მსოფლიო
Faceამბები
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017" მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. აქ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს. ღვი­ნის ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბით, ასე­ვე წიგ­ნე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L", რომ­ლის სტენ­დზეც მრავ­ლად ნა­ხავთ წიგ­ნებს ღვი­ნის შე­სა­ხებ. აქვე იქ­ნე­ბა კომ­პა­ნია VR House, რო­მე­ლიც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის სათ­ვა­ლე­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ში, ღვი­ნის წარ­სულ­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ. მო­ე­წყო­ბა ღვი­ნის შად­რე­ვა­ნიც, რომ­ლის მსგავ­სიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა.

მრა­ვალ­მხრი­ვია ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წი­ლიც. ფეს­ტი­ვალს შე­მო­უ­ერ­თდა პან­ტო­მი­მი­სა და დრა­მის მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი Art Shok Company. მი­მე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ , რომ სტუმ­რებს სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბა შე­უქ­მნან და "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ხა­დონ. მუ­სი­კა­ლუ­რად კი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი "ჰე­რი­ოს კვარ­ტე­ტი" და "სა­მე­ბა" გა­ა­ფორ­მე­ბენ.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უყუ­რა­დღე­ბოდ არც პა­ტა­რა სტუმ­რე­ბი და­უ­ტო­ვე­ბი­ათ. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის იმუ­შა­ვე­ბენ "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რებს სა­ხე­ზე მო­ხა­ტა­ვენ და გა­არ­თო­ბენ.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017" ის ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მო­ტო­ვოთ, თუმ­ცა თუ მა­ინც ვერ ახერ­ხებთ დას­წრე­ბას, მო­სულ მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბათ, რად­გან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და კრაფ­ტის კუ­თხე.

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017" ღვი­ნის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით 15 ოქ­ტომ­ბერს შარ­დე­ნის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 12:00-და 19:00 სა­ა­თამ­დე ღია იქ­ნე­ბა სტუმ­რე­ბის­თვის, მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და დიდი მწარ­მო­ებ­ლე­ბი სა­კუ­თარ ღვი­ნო­ებს წა­რად­გე­ნენ და ერ­თმა­ნეთს სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა­ში შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან. გა­მო­ფე­ნა­ზე 40-მდე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა იგეგ­მე­ბა. უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ყვე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, თაფ­ლი, ქარ­თუ­ლი პური, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მუ­სი­კა - ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რაც ფეს­ტი­ვალ­ზე დაგ­ხვდე­ბათ და რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვათ.

allwine.ge ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში კი­დევ ერთ მას­შტა­ბურ პრო­ექტს იწყებს, რო­მე­ლიც მიზ­ნად, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს. "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ!" - ასე ჰქვია აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს. ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე 40-მდე მწარ­მო­ე­ბე­ლი 1 თეთრ და 1 წი­თელ ღვი­ნოს წა­რად­გენს და ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მა იწარ­მო­ებს. შემ­დე­გი ეტაპ­ზე ხმის მი­ცე­მა ონ­ლა­ინ იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ხალ­ხის რჩე­უ­ლი­დან 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სო­მე­ლი­ე­ე­ბის გუნ­დი გა­მო­ავ­ლენს.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2017-ის" გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია "ხა­ლიკ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო". ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: "სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცია", ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბა "Welcome to Georgia".

ALLWINE.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. აქ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს. ღვინის ისტორიის გაცნობა შესაძლებელი იქნება როგორც ღვინის დაგემოვნებით, ასევე წიგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა "პალიტრა L", რომლის სტენდზეც მრავლად ნახავთ წიგნებს ღვინის შესახებ. აქვე იქნება კომპანია VR House, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ქართულ ტრადიციებში, ღვინის წარსულში გამოგზაურებთ. მოეწყობა ღვინის შადრევანიც, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

მრავალმხრივია ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც. ფესტივალს შემოუერთდა პანტომიმისა და დრამის მსახიობებისგან შემდგარი გუნდი Art Shok Company. მიმები იზრუნებენ , რომ სტუმრებს საუკეთესო განწყობა შეუქმნან და "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" განსაკუთრებული გახადონ. მუსიკალურად კი ქართული ფოლკლორული ანსამბლები "ჰერიოს კვარტეტი" და "სამება" გააფორმებენ.

ორგანიზატორებს უყურადღებოდ არც პატარა სტუმრები დაუტოვებიათ. მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად მათთვის იმუშავებენ "ბიბლუსის" თანამშრომლები, რომლებიც პატარებს სახეზე მოხატავენ და გაართობენ.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" ის ღონისძიებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, თუმცა თუ მაინც ვერ ახერხებთ დასწრებას, მოსულ მეგობრებსა და ახლობლებს თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქრების შეძენა შეეძლებათ, რადგან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი აქსესუარები და კრაფტის კუთხე.

როგორც უკვე ცნობილია, "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით 15 ოქტომბერს შარდენის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელიც 12:00-და 19:00 საათამდე ღია იქნება სტუმრებისთვის, მცირე, საშუალო და დიდი მწარმოებლები საკუთარ ღვინოებს წარადგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, თაფლი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

allwine.ge ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად, ასევე, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს. "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ასე ჰქვია აღნიშნულ პროექტს. ფესტივალის მონაწილე 40-მდე მწარმოებელი 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს წარადგენს და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იწარმოებს. შემდეგი ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება. საბოლოოდ, ხალხის რჩეულიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017-ის" გენერალური სპონსორია "ხალიკ ბანკი საქართველო". ღონისძიების პარტნიორები არიან: "საქართველოს სომელიეთა ასოციაცია", ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia".

ALLWINE.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი