პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიიჩნევა, რომ ვარდისფერი გოგონების, ცისფერი კი - ბიჭების ფერია
რატომ მიიჩნევა, რომ ვარდისფერი გოგონების, ცისფერი კი - ბიჭების ფერია

დღე­ის­თვის მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ვარ­დის­ფე­რი გო­გო­ნე­ბის ფე­რია, ცის­ფე­რი კი - ბი­ჭე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე ბავ­შვე­ბის სა­მო­სის ფერს ეხე­ბა. თუმ­ცა, ფე­რე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ყო­ველ­თვის ასე არ იყო, ბი­ჭე­ბის­თვის ვარ­დის­ფე­რი ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო, რო­გო­რიც გო­გო­ნე­ბის­თვის.

ფე­რე­ბის ექ­სპერ­ტი და ლექ­ტო­რი გე­ი­ვინ ევან­სი "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დერ­თან" ამ­ბობს, რომ მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში გაჩ­ნდა რეკ­ლა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ბი­ჭე­ბის­თვის ვარ­დის­ფე­რი სა­მო­სი ჩა­ეც­მი­ათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რეკ­ლა­მის ავ­ტო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ბი­ჭე­ბი ბევ­რად მა­მა­კა­ცუ­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. გო­გო­ნე­ბის­თვის კი ცის­ფერ სა­მოსს ურ­ჩევ­დნენ, მეტი სი­ნა­ზის­თვის.

ევან­სის გან­მარ­ტე­ბით, რჩე­ვას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და. ლურ­ჯი, ევ­რო­პის დიდ ნა­წილ­ში, ყო­ველ­თვის მო­ი­აზ­რე­ბო­და ქა­ლის ფე­რად, რად­გან ცის­ფე­რი ღვთის­მშობ­ლის სა­მო­სის­თვის ბევრ ხატ­სა თუ ნა­ხატ­ზეა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ვარ­დის­ფე­რი კი, ექ­სპერ­ტის თქმით, მა­მა­კა­ცუ­რი წით­ლის ბავ­შვუ­რი, ბი­ჭუ­რი ვერ­სია იყო.

ფე­რებ­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბა კვლავ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა შეც­ვა­ლეს. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ოდ­ში, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 1950-იან წლებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტომ წა­მო­ი­წყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მშობ­ლებს გო­გო­ე­ბის­თვის ვარ­დის­ფერ, ბი­ჭე­ბის­თვის კი - ცის­ფე­რი ტან­საც­მლის ყიდ­ვას ურ­ჩევ­და. კამ­პა­ნი­ას ეფექ­ტი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, ვარ­დის­ფე­რი გო­გოს ფე­რად, ცის­ფე­რი კი - ბი­ჭი­სად დამ­კვიდ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში.

გე­ი­ვინ ევან­სი სა­კუ­თარ წიგნ­ში The Story of Colour გან­მარ­ტავს, რომ ფე­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის, გავ­ლე­ნით მუდ­მი­ვად წნე­ხის ქვეშ ვართ. მა­გა­ლი­თად - ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სამ­ყა­როს­თვის შავი სიკ­ვდილ­თან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი, მწვა­ნე კი - ბრაზ­თან. თუმ­ცა ვარ­დის­ფე­რი­სა და ცის­ფე­რის შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად იც­ვლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია indy100.com-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რატომ მიიჩნევა, რომ ვარდისფერი გოგონების, ცისფერი კი - ბიჭების ფერია

რატომ მიიჩნევა, რომ ვარდისფერი გოგონების, ცისფერი კი - ბიჭების ფერია

დღეისთვის მიჩნეულია, რომ ვარდისფერი გოგონების ფერია, ცისფერი კი - ბიჭების, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების სამოსის ფერს ეხება. თუმცა, ფერების გადანაწილება ყოველთვის ასე არ იყო, ბიჭებისთვის ვარდისფერი ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორიც გოგონებისთვის.

ფერების ექსპერტი და ლექტორი გეივინ ევანსი "ბიზნეს ინსაიდერთან" ამბობს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა რეკლამები, რომლებიც მშობლებს არწმუნებდნენ, რომ ბიჭებისთვის ვარდისფერი სამოსი ჩაეცმიათ. ამ შემთხვევაში, რეკლამის ავტორების მტკიცებით, ბიჭები ბევრად მამაკაცურები იქნებოდნენ. გოგონებისთვის კი ცისფერ სამოსს ურჩევდნენ, მეტი სინაზისთვის.

ევანსის განმარტებით, რჩევას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ლურჯი, ევროპის დიდ ნაწილში, ყოველთვის მოიაზრებოდა ქალის ფერად, რადგან ცისფერი ღვთისმშობლის  სამოსისთვის ბევრ ხატსა თუ ნახატზეა გამოყენებული.

ვარდისფერი კი, ექსპერტის თქმით, მამაკაცური წითლის ბავშვური, ბიჭური ვერსია იყო.

ფერებზე შეხედულება კვლავ სარეკლამო სააგენტოებმა შეცვალეს. მეოცე საუკუნის შუა პერიოდში, უფრო კონკრეტულად კი 1950-იან წლებში რამდენიმე სარეკლამო სააგენტომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მშობლებს გოგოებისთვის ვარდისფერ, ბიჭებისთვის კი - ცისფერი ტანსაცმლის ყიდვას ურჩევდა. კამპანიას ეფექტი ნამდვილად ჰქონდა, ვარდისფერი გოგოს ფერად, ცისფერი კი - ბიჭისად დამკვიდრდა ადამიანების ცნობიერებაში.

გეივინ ევანსი საკუთარ წიგნში The Story of Colour განმარტავს, რომ ფერების შესახებ შეხედულებებით, ჩვენი კულტურის, გავლენით მუდმივად წნეხის ქვეშ ვართ. მაგალითად - ინგლისურენოვანი სამყაროსთვის შავი სიკვდილთან არის ასოცირებული, მწვანე კი - ბრაზთან. თუმცა ვარდისფერისა და ცისფერის შესახებ შეხედულებები პერიოდულად იცვლება.

მომზადებულია indy100.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს