გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროშით ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრა, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა დაემატება.
გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.