პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურიოზული ამბები, რომლებიც ქართველ პოლიტიკოსებს უცხოეთში ვიზიტისას გადახდათ
კურიოზული ამბები, რომლებიც ქართველ პოლიტიკოსებს უცხოეთში ვიზიტისას გადახდათ

ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ხალ­ხი ვართ და უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას, სხვა­დას­ხვა თავ­შე­საქ­ცევ ის­ტო­რი­ებ­ში ხში­რად ვვარ­დე­ბით. გა­მო­ნაკ­ლისს არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. დღეს სწო­რედ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­გაც­ნობთ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ის­ტო­რი­ას.

სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი გმი­რი ბა­ტო­ნი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლიგახ­ლავთ - ნამ­დვი­ლად არ ვიცი შო­რე­ულ ბრა­ზი­ლი­ა­ში რა მან­ქა­ნე­ბით მოხ­ვდა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პე­ლეს სამ­შობ­ლო­ში დიდ შარ­ში გა­ეხ­ვა.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი: "რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში პლაჟ­ზე მივ­სე­ირ­ნობ­დით მე, ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა და კი­დევ ერთი რუსი მე­გო­ბა­რი. აზ­რზე მოს­ვლა ვერც მო­ვას­წა­რით, რომ და­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შვი­დი - რვა ზან­გის ბიჭი გვეძ­გე­რა და პირ­წმინ­დად გაგვფცქვნეს.

პო­ლი­ცი­ამ მო­ა­ხერ­ხა, მძარ­ცვე­ლე­ბი ეპო­ვა და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჩვე­ნი ნივ­თე­ბი დაგ­ვიბ­რუ­ნეს. გა­მოვ­დი­ვართ გა­რეთ და ხა­ინ­დრა­ვა მე­უბ­ნე­ბა:

"ლე­ვან, არ გე­წყი­ნოს და შენს გვერ­დით სე­ირ­ნო­ბა შა­რია, სა­ნამ 100 კი­ლოს არ ჩა­მოს­ცდე­ბი, ბრა­ზი­ლი­ა­ში აღარ წა­მოგ­ყვე­ბიო. ეგ რა შუ­ა­შია-მეთ­ქი? პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, ბრა­ზი­ლი­ა­ში რაც უფრო მსუ­ქა­ნია ადა­მი­ა­ნი, მით უფრო მდი­და­რი ჰგო­ნი­ა­თო და ამ 170 - კი­ლოგ­რა­მი­ან კაცს რომ გდიო, ყე­ლის გა­მოჭ­რა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მაქ­ვსო", - მი­თხრა ივ­ლი­ა­ნემ.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბა­ტო­ნი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ჩაფ­რინ­და. ბე­დის ირო­ნი­ით, ევ­რო­პის შუ­ა­გულ­ში ჩა­სულ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს ჯი­ბე­ში მხო­ლოდ ორი-სამი დო­ლა­რი ჰქონ­და...

და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი: "ნა­ტოს შტაბ-ბი­ნა­ში შეხ­ვედ­რა იყო და­ნიშ­ნუ­ლი. ბრი­უ­სელ­ში ვე­ნის გავ­ლით ჩავფრინ­დი, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე. ჯი­ბე­ში ხურ­დე­ბი მაქვს და გა­ვი­ხე­დოთ, ჩე­მო­და­ნი არ ჩა­მო­ვი­და. სხვა გზა არ იყო, მი­ვე­დი ნატო-ში ჯინ­სე­ბით და გა­უს­კდათ გული! მე­ო­რე დი­ლით ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა უნდა შემ­დგა­რი­ყო და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ფორ­მით შე­მახ­სე­ნეს, რომ კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და სას­წრა­ფოდ მა­ღა­ზი­ე­ბი შე­მო­მევ­ლო. კი, ორ-სამ დო­ლა­რად ასარ­ჩე­ვად მექ­ნე­ბო­და საქ­მე! ახლა რისი იმე­დი მაქვს - თუ ჩე­მო­და­ნი ჩემ­თან 24 სა­ათ­ზე მე­ტის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოვა, ავი­ა­კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, გვა­რი­ა­ნი სა­კომ­პენ­სა­ციო თან­ხა გა­და­მი­ხა­დოს, რო­მე­ლიც მთე­ლი ოჯა­ხის გა­მო­საპ­რან­ჭად მე­ყო­ფო­და. თან დრო­ში ვე­ტე­ვი, ფუ­ლიც ავი­ღო და შეხ­ვედ­რა­ზეც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მო­სით გა­მოვ­ცხად­დე. ვდგა­ვარ შტა­ბ­ბი­ნის დე­რე­ფან­ში და სა­ათს დავ­ყუ­რებ. 17 სა­ა­თი გა­ვი­და, 18, 19, 20. სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი მიბრწყინ­დე­ბა ნელ­ნე­ლა. ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ, რა უც­ნა­უ­რად მი­ყუ­რე­ბენ გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლე­ბი, ჩემი დარ­დი მაქვს, 24 სა­ა­თი შეს­რულ­დეს. 21 სა­ა­თი გა­ვი­და და ვხე­დავ, ვი­ღაც, ჩემი ცოდ­ვით სავ­სე, ჩე­მო­დანს მო­არ­ბე­ნი­ნებს გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლით: მის­ტერ და­ვით, მის­ტერ და­ვით!

იფიქ­რა, გა­ვა­ხა­რებ და პა­ტა­რა ფულს მა­ჩუ­ქებ­სო, მაგ­რამ ისე­თი თვა­ლე­ბით შევ­ხე­დე, უკან­მო­უ­ხე­და­ვად მო­კურ­ცხლა. შე­ვე­დი იქვე ტუ­ა­ლეტ­ში გა­მო­საც­ვლე­ლად. მა­შინ­ვე დაც­ვის ხალ­ხს აც­ნო­ბეს, ვი­ღაც კაცი ჯერ სა­ათს უყუ­რებ­და გა­ხა­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ ტუ­ა­ლეტ­ში გაბ­რა­ზე­ბუ­ლი შე­ვარ­და ჯინ­სე­ბი­თა და ჩე­მოდ­ნით, ხოლო უკან კოს­ტი­უ­მით გა­მო­ვი­დაო. ბუ­ნებ­რი­ვია, ოპე­რა­ტი­უ­ლად და­მა­კა­ვეს და დიდი ბო­დი­შე­ბით გა­მიშ­ვეს, რა უც­ნა­უ­რი ჩვე­ვე­ბი გქო­ნი­ათ ქარ­თვე­ლებ­სო. ნატო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აა­შე­ნა ღმერ­თმა, ყო­ველ­დღე ვახ­შმის­თვის ფულს მაძ­ლევ­დნენ, მაგ­რამ პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში ჯდო­მის ცდუ­ნე­ბას გა­ვუ­ძე­ლი და ორი დო­ლა­რით წა­სუ­ლი კაცი, 64 დო­ლა­რით დავ­ბრუნ­დი ოჯახ­ში".

კი­დევ ერთი სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რია კოტე გა­ბაშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჩრდილ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ადრე კი რამ­დე­ნი­მე მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში ტრი­ა­ლებ­და. კოტე გა­ბაშ­ვი­ლი ერთი დროს გერ­მა­ნი­ა­ში ელ­ჩად მუ­შა­ობ­და და იმ პე­რი­ო­დი­დან ასეთ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს:

კოტე გა­ბაშ­ვი­ლი: "ევ­რო­საბ­ჭო­ში წევ­რად მი­ღე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ სა­ხელ­და­ხე­ლო კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ. სტრას­ბურ­გში ოთხ ია­რუ­სი­ა­ნი დარ­ბა­ზი სა­პა­ტიო ხალ­ხით იყო გა­ჭე­დი­ლი.

"ქარ­თუ­ლი ხმე­ბი" გვახ­ლდა თან და დას­ჭე­ქეს მად­ლი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი. პირ­ველ სიმ­ღე­რა­ზე ტა­შით და­ინ­გრა დარ­ბა­ზი, მე­ო­რე­ზეც დიდი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ და და­ი­წყეს მე­სა­მე - გუ­რუ­ლი "კრი­მან­ჭუ­ლი". ახლა ეს, ჯერ ერთი, გრძე­ლი სიმ­ღე­რაა, თან პირ­ვე­ლი ხმა უც­ნა­ურ ბგე­რებს გა­მოს­ცემს, შე­კივ­ლე­ბა-შეყ­ვი­რე­ბის სა­ხით. შუა სიმ­ღე­რაა და გა­ვი­ხე­დოთ, ნა­ხე­ვა­რი დარ­ბა­ზი გა­რეთ გა­სუ­ლა და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც გა­საქ­ცე­ვად ემ­ზა­დე­ბა. მოკ­ლედ, სიმ­ღე­რის ბო­ლოს მა­ყუ­რებ­ლის ხსე­ნე­ბა აღარ იყო. გა­ვე­დი მეც შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და უცებ ლა­პა­რაკს მოვ­კა­რი ყური:

- ხე­დავ, ეს რა გა­და­რე­უ­ლი ხალ­ხი ყო­ფი­ლა? ევ­რო­საბ­ჭო­ში მი­ღე­ბას ასე­თი უც­ნა­უ­რი კი­ვი­ლით შეხ­ვდნენ და ევ­რო­კავ­შირ­ში რომ მი­ვი­ღოთ, ხომ დაგ­ვამ­ხეს თავ­ზე დარ­ბა­ზი!"

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა "ევ­რო­პულ" ენებ­თან მწყრა­ლა­დაა. ამ მი­ზე­ზის გამო უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას თავს არა­ერ­თხელ ირ­ცხვე­ნენ. კახა კუ­კა­ვა იხ­სე­ნებს:

"ერთი პე­რი­ო­დი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ბუ­შის პირ­ვე­ლი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დროს ამე­რი­კა­ში მო­მი­წია ყოფ­ნამ. 14-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით ჩა­სუ­ლე­ბი მიწ­ვე­ვით სტა­ჟი­რე­ბა­ზე.

ინ­გლი­სურ ენას მარ­ტო ორი ადა­მი­ა­ნი ვფლობ­დით, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რვა­ა­სი არხი იყო და ტვი­ნი გვქონ­და ადუ­ღე­ბუ­ლი, ამან რა თქვა, იმან რა თქვაო. მარ­ტო პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ფილ­მებ­ზე ისუ­სე­ბოდ­ნენ, იმას რა თარ­გმნა უნ­დო­და და ჩვე­ნი დას­ვე­ნე­ბაც ეს იყო. ახლა, ქარ­თვე­ლე­ბის მა­რი­ა­ჟო­ბის ამ­ბა­ვი ხომ იცით. იფიქ­რეს, რა გახ­და ეს ინ­გლი­სუ­რი და რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა და­ი­ზე­პი­რეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან წა­სატ­რა­ბა­ხებ­ლად.

ერთხე­ლაც, შევ­დი­ვართ სა­სა­დი­ლო­ში, საჭ­მელს ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ქალი არი­გებს და ჩემს წინ მდგომ­მა ერ­თმა დამ­შე­ულ­მა ქარ­თველ­მა თვა­ლე­ბით ხორ­ცის კერძს შე­ხე­და, თითი გა­იშ­ვი­რა და ეკი­თხე­ბა:

- ჰუ იზ ით?

წე­სით "ვოთ ით იზ" უნდა ეთ­ქვა, რისი ხორ­ცი­აო, ხოლო გა­მო­უ­ვი­და, ვისი ხორ­ცი­აო.

თქვენ იმ ქა­ლის სახე უნდა გე­ნა­ხათ! მარ­ტო ის იცო­და, რომ რო­მე­ლი­ღაც შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვით და იქ, ჯუნ­გლებ­ში ვცხოვ­რობ­დით, თუ კორ­პუ­სებ­ში, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და. ჩვენს თვალ­წინ გა­თეთრდა! ნელ-ნელა და­ი­ხია უკან, სა­დღაც შე­ვარ­და და "კა­ცი­ჭა­მი­ებ­თან" აღარ გა­მო­სუ­ლა".

ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა ერთხელ თავი შო­რე­ულ ჩი­ნეთ­ში ამო­ყო. მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს თუ დაგ­ვე­მარ­თე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვა. მაო-ძე-დუ­ნის სამ­შობ­ლო­ში ჩა­სულ ჩვე­ნე­ბურს სამ­შობ­ლო­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი - პის­ტო­ლე­ტი "ჩეზე" "გაჰ­ყვა" და ამის გამო კი­ნა­ღამ იქა­ურ ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა.

ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი: "რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფი ჩი­ნეთს ვეწ­ვი­ეთ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით. თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის გზა­ზე მან­ქა­ნა­ში ყო­ველ­თვის მქონ­და პის­ტო­ლე­ტი "ჩეზე", 15-ვაზ­ნი­ა­ნი. რა იცი, რა ხდე­ბა. და­მი­რე­კეს, ბა­თუ­მი­დან არის გაფ­რე­ნაო, ჩა­ვე­დი, შევ­კა­რი პა­ტა­რა ჩან­თა და ეს ია­რა­ღიც შიგ არ ჩავ­დე?!

ყვე­ლა სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტზე თა­ვი­დან-ფე­ხე­ბამ­დე შეგ­ვა­მოწ­მეს ბარ­გი­ა­ნად, მაგ­რამ ამ პა­ტა­რა ხელ­ჩან­თას იქვე, გვერ­დზე ვდებ­დი ხოლ­მე და კა­ციშ­ვი­ლი არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. ჩა­ვე­დით პე­კინ­ში, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, ქა­ლაქ­ში დიდი ამ­ბე­ბია, სას­ტუმ­როს ნომ­რის ყო­ველ ოთახ­ში და ტუ­ა­ლეტ­შიც კი ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბია და­ყე­ნე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის გა­მო­სა­ჭე­რად და არ შე­გე­შინ­დე­თო.

შეხ­ვედ­რა­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს. შე­ვე­დი აბა­ზა­ნა­ში თა­ვის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და წვე­რის გა­სა­პარ­სად, გავ­ხსე­ნი ჩან­თა - პის­ტო­ლე­ტი! თუ იქვე სული არ გამძვრე­ბო­და, არ მე­გო­ნა! თან ვიცი, კა­მე­რით მი­ყუ­რე­ბენ. ჩვე­ნებს და­ვუ­რე­კე. თავს ცუ­დად ვგრძნობ, უჩე­მოდ წა­დით-მეთ­ქი და და­ვი­წყე ფიქ­რი, რო­გორ მო­ვი­შო­რო. ბო­ლოს ჩა­ვი­დე ჯი­ბე­ში, გა­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ვაზ­ნე­ბი თითო-თი­თოდ ურ­ნებ­ში ჩავ­ყა­რე. უცებ ტვინ­ში და­მარ­ტყა, ვა­რი­ან­ტი არაა, ვი­ღაც არ მით­ვალ­თვა­ლებ­დეს-მეთ­ქი და გა­დავ­წყვი­ტე, პო­ლი­ცი­ას ჩავ­ბა­რე­ბო­დი. მი­ვე­დი სას­ტუმ­რო­ში, მი­რე­კა­ვენ, შეხ­ვედ­რა დამ­თავ­რდა და ოპე­რა­ში გე­ლო­დე­ბი­თო. ჰამ­ლეტ ჭი­პაშ­ვი­ლი გა­მახ­სენ­და, გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტია, იქ­ნებ რამე მიშ­ვე­ლოს-მეთ­ქი. ვეცი ტაქსს და მძღოლს ოპე­რა­ში წაყ­ვა­ნა მოვს­თხო­ვე. ეს ადა­მი­ა­ნი თურ­მე ტა­ი­ვა­ნე­ლი ყო­ფი­ლა, მარ­ტო ჩი­ნუ­რი იცის და სა­დღაც მიყ­რუ­ე­ბულ ბა­რამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. ძლივს ავუხ­სე­ნი რომ იქ არ მინ­დო­და. მალე ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ და­სახ­ლე­ბა­ში აღვმოჩ­ნდი. ტაქ­სი რო­მე­ლი­ღაც კა­ზი­ნოს წინ გა­ჩერ­და. კა­რის წინ ორ­მეტ­რი­ა­ნი რუსი ეროვ­ნე­ბის მუტ­რუ­კე­ბი იდ­გნენ და მი­ვა­დე­ქი.

- ოპე­რა მინ­და!

- ახ­ლა­ვე, შე­ვი­და ერთ-ერთი კა­ზი­ნო­ში.

- სად წა­ვი­და? - ვე­კი­თხე­ბი მე­ო­რეს.

- "ოპე­რა" ჩვე­ნი უფ­რო­სის სა­ი­დუმ­ლო "კლი­ჩკაა", ახ­ლა­ვე მო­იყ­ვანს.

ვაი, შენს თავს ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნო! შიგ­ნით რომ შე­მათ­რი­ონ და ეს ია­რა­ღი მი­პო­ვონ ჯი­ბე­ში, იქვე გა­მაფრ­თხო­ბი­ნე­ბენ სულს. გავ­ვარ­დი გუ­ლის­ხეთ­ქე­ბით ტაქ­სის­კენ და ისევ სას­ტუმ­რო­ში დავ­ბრუნ­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად და­სამ­შვი­დე­ბე­ლი წა­მა­ლი დავ­ლიე, შემ­დეგ კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ოპე­რა სას­ტუმ­როს მე­ო­რე მხა­რეს მდე­ბა­რე­ობ­და. მი­ვე­დი ჩი­ნურ ოპე­რა­ში, მოვ­ნა­ხე ჰამ­ლეტ ჭი­პაშ­ვი­ლი და ჩემი გა­სა­ჭი­რი მო­ვუ­ყე­ვი. ჰამ­ლეტ­მა, ია­რა­ღი ამ შე­ნო­ბის ტუ­ა­ლეტ­ში გა­და­აგ­დეო, მირ­ჩია. მა­შინ­ვე წა­მოვ­ხტი, პის­ტო­ლე­ტი ქარ­თულ(!) გა­ზეთ­ში გა­ვახ­ვიე და ტუ­ა­ლეტ­ში დავ­ტო­ვე. გა­მოვ­ბრუნ­დი გა­ხა­რე­ბუ­ლი და დარ­ბაზ­ში შეს­ვლა ვერ მო­ვას­წა­რი, დამ­ლა­გე­ბე­ლი ქა­ლის ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე. ამ ჩი­ნელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ჩემ­თან მო­ირ­ბი­ნა, მაჩ­ვე­ნა, აი, ეს დაგ­რჩა­თო და გა­ზეთ­ში გახ­ვე­უ­ლი ია­რა­ღი ხელ­ში ჩა­მი­დო!

მოკ­ლედ, სას­ტუმ­რო­ში "ჩეზე" ნა­წი­ლე­ბად დავ­შა­ლე და ყვე­ლას ჩა­მო­ვუ­რი­გე, რომ თბი­ლი­სამ­დე ჩა­ე­ტა­ნათ და იქ ამე­წყო. გა­უჩ­ნდათ სა­ლა­პა­რა­კო, მა­შა­ყი­რე­ბენ და ვა­ტყობ, საქ­ვეყ­ნოდ მეჭ­რე­ბა თავი. აე­რო­პორ­ტში, კონ­ტროლ­ზე რომ გა­ვი­ა­რეთ, ჰამ­ლე­ტი და­ი­ჭი­რეს. ერთი სა­ა­თი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი და თვითმფრი­ნა­ვიც იც­დი­და, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვამ­დე. ახლა ამა­ზე დარ­დით გავ­თავ­დი კაცი, ჩემი მი­ზე­ზი ხომ არ იყო, სას­ხლე­ტი გა­მოჰ­ქონ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ხან­ჯლე­ბი უპო­ვეს, ძლივს გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ და მთე­ლი გზა მისი ამ­ბა­ვი ეკე­რათ პირ­ზე".

გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კურიოზული ამბები, რომლებიც ქართველ პოლიტიკოსებს უცხოეთში ვიზიტისას გადახდათ

კურიოზული ამბები, რომლებიც ქართველ პოლიტიკოსებს უცხოეთში ვიზიტისას გადახდათ

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც პოლიტიკოსები წარმოადგენენ. დღეს სწორედ მათთან დაკავშირებით გაგაცნობთ ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას.

სტატიის პირველი გმირი ბატონი ლევან ბერძენიშვილი გახლავთ - ნამდვილად არ ვიცი შორეულ ბრაზილიაში რა მანქანებით მოხვდა, მაგრამ ფაქტია, რომ პელეს სამშობლოში დიდ შარში გაეხვა.

ლევან ბერძენიშვილი: "რიო-დე-ჟანეიროში პლაჟზე მივსეირნობდით მე, ივლიანე ხაინდრავა და კიდევ ერთი რუსი მეგობარი. აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარით, რომ დანებით შეიარაღებული შვიდი - რვა ზანგის ბიჭი გვეძგერა და პირწმინდად გაგვფცქვნეს.

პოლიციამ მოახერხა, მძარცველები ეპოვა და განყოფილებაში ჩვენი ნივთები დაგვიბრუნეს. გამოვდივართ გარეთ და ხაინდრავა მეუბნება:

"ლევან, არ გეწყინოს და შენს გვერდით სეირნობა შარია, სანამ 100 კილოს არ ჩამოსცდები, ბრაზილიაში აღარ წამოგყვებიო. ეგ რა შუაშია-მეთქი? პოლიციელმა მითხრა, ბრაზილიაში რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო მდიდარი ჰგონიათო და ამ 170 - კილოგრამიან კაცს რომ გდიო, ყელის გამოჭრა გარანტირებული მაქვსო", - მითხრა ივლიანემ.

ერთ მშვენიერ დღეს ბატონი დავით ბერძენიშვილი ქალაქ ბრიუსელში ჩაფრინდა. ბედის ირონიით, ევროპის შუაგულში ჩასულ ჩვენს თანამემამულეს ჯიბეში მხოლოდ ორი-სამი დოლარი ჰქონდა...

დავით ბერძენიშვილი: "ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრა იყო დანიშნული. ბრიუსელში ვენის გავლით ჩავფრინდი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ჯიბეში ხურდები მაქვს და გავიხედოთ, ჩემოდანი არ ჩამოვიდა. სხვა გზა არ იყო, მივედი ნატო-ში ჯინსებით და გაუსკდათ გული! მეორე დილით ოფიციალური შეხვედრა უნდა შემდგარიყო და ზრდილობიანი ფორმით შემახსენეს, რომ კოსტიუმში გამოწყობილი უნდა ვყოფილიყავი და სასწრაფოდ მაღაზიები შემომევლო. კი, ორ-სამ დოლარად ასარჩევად მექნებოდა საქმე! ახლა რისი იმედი მაქვს - თუ ჩემოდანი ჩემთან 24 საათზე მეტის დაგვიანებით მოვა, ავიაკომპანია იძულებული იქნება, გვარიანი საკომპენსაციო თანხა გადამიხადოს, რომელიც მთელი ოჯახის გამოსაპრანჭად მეყოფოდა. თან დროში ვეტევი, ფულიც ავიღო და შეხვედრაზეც ოფიციალური სამოსით გამოვცხადდე. ვდგავარ შტაბბინის დერეფანში და საათს დავყურებ. 17 საათი გავიდა, 18, 19, 20. სიხარულისგან თვალები მიბრწყინდება ნელნელა. ყურადღებას აღარ ვაქცევ, რა უცნაურად მიყურებენ გამვლელ-გამომვლელები, ჩემი დარდი მაქვს, 24 საათი შესრულდეს. 21 საათი გავიდა და ვხედავ, ვიღაც, ჩემი ცოდვით სავსე, ჩემოდანს მოარბენინებს განწირული ყვირილით: მისტერ დავით, მისტერ დავით!

იფიქრა, გავახარებ და პატარა ფულს მაჩუქებსო, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე, უკანმოუხედავად მოკურცხლა. შევედი იქვე ტუალეტში გამოსაცვლელად. მაშინვე დაცვის ხალხს აცნობეს, ვიღაც კაცი ჯერ საათს უყურებდა გახარებული, შემდეგ ტუალეტში გაბრაზებული შევარდა ჯინსებითა და ჩემოდნით, ხოლო უკან კოსტიუმით გამოვიდაო. ბუნებრივია, ოპერატიულად დამაკავეს და დიდი ბოდიშებით გამიშვეს, რა უცნაური ჩვევები გქონიათ ქართველებსო. ნატო-ს ხელმძღვანელობა ააშენა ღმერთმა, ყოველდღე ვახშმისთვის ფულს მაძლევდნენ, მაგრამ პრესტიჟულ რესტორანში ჯდომის ცდუნებას გავუძელი და ორი დოლარით წასული კაცი, 64 დოლარით დავბრუნდი ოჯახში".

კიდევ ერთი სახალისო ისტორია კოტე გაბაშვილს უკავშირდება, ადამიანი რომელიც ამჟამად ჩრდილში იმყოფება, ადრე კი რამდენიმე მთავრობის პირობებში ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ტრიალებდა. კოტე გაბაშვილი ერთი დროს გერმანიაში ელჩად მუშაობდა და იმ პერიოდიდან ასეთ ისტორიას იხსენებს:

კოტე გაბაშვილი: "ევროსაბჭოში წევრად მიღების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სახელდახელო კონცერტი გავმართეთ. სტრასბურგში ოთხ იარუსიანი დარბაზი საპატიო ხალხით იყო გაჭედილი.

"ქართული ხმები" გვახლდა თან და დასჭექეს მადლიანი სიმღერები. პირველ სიმღერაზე ტაშით დაინგრა დარბაზი, მეორეზეც დიდი რეაქცია ჰქონდათ და დაიწყეს მესამე - გურული "კრიმანჭული". ახლა ეს, ჯერ ერთი, გრძელი სიმღერაა, თან პირველი ხმა უცნაურ ბგერებს გამოსცემს, შეკივლება-შეყვირების სახით. შუა სიმღერაა და გავიხედოთ, ნახევარი დარბაზი გარეთ გასულა და მეორე ნახევარიც გასაქცევად ემზადება. მოკლედ, სიმღერის ბოლოს მაყურებლის ხსენება აღარ იყო. გავედი მეც შეფიქრიანებული და უცებ ლაპარაკს მოვკარი ყური:

- ხედავ, ეს რა გადარეული ხალხი ყოფილა? ევროსაბჭოში მიღებას ასეთი უცნაური კივილით შეხვდნენ და ევროკავშირში რომ მივიღოთ, ხომ დაგვამხეს თავზე დარბაზი!"

ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა "ევროპულ" ენებთან მწყრალადაა. ამ მიზეზის გამო უცხოეთში ყოფნისას თავს არაერთხელ ირცხვენენ. კახა კუკავა იხსენებს:

"ერთი პერიოდი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. ბუშის პირველი ინაუგურაციის დროს ამერიკაში მომიწია ყოფნამ. 14-კაციანი ჯგუფი ვიყავით ჩასულები მიწვევით სტაჟირებაზე.

ინგლისურ ენას მარტო ორი ადამიანი ვფლობდით, ტელევიზორში რვაასი არხი იყო და ტვინი გვქონდა ადუღებული, ამან რა თქვა, იმან რა თქვაო. მარტო პორნოგრაფიულ ფილმებზე ისუსებოდნენ, იმას რა თარგმნა უნდოდა და ჩვენი დასვენებაც ეს იყო. ახლა, ქართველების მარიაჟობის ამბავი ხომ იცით. იფიქრეს, რა გახდა ეს ინგლისური და რამდენიმე სიტყვა დაიზეპირეს ადგილობრივებთან წასატრაბახებლად.

ერთხელაც, შევდივართ სასადილოში, საჭმელს ფერადკანიანი ქალი არიგებს და ჩემს წინ მდგომმა ერთმა დამშეულმა ქართველმა თვალებით ხორცის კერძს შეხედა, თითი გაიშვირა და ეკითხება:

- ჰუ იზ ით?

წესით "ვოთ ით იზ" უნდა ეთქვა, რისი ხორციაო, ხოლო გამოუვიდა, ვისი ხორციაო.

თქვენ იმ ქალის სახე უნდა გენახათ! მარტო ის იცოდა, რომ რომელიღაც შორეული ქვეყნიდან ვიყავით და იქ, ჯუნგლებში ვცხოვრობდით, თუ კორპუსებში, წარმოდგენა არ ჰქონდა. ჩვენს თვალწინ გათეთრდა! ნელ-ნელა დაიხია უკან, სადღაც შევარდა და "კაციჭამიებთან" აღარ გამოსულა".

ყოფილმა პარლამენტარმა ვალერი გელბახიანმა ერთხელ თავი შორეულ ჩინეთში ამოყო. მხოლოდ ქართველებს თუ დაგვემართება ასეთი შემთხვევა. მაო-ძე-დუნის სამშობლოში ჩასულ ჩვენებურს სამშობლოდან ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი "ჩეზე" "გაჰყვა" და ამის გამო კინაღამ იქაურ ციხეში აღმოჩნდა.

ვალერი გელბახიანი: "რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო ჯგუფი ჩინეთს ვეწვიეთ საქმიანი ვიზიტით. თბილისი-ბათუმის გზაზე მანქანაში ყოველთვის მქონდა პისტოლეტი "ჩეზე", 15-ვაზნიანი. რა იცი, რა ხდება. დამირეკეს, ბათუმიდან არის გაფრენაო, ჩავედი, შევკარი პატარა ჩანთა და ეს იარაღიც შიგ არ ჩავდე?!

ყველა საკონტროლო პუნქტზე თავიდან-ფეხებამდე შეგვამოწმეს ბარგიანად, მაგრამ ამ პატარა ხელჩანთას იქვე, გვერდზე ვდებდი ხოლმე და კაციშვილი არ დაინტერესებულა. ჩავედით პეკინში, გაგვაფრთხილეს, ქალაქში დიდი ამბებია, სასტუმროს ნომრის ყოველ ოთახში და ტუალეტშიც კი ფარული კამერებია დაყენებული ტერორისტების გამოსაჭერად და არ შეგეშინდეთო.

შეხვედრაზე მიგვიწვიეს. შევედი აბაზანაში თავის მოსაწესრიგებლად და წვერის გასაპარსად, გავხსენი ჩანთა - პისტოლეტი! თუ იქვე სული არ გამძვრებოდა, არ მეგონა! თან ვიცი, კამერით მიყურებენ. ჩვენებს დავურეკე. თავს ცუდად ვგრძნობ, უჩემოდ წადით-მეთქი და დავიწყე ფიქრი, როგორ მოვიშორო. ბოლოს ჩავიდე ჯიბეში, გავედი ქუჩაში და ვაზნები თითო-თითოდ ურნებში ჩავყარე. უცებ ტვინში დამარტყა, ვარიანტი არაა, ვიღაც არ მითვალთვალებდეს-მეთქი და გადავწყვიტე, პოლიციას ჩავბარებოდი. მივედი სასტუმროში, მირეკავენ, შეხვედრა დამთავრდა და ოპერაში გელოდებითო. ჰამლეტ ჭიპაშვილი გამახსენდა, გამოცდილი დიპლომატია, იქნებ რამე მიშველოს-მეთქი. ვეცი ტაქსს და მძღოლს ოპერაში წაყვანა მოვსთხოვე. ეს ადამიანი თურმე ტაივანელი ყოფილა, მარტო ჩინური იცის და სადღაც მიყრუებულ ბარამდე მიმიყვანა. ძლივს ავუხსენი რომ იქ არ მინდოდა. მალე ძალიან პრესტიჟულ დასახლებაში აღვმოჩნდი. ტაქსი რომელიღაც კაზინოს წინ გაჩერდა. კარის წინ ორმეტრიანი რუსი ეროვნების მუტრუკები იდგნენ და მივადექი.

- ოპერა მინდა!

- ახლავე, შევიდა ერთ-ერთი კაზინოში.

- სად წავიდა? - ვეკითხები მეორეს.

- "ოპერა" ჩვენი უფროსის საიდუმლო "კლიჩკაა", ახლავე მოიყვანს.

ვაი, შენს თავს ვალერი გელბახიანო! შიგნით რომ შემათრიონ და ეს იარაღი მიპოვონ ჯიბეში, იქვე გამაფრთხობინებენ სულს. გავვარდი გულისხეთქებით ტაქსისკენ და ისევ სასტუმროში დავბრუნდი. თავდაპირველად დასამშვიდებელი წამალი დავლიე, შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ოპერა სასტუმროს მეორე მხარეს მდებარეობდა. მივედი ჩინურ ოპერაში, მოვნახე ჰამლეტ ჭიპაშვილი და ჩემი გასაჭირი მოვუყევი. ჰამლეტმა, იარაღი ამ შენობის ტუალეტში გადააგდეო, მირჩია. მაშინვე წამოვხტი, პისტოლეტი ქართულ(!) გაზეთში გავახვიე და ტუალეტში დავტოვე. გამოვბრუნდი გახარებული და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარი, დამლაგებელი ქალის ყვირილი გავიგონე. ამ ჩინელმა ქალბატონმა ჩემთან მოირბინა, მაჩვენა, აი, ეს დაგრჩათო და გაზეთში გახვეული იარაღი ხელში ჩამიდო!

მოკლედ, სასტუმროში "ჩეზე" ნაწილებად დავშალე და ყველას ჩამოვურიგე, რომ თბილისამდე ჩაეტანათ და იქ ამეწყო. გაუჩნდათ სალაპარაკო, მაშაყირებენ და ვატყობ, საქვეყნოდ მეჭრება თავი. აეროპორტში, კონტროლზე რომ გავიარეთ, ჰამლეტი დაიჭირეს. ერთი საათი ჰყავდათ დაკავებული და თვითმფრინავიც იცდიდა, სიტუაციის გარკვევამდე. ახლა ამაზე დარდით გავთავდი კაცი, ჩემი მიზეზი ხომ არ იყო, სასხლეტი გამოჰქონდა. როგორც გაირკვა, ხანჯლები უპოვეს, ძლივს გავათავისუფლეთ და მთელი გზა მისი ამბავი ეკერათ პირზე".

გიორგი გაჩეჩილაძე

AMBEBI.GE