პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 სექტემბერს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი "ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა"გაიხსნა
30 სექტემბერს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი "ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა"გაიხსნა

30 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო კომ­პლექ­სი "ჰუ­ა­ლინგ თბი­ლი­სის ზღვის პლა­ზა". გახ­სნის ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, ჩი­ნე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი იენ­ჩი, ქ. თბი­ლი­სის მერი, და­ვით ნარ­მა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და სხვა სტუმ­რე­ბი და­ეს­წრნენ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­კუ­თარ სი­ტყვა­ში ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და ხაზი გა­უს­ვა კომ­პა­ნი­ის როლს ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ში.

გახ­სნის დღეს ჩა­ტარ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მას­შტა­ბუ­რი ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მო­ე­წყო რო­გორც გარე, ასე­ვე შიდა 6 გა­სარ­თო­ბი ზონა, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი ანი­მა­ტო­რე­ბი არ­თობ­დნენ თბი­ლი­სის ზღვის პლა­ზის პა­ტა­რა სტუმ­რებს.

30 სექ­ტემ­ბერ­სა და 1 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის ზღვის პლა­ზის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ესარ­გებ­ლათ უპ­რე­ცე­დენ­ტო "ქე­შ­ბექ" აქ­ცი­ით და მი­ნი­მუმ 50 ლა­რის შე­ნა­ძენ­ზე გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. ამას­თან ერ­თად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ იყო შე­ზღუ­დუ­ლი თან­ხის და­ხარ­ჯვის მხრივ, მათ შე­ეძ­ლოთ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თან­ხა თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. "ქე­შ­ბექ" აქ­ცი­ამ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და სრუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი 150 000 ლარი ორ დღე­ში სრუ­ლად ამო­ი­წუ­რა.

"ჰუ­ა­ლინგ.თბი­ლი­სის ზღვის პლა­ზის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი თა­თია სი­ო­რი­ძე:

"იმის გამო, რომ "ქე­შ­ბექ" აქ­ცი­ას ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ წლის ბო­ლომ­დე კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო გა­თა­მა­შე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ. თბი­ლი­სის ზღვის პლა­ზამ ოპე­რი­რე­ბა ახლა და­ი­წყო და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. მო­მა­ვალ წელს ჩვენ­თან შე­მო­ვა მსხვი­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტი, ასე­ვე გა­იხ­სნე­ბა დიდი სა­ბავ­შვო ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი, მე­სა­მე სარ­თულ­ზე შენ­დე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, რო­მელ­შიც ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა კონ­ცერ­ტე­ბის და სხვა სა­ხის მას­შტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ასე­ვე იგეგ­მე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ის მშე­ნებ­ლო­ბა. პლა­ზა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რია არის გა­მო­ყო­ფი­ლი ფუდ კორ­ტის­თვის, რო­მელ­შიც უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტი და წლის ბო­ლომ­დე და­ე­მა­ტე­ბა სხვა ობი­ექ­ტე­ბიც, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა და­ა­გე­მოვ­ნოს არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ ევ­რო­პუ­ლი და აზი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოც."

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

30 სექტემბერს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი "ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა"გაიხსნა

30 სექტემბერს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი "ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა"გაიხსნა

30 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი "ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა". გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ძი იენჩი, ქ. თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ჰუალინგ ჯგუფის ხელმძღვანელობა და სხვა სტუმრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სიტყვაში ჰუალინგ ჯგუფის ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპანიის როლს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

გახსნის დღეს ჩატარდა ძალიან საინტერესო და მასშტაბური ბავშვთა გასართობი ღონისძიებები. მოეწყო როგორც გარე, ასევე შიდა 6 გასართობი ზონა, სადაც სპეციალურად მოწვეული ანიმატორები ართობდნენ თბილისის ზღვის პლაზის პატარა სტუმრებს.

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისის ზღვის პლაზის დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ უპრეცედენტო "ქეშბექ" აქციით და მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე გარკვეული თანხა დაებრუნებინათ. ამასთან ერთად, მომხმარებელი არ იყო შეზღუდული თანხის დახარჯვის მხრივ, მათ შეეძლოთ დაბრუნებული თანხა თავიანთი სურვილისამებრ გამოეყენებინათ. "ქეშბექ" აქციამ ძალიან წარმატებით ჩაიარა და სრული ბიუჯეტი 150 000 ლარი ორ დღეში სრულად ამოიწურა.

"ჰუალინგ.თბილისის ზღვის პლაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია სიორიძე:

"იმის გამო, რომ "ქეშბექ" აქციას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენ გადავწყვიტეთ წლის ბოლომდე კიდევ არაერთი საინტერესო გათამაშება ჩავატაროთ. თბილისის ზღვის პლაზამ ოპერირება ახლა დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ წელს ჩვენთან შემოვა მსხვილი ჰიპერმარკეტი, ასევე გაიხსნება დიდი საბავშვო ინტერაქტიული გასართობი ცენტრი, მესამე სართულზე შენდება გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება კონცერტების და სხვა სახის მასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარება. ასევე იგეგმება ყველაზე დიდი სამხატვრო გალერეის მშენებლობა. პლაზაში სპეციალური ტერიტორია არის გამოყოფილი ფუდ კორტისთვის, რომელშიც უკვე განთავსებულია რამდენიმე საზოგადოებრივი კვების ობიექტი და წლის ბოლომდე დაემატება სხვა ობიექტებიც, სადაც მომხმარებელს შეეძლება დააგემოვნოს არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და აზიური სამზარეულოც."

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი