"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა საკრებულოში შესვლას მოითხოვს. ბოკუჩავას საკრებულოში შესვლის საშუალებას შენობის შესასვლელთან მდგარი პოლიცია არ აძლევს.
"არ გრცხვენიათ? კონსტიტუციას არღვევთ. დეპუტატს დაუბრკოლებელი შესვლის უფლება აქვს",- მიმართა ბოკუჩავამ პოლიციას.
პირდაპირი ეთერი საკრებულოდან, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია
ამ წუთებში საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია. ბოკუჩავა რკინის ჯებირზე გადასვლას და საკრებულოში ამ გზით შეღწევას ცდილობს.