სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია „მონოლით ჯგუფმა მეგა-პროექტის განხორციელება დაიწყო, რასაც უკვე დასრულებული წარმატებული პროექტები, ძლიერი ფინანსური პლატფორმა, გამოცდილი გუნდი და ამბიციური სამომავლო გეგმები უდევს საფუძვლად. სწორედ მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა პალიტრა მედია „მონოლით ჯგუფის დამფუძნებელს და დირექტორს ბატონ ზაზა იჩქიტიძეს და გაყიდვების სამსახურის უფროსს ეკატერინე დანელიანს:
ბატონო ზაზა, „მონოლით ჯგუფმა მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა - ძველი თბილისის ცენტრში, თანამედროვე მინი ქალაქის - Monolith City-ს მშენებლობა. რამ განაპირობა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება?
- ნებისმიერ პროექტს, რომელსაც „მონოლით ჯგუფი ახორციელებს, საფუძვლად უდევს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო მოსამზადებელი სამუშაოები, მაგალითად, როგორიცაა ბაზრის კვლევა, მყიდველთა სურვილებსა და მოთხოვნებზე ორიენტირება, პოტენციურ მყიდველთა დაკვეთა, რომელიც მოდის ჩვენი მომავალი მობინადრეებისაგან. თამამად გეტყვით, რომ ძველ თბილისში ისეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება, როგორიცაა Monolith City, განაპირობა „მონოლით ჯგუფის წინა პროექტის Monolith Residence Ortachala-ს წარმატებამ, მასზე საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ და გამოხმაურებამ.
ბატონო ზაზა, მაინც რა არის დღეს არსებული ბაზრის მოთხოვნები და მყიდველთა სურვილები, რასაც სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი" პასუხობს განხორციელებული, თუ დაგეგმილი პროექტებით?
- „მონოლით ჯგუფის მთავარი პრინციპია მყიდველთა გრძელვადიანი კმაყოფილება, მათ სურვილებსა და მოთხოვნებზე მაქსიმალური ორიენტირება, რამაც ყველაზე მეტად გაამართლა წლების განმავლობაში და ჩვენ ვამაყობთ, რომ „მონოლით ჯგუფის მიერ აშენებულ ბინაში მცხოვრები ოჯახები, ჩვენს მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილნი და ამავე დროს საუკეთესო რეკომენდატორები არიან, ყველა მომავალი მყიდველისთვის. რაც შეეხება მყიდველთა მოთხოვნებს, მოგახსენებთ, რომ დღესდღეობით, მყიდველი საცხოვრებელ ადგილს და ბინას ეძებს ისეთი მახასიათებლებისა და პარამეტრების გათვალისწინებით, როგორიცაა საცხოვრებელი გარემო, ეკოლოგია და სუფთა ჰაერი, კომპლექსის სამშენებლო ხარისხი, დახვეწილი არქიტექტურა, ხანგრძლივი საექსპლუატაციო გარანტიები, ბინის სიმყუდროვე, ბინიდან გაშლილი სივრცე და ხედი, კომპლექსის სარეკრეაციო ზონა, სათამაშო მოედნები, სავაჭრო ობიექტების სიახლოვე და სხვა. სწორედ ამ სტანდარტების დაცვაა ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რადგან „მონოლით ჯგუფის მიერ აშენებული ყველა პროექტი ამ პარამეტრების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი, მთელი სრულყოფილებით, სწორედ ჩვენი მინი ქალაქი Monolith Cityიქნება.
უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ Monolith City-ს შესახებ?
- Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით, ნარიმანოვის ქ. N12-ში, საიდანაც ხელის გულივით მოჩანს ძველი თბილისი. კომპლექსის სამხრეთით კი ულამაზესი ხედი იშლება თრიალეთის ქედზე, საიდანაც მას ესაზღვრება თაბორის მთის ახლად დაგეგმილი მეგა-კომპლექსი. არსებულის გათვალისწინებით ბუნების სილამაზესთან ერთად საოცრად სუფთა ჰაერი შემოდის კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, აღსანიშნავია კომპლექსის სივრცული მოწყობა და იზოლირებული რეკრეაციული განაშენიანება, რაც უსაფრთხოების, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და მაქსიმალური კომფორტის განცდას შეუქმნის Monolith City-ს მობინადრეებს. რაც შეეხება კომპლექსის ინფრასტრუქტურას, გათვალისწინებულია ორდონიანი პარკინგი. პარკირებისთვის ავტოსადგომები მოეწყობა ასევე ეზოს გარე პერიმეტრზე, კომპლექსში განთავსდება სავაჭრო ობიექტი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრი, საბავშვო ბაღი, აფთიაქი, იზოლირებული ბავშვთა გასართობი და სათამაშო მოედანი.
მინდა ასევე გკითხოთ, სამშენებლო ხარისხთან და პარამეტრებთან დაკავშირებით, თუ შეიძლება დეტალურად რომ გვითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, ჩვენი მთავარი პრინციპისა და ფასეულობის შესახებ - „მონოლით ჯგუფი თავის მშენებლობის ხარისხით პასუხისმგებლობას იღებს, არა მხოლოდ დღეს მაცხოვრებელი მობინადრეების, არამედ მათი შვილიშვილების წინაშე! უფრო კონკრეტულად კი, კომპლექსი Monolith City თანამედროვე სტანდარტების მქონე ევროპული უბნის კონცეფციით არის დაპროექტებული, რომელიც შედგება 5 საცხოვრებელი ბლოკისაგან. კომპლექსის ხუთივე ბლოკს მოემსახურება fuji-ს ბრენდის ლიფტი, რომელიც დენის გათიშვის შემთხვევაში საკუთარი კვების წყაროს მეშვეობით გააგრძელებს ფუნქციონირებას, ამავე დროს Monolith City ერთ-ერთი პირველი კომპლექსი იქნება, საქართველოს მასშტაბით, სადაც ელექტრომობილების მფლობელთათვის, დამონტაჟდება და მოეწყობა ელექტროსაატენი სადგურები პარკინგზე, რითაც კომპლექსი ცალსახად უპასუხებს მომავლის გამოწვევებსა და განვითარების ტენდენციებს. თითოეული ბინა იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ „მონოლით ჯგუფი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ენერგოეფექტურ ბინებს აშენებს დაარსების დღიდან. შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით, ამასთანავე თითოეულ ბინაში ჩაისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა.
ბოლოს კი კითხვით გადავალ გაყიდვების ხელმძღვანელთან - ეკა, რამდენად ხელმისაწვდომი და მოქნილი იქნება ფასი და გადახდის პირობები, რასაც მყიდველს შესთავაზებთ:
- Monolith City-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ფასი და გადახდის უნივერსალური პირობებია, რაც კომპლექსის ჩამოთვლილი მახასიათებლების ფონზე, მყიდველთა ინტერესებსა და სურვილებზე ყველაზე მორგებული პარამეტრია. პირველ რიგში, ერთი საინტერესო შეთავაზების შესახებ მინდა ვაცნობო ჩვენს მომავალ მობინადრეებს - დეკემბრის ბოლომდე, ნებისმიერი მყიდველი, ვინც Monolith City-ს სასურველ ბინაზე წინასწარ ჯავშანს გააკეთებს და 1 იანვრამდე გააფორმებს ხელშეკრულებას Monolith City-სთან, მიიღებს 60 ლარიან ფასდაკლებას 1 კვ.მ-ზე. ფასი კი Monolith City-ში, ვფიქრობთ, საკმაოდ ხელმისაწვდომია - 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება, მშენებლობის საწყის ფაზაში 1440 ლარიდან დაიწება და გაიზრდება სართულებისა და ხედების მიხედვით. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ბინის ღირებულება მშენებლობის სხვადასხვა ფაზაში ეტაპობრივად გაიზრდება და ამიტომ მყიდველთა ყურადღება უნდა გავამახვილო შემდეგზე - ვინც სასურველ ბინას მშენებლობის პირველ ფაზაში შეიძენს, საკმაოდ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, რადგან მშენებლობის საწყის ეტაპზე Monolith City-ს ფასები საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია, მშენებლობის დასრულების ფაზაში კი კვადრატულის ფასი ეტაპობრივად გაიზრდება, როგორც უკვე მოგახსენეთ. ეს ჩვენი მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო, რათა კომპლექსში ცხოვრების შესაძლებლობა მისცემოდა ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მყიდველს, შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მყიდველს მინდა ვურჩიო, მშენებლობის პირველივე ფაზაში გააქტიურდეს, რათა საუკეთესო, უპრეცენდენტო ფასად შეძლოს Monolith City-ს კომპლექსში ბინის შეძენა. ფასის რანჟირების ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ, ჩვენი წინა პროექტი Monolith Residence Ortachala გახდა, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მყიდველთა დაინტერესება გამოიწვია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ძველი თბილისის ცენტრში, ორთაჭალაში, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის ფასიც, პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე ყველა ფინანსური შესაძლებლობის მქონე მყიდველისთვის მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება. გადახდის პირობებთან დაკავშირებით დამატებით ასევე გეტყვით, რომ მყიდველს შეუძლია ისარგებლოს 15 წლამდე ხანგრძლივობის, დაბალპროცენტიანი სესხით, რომლის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ბინის სრული ღირებულების 10%-იანი თანამონაწილეობა, შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო დაუდასტურებელი შემოსავლებისას - 30%-ანი თანამონაწილეობა. დამეთანხმებით, „მონოლით ჯგუფს" სხვა პირობებთან ერთად, ასევე განსაკუთრებული საბანკო პროდუქტი აქვს „საქართველოს ბანკთან" მრავალწლიანი თანამშრომლობის ფონზე.
გაყიდვების ოფისის ტელ: 2 30 99 77; 595 99 77 00
ვებ-გვერდი: www.monolith.ge
R