საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს
ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ფა­რო­სა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვდა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შეხ­ვედ­რა­ზე მავ­ნებ­ლის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იმ­სჯე­ლეს და სა­მო­მავ­ლოდ სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბი და­სა­ხეს.

"სა­ხელ­მწი­ფო ახ­დენს ყვე­ლა იმ რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხი არ არის, პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე უნდა ჩა­ერ­თოს", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მეც­ნი­ე­რებ­მა და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის კუ­თხით სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მათი მხრი­დან ხაზი გა­ეს­ვა სა­კი­თხის სიმწვა­ვეს და აღი­ნიშ­ნა, რომ მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის კუ­თხით ევ­რო­პა­სა და აშშ-ში სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც პრო­ცეს­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ტო­კო­ლი ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით ამ დრომ­დე არ გა­აჩ­ნი­ათ.

სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ­სე­ბულ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ, სწავ­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტებს, რათა დად­გინ­დეს ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და სწრა­ფი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს

ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ სამოქმედო გეგმები დასახეს.

"სახელმწიფო ახდენს ყველა იმ რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყანაში არსებობს. აზიური ფაროსანა ერთი კონკრეტული უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს", - აღნიშნა მინისტრმა.

მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

მათი მხრიდან ხაზი გაესვა საკითხის სიმწვავეს და აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით ევროპასა და აშშ-ში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულები, კონკრეტული პროტოკოლი ბრძოლის თვალსაზრისით ამ დრომდე არ გააჩნიათ.

სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სპეციალისტები არსებულ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ, სწავლობენ სხვადასხვა პრეპარატებს, რათა დადგინდეს ბრძოლის ყველაზე ეფექტური და სწრაფი მოგვარების გზები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი