სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭა­რის ტუ­რიზ­მის და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონ­ტი, დე­პარ­ტა­მენ­ტის სერ­ვი­სე­ბი­სა და პრუ­დუქ­ტე­ბის, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ხორ­ვა­ტი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი ხორ­ვა­ტი­ა­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის გაც­ნო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის რე­გი­ონ­ში და­ნერგვაა.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ამ შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა ხორ­ვა­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ ზაგ­რებ­ში ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე დუბ­როვ­ნი­კის რე­გი­ო­ნი­სა და ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მუ­შა­ო­ბას იწყებს 2018-2025 წლე­ბის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე, რო­მელ­შიც ჩა­ერ­თვე­ბა რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი.

"აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას აჭა­რა­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის 2018-2025 წწ სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. ეს იქ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ტუ­რიზ­მის პო­ლი­ტი­კას რე­გი­ონ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის შექ­მნა­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სამ­თავ­რო­ბო, ასე­ვე ტუ­რიზ­მში ჩარ­თუ­ლი კერ­ძო სექ­ტო­რი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე. ჩვენ მათ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით გა­მოვ­კვე­თავთ ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს ან შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში დად­გეს და აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვებთ მათ გა­და­სა­წყვე­ტად.

2018-2025 წლე­ბის სტრა­ტე­გია იქ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც კერ­ძო სექ­ტორს გა­უ­ად­ვი­ლებს ორი­ენ­ტი­რე­ბას ტუ­რის­ტულ სფე­რო­ში. მათ ზუს­ტად ეცო­დი­ნე­ბათ, თუ რას გეგ­მავს სა­ხელ­მწი­ფო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამ შემ­თხვე­ვა­ში ხორ­ვა­ტია არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი ჩვენ­თვის ბევ­რი მი­ზე­ზის გამო. ისი­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად 15 000 000 ტუ­რისტს მას­პინ­ძლო­ბენ და უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ ამ კუ­თხით, რო­მელ­საც გვი­ზი­ა­რე­ბენ და მზად არი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­ვი­წი­ონ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი არის შან­სი იმი­სა, რომ აჭა­რა ოთხი­ვე სე­ზონ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დოთ და რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მი არ ასო­ცირ­დე­ბო­დეს მხო­ლოდ ზღვას­თან ან ზა­ფხულ­თან.

ტუ­რიზ­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ შე­ვეც­დე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტი შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც და­ე­ფუძ­ნე­ბა რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვას," - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისებისა და პრუდუქტების, ასევე იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტურიზმის სამინისტროს, ასევე დუბროვნიკის რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობასთან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მუშაობას იწყებს 2018-2025 წლების ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც ჩაერთვება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვიწყებთ მუშაობას აჭარაში ტურიზმის განვითარების 2018-2025 წწ სტრატეგიის შემუშავებაზე. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტურიზმის პოლიტიკას რეგიონში. აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში ჩართული იქნება როგორც სამთავრობო, ასევე ტურიზმში ჩართული კერძო სექტორი და ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაციით გამოვკვეთავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს გვაქვს ან შეიძლება მომავალში დადგეს და აქტიურად ვიმუშავებთ მათ გადასაწყვეტად.

2018-2025 წლების სტრატეგია იქნება დოკუმენტი, რომელიც კერძო სექტორს გაუადვილებს ორიენტირებას ტურისტულ სფეროში. მათ ზუსტად ეცოდინებათ, თუ რას გეგმავს სახელმწიფო ინფრასტრუქტურის, საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებით.

ამ შემთხვევაში ხორვატია არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის ბევრი მიზეზის გამო. ისინი ყოველწლიურად 15 000 000 ტურისტს მასპინძლობენ და უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, რომელსაც გვიზიარებენ და მზად არიან კონსულტაციები გაგვიწიონ ბევრი მიმართულებით. წარმატებული მაგალითების გაზიარება და სრულად ათვისებული რეგიონის ტურისტული პოტენციალი არის შანსი იმისა, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი გავხადოთ და რეგიონში ტურიზმი არ ასოცირდებოდეს მხოლოდ ზღვასთან ან ზაფხულთან.

ტურიზმი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება სრულყოფილი დოკუმენტი შეიქმნას, რომელიც დაეფუძნება რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევას," - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი