ამ მომენტისათვის ფაროსანა მხოლოდ ვაკის პარკში, ერთ კონკრეტულ ადგილასაა გავრცელებული.

მისი განმარტებით, ეს ადგილი უახლოეს მომავალში შეიწამლება. სამუშაოები სავარაუდოდ ღამის საათებში ჩატარდება, რათა პარკში მისულ დამსვენებლებს რაიმე საფრთხე არ შეექმნათ.

"ცხელ ხაზზე თბილისის სხვადასხვა უბნიდან შემოსული 45 ინფორმაცია შევისწავლეთ და ისინი სხვა სახეობები აღმოჩნდნენ. კერძოდ, კენკროვნების მყრალი ფაროსანა. ეს იგივე მავნებელია, ოღონდ სხვა სახეობის", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ფაროსანას სახლში აღმოჩენის შემთხვევაში.

მისი თქმით, ნებადართული მხოლოდ მექანიკური ღონისძიებებია. მაგალითად, მტვერსასრუტის გამოყენება, ქიმიური საშუალებების სახლში გამოყენება კი, მისი განცხადებით, დაუშვებელია.

აქვე მან მოსახლეობას მოუწოდა, გაეცნონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას მწერთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მწერი არ წარმოადგენს ინფექციური დაავადებების გადამტანს. იგი არ იკბინება, მხოლოდ ალერგიას იწვევს. თუ მას მექანიკურად დავაზიანებთ, სპეციფიურ სუნს უშვებს და კანზე მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. სხვა საშიშროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა ლიპარტიამ.

მისივე თქმით, აზიური ფაროსანა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ჩრდილოეთ იტალიის თითქმის ყველა ქალაქში მასიური შემოსევაა. თუმცა, ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს პროტოკოლი იმის შესახებ, თუ რა ქიმიური ნივთიერება შეიძლება გამოვიყენოთ სახლის პირობებში საბრძოლველად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი