საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წითელი ჯვარი" ავღანეთში მისიას ამცირებს - "ჩვენი თანამშრომელი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა..."
"წითელი ჯვარი" ავღანეთში მისიას ამცირებს - "ჩვენი თანამშრომელი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა..."

"წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი" ავ­ღა­ნეთ­ში მი­სი­ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას gordonua. com "წი­თე­ლი ჯვრის" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­სი­ა­ზე გახ­ში­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის გამო მი­ი­ღო.

"ეს რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, არ არის, რო­დე­საც მი­სი­ის წევ­რებ­ზე თავ­დახსხმა გან­ხორ­ცი­ელ­და - მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ად­რეც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რა­საც მთლი­ა­ნო­ბა­ში, იქ მო­მუ­შა­ვე ასზე მეტი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა" - ნათ­ვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"წი­თე­ლი ჯვა­რი" 30 წელ­ზე მე­ტია მუ­შა­ობს ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც სი­დი­დით, მე­ო­თხე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პროგ­რა­მით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"ცხელ წერ­ტი­ლებ­ში თავ­დას­ხმებს და ზო­გა­დად, ამ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბას რა­მის შე­ვეჩ­ვი­ეთ, თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ ჩვე­ნი მი­სი­ის წევ­რე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ მხრივ ვი­თა­რე­ბა არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ბოლო შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც ავ­ღა­ნეთ­ში 7 თა­ნამ­შრო­მე­ლი მოგ­ვიკ­ლეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­სინ­ჯვი­სას, ეტ­ლით მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა მოკ­ლა, რო­მე­ლიც ია­რაღს ეტ­ლის ჯი­ბე­ში მა­ლავ­და, თურ­მე..."- აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ავ­ღა­ნეთ­ში "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის" დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მო­ნი­კა ზა­ნა­რე­ლიმ.

"წი­თე­ლი ჯვა­რი" თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზს უს­ვამს, რომ ომით და­ზა­რა­ლე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სათ­ვის ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და, რის გა­მოც რის­კე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და პრე­ვენ­ცი­ის­თვის, დრო­უ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ავ­ღა­ნეთ­ში "წი­თე­ლი ჯვრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა მო­ნი­კა ზა­ნა­რე­ლიმ ქა­ბულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ საქ­მი­ა­ნო­ბის მკვეთ­რად შე­ზღუდ­ვა, პირ­ველ რიგ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ავ­ღა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ებს შე­ე­ხე­ბა... კერ­ძოდ, მა­ზარ-ი-შა­რიფ­სა და კუნ­დუზ­ში მდე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა ან შე­იკ­ვე­ცე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "წი­თე­ლი ჯვა­რი" არ "ტო­ვებს" ავ­ღა­ნეთს, უბ­რა­ლოდ, მეტი და­ნა­კარ­გის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­და­სინ­ჯვა.

ავ­ღა­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თშო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა­ში ბევ­რად უფრო დამ­ძიმ­დე­ბა, რად­გან მრა­ვალ­წლი­ა­ნი ომის გამო, ყვე­ლა სფე­რო­ში უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჯან­დაც­ვა­ში. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ცალ­კე "თა­ლი­ბა­ნი" და ცალ­კე ISIS სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უტე­ვენ.

29 მა­ისს ავ­ღა­ნე­თის ქა­ლაქ ჯა­ლა­ლა­ბად­ში ტე­რო­რის­ტთა დაჯ­გუ­ფე­ბამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­სი აა­ფეთ­ქა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად ერთი ავ­ღა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, სამი ადა­მი­ა­ნი კი, მათ შო­რის "წი­თე­ლი ჯვრის" თა­ნამ­შრო­მე­ლი და­იჭ­რა.

ამ ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, ავ­ღა­ნეთ­ში, მა­ზა­რის ცენ­ტრში, "წი­თე­ლი ჯვრის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, ეს­პა­ნე­ლი ექი­მი მოკ­ლეს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი ორი ექი­მი ტყვედ აიყ­ვა­ნეს. მათ შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

საქ­მე ის არის, რომ "წი­თე­ლი ჯვრის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი მხო­ლოდ ავ­ღა­ნეთ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ემბლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, მათ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა სამ­ხრეთ სუ­დან­შიც, სა­დაც 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს.

ად­გი­ლობ­რივ­მა სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბებ­მა "წი­თე­ლი ჯვრის" ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კონ­ვო­ი­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში და და­სავ­ლეთ ეკ­ვა­დო­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თით სავ­სე მან­ქა­ნე­ბი და­ცხრი­ლეს. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­სი­ის 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი და ათე­უ­ლო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის, რამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი დარ­ჩე­ბა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში. სულ, ავ­ღა­ნეთ­ში "წი­თე­ლი ჯვრის" 1 800 თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შა­ობ­და, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 17 სხვა­დას­ხვა პუნ­ქტზე არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

უფრო ადრე, 2004 წელს, ავ­ღა­ნეთ­ში 24-წლი­ა­ნი მი­სი­ის შემ­დეგ, მე­დი­კოს­თა ფრან­გულ­მა სა­ა­გენ­ტომ "ექი­მე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შე" ხუთი თა­ნამ­შრომ­ლის მკვლე­ლო­ბის გამო, ავ­ღა­ნე­თის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დეს. თუმ­ცა 2009 წელს უკან დაბ­რუნ­დნენ.

"წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბა" სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი 1863 წელს ჩა­ე­ყა­რა, დაჭ­რილ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის შექ­მნას­თან ერ­თად. თავ­და­პირ­ვე­ლად ის შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და ბრძო­ლა­ში და­ზა­რა­ლე­ბულ ომის მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის დახ­მა­რე­ბით. შემ­დგომ­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზეც გავ­რცელ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

"წითელი ჯვარი" ავღანეთში მისიას ამცირებს - "ჩვენი თანამშრომელი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა..."

"წითელი ჯვარი" ავღანეთში მისიას ამცირებს - "ჩვენი თანამშრომელი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა..."

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი" ავღანეთში მისიის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას gordonua. com "წითელი ჯვრის" ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ასევე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მისიაზე გახშირებული თავდასხმების გამო მიიღო.

"ეს რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა, არ არის, როდესაც მისიის წევრებზე თავდახსხმა განხორციელდა - მსგავსი ფაქტები ადრეც დაფიქსირებულა, რასაც მთლიანობაში, იქ მომუშავე ასზე მეტი ჩვენი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა" - ნათვამია ინფორმაციაში.

"წითელი ჯვარი" 30 წელზე მეტია მუშაობს ავღანეთში, სადაც სიდიდით, მეოთხე ჰუმანიტარული პროგრამით არის წარმოდგენილი.

"ცხელ წერტილებში თავდასხმებს და ზოგადად, ამ სამწუხარო რეალობას რამის შევეჩვიეთ, თუმცა, საქმე ის არის, რომ ჩვენი მისიის წევრების დაუღალავი მუშაობის მიუხედავად, ამ მხრივ ვითარება არ უმჯობესდება. ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც ავღანეთში 7 თანამშრომელი მოგვიკლეს. ერთ-ერთი მათგანი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა, რომელიც იარაღს ეტლის ჯიბეში მალავდა, თურმე..."- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ავღანეთში "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.

"წითელი ჯვარი" თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ომით დაზარალებულ ქვეყანაში ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის ვითარება გაუარესდა, რის გამოც რისკები ძალიან მაღალია და პრევენციისთვის, დროული და შესაბამისი ზომების მიღებაა აუცილებელი.

ავღანეთში "წითელი ჯვრის" ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ ქაბულში ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ საქმიანობის მკვეთრად შეზღუდვა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ ავღანეთში განხორციელებულ და დაგეგმილ ოპერაციებს შეეხება... კერძოდ, მაზარ-ი-შარიფსა და კუნდუზში მდებარე ობიექტები დაიხურება ან შეიკვეცება.

მისივე განმარტებით, "წითელი ჯვარი" არ "ტოვებს" ავღანეთს, უბრალოდ, მეტი დანაკარგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობის გადასინჯვა.

ავღანური მედიის ინფორმაციით, საერთშორისო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში ვითარებაში ბევრად უფრო დამძიმდება, რადგან მრავალწლიანი ომის გამო, ყველა სფეროში უმძიმესი პრობლემებია, განსაკუთრებით კი ჯანდაცვაში. ამის მიუხედავად, ცალკე "თალიბანი" და ცალკე ISIS საერთაშორისო ორგანიზაციებს უტევენ.

29 მაისს ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ტერორისტთა დაჯგუფებამ ორგანიზაციის ოფისი ააფეთქა. თავდასხმის შედეგად ერთი ავღანელი ჯარისკაცი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი, მათ შორის "წითელი ჯვრის" თანამშრომელი დაიჭრა.

ამ ფაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ავღანეთში, მაზარის ცენტრში, "წითელი ჯვრის" თანამშრომელი, ესპანელი ექიმი მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ორი ექიმი ტყვედ აიყვანეს. მათ შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.

საქმე ის არის, რომ "წითელი ჯვრის" თანამშრომლების მკვლელობის ფაქტები მხოლოდ ავღანეთში არ ფიქსირდება. ორგანიზაციის ემბლემის მიუხედავად, მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულება იზრდება სამხრეთ სუდანშიც, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს.

ადგილობრივმა სამხედრო ფორმირებებმა "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ კონვოიზე მიიტანეს იერიში და დასავლეთ ეკვადორის პროვინციაში ორგანიზაციის ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მანქანები დაცხრილეს. შემთხვევის შედეგად მისიის 3 თანამშრომელი და ათეულობით ადგილობრივი გარდაიცვალა.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენი თანამშრომელი დარჩება კონფლიქტის ზონაში. სულ, ავღანეთში "წითელი ჯვრის" 1 800 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 17 სხვადასხვა პუნქტზე არიან გადანაწილებული.

უფრო ადრე, 2004 წელს, ავღანეთში 24-წლიანი მისიის შემდეგ, მედიკოსთა ფრანგულმა სააგენტომ "ექიმები საზღვრებს გარეშე" ხუთი თანამშრომლის მკვლელობის გამო, ავღანეთის დატოვების შესახებ გამოაცხადეს. თუმცა 2009 წელს უკან დაბრუნდნენ.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა" საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე