პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვდგავართ წვიმის დროს საცობში უფრო დიდხანს და რომელ ქუჩებში "ვიჭედებით" ყველაზე ხშირად
რატომ ვდგავართ წვიმის დროს საცობში უფრო დიდხანს და რომელ ქუჩებში "ვიჭედებით" ყველაზე ხშირად

წლე­ბია, სა­ცო­ბე­ბი თბი­ლი­სის გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უა­მინ­დო­ბი­სას რთულ­დე­ბა, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ებს ერთი პუნ­ქტი­დან მე­ო­რემ­დე მი­საღ­წე­ვად სა­ა­თე­ბიც სჭირ­დე­ბათ.

რა­ტომ ვდგა­ვართ წვი­მის დროს სა­ცობ­ში უფრო დიდ­ხანს და თბი­ლი­სის რო­მე­ლი ქუ­ჩე­ბია გან­სა­კუთ­რე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge ავ­ტომრბო­ლელ­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპერტ ზუ­რაბ ბეჟაშ­ვილს ესა­უბ­რა.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, თბი­ლის­ში სა­ცო­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არას­წო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი მო­ნიშ­ვნა და შე­უ­სა­ბა­მოდ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი შუქ­ნიშ­ნე­ბია.

"სა­ცო­ბე­ბის მი­ზე­ზი გა­უ­მარ­თა­ვი საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა. ალ­ბათ უმე­ტე­სო­ბას ჰგო­ნია, რომ სა­ცო­ბებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იწ­ვევს, არა­და გა­უ­მარ­თავ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას სა­ცო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა შე­უძ­ლია. იმის ნაც­ვლად, რომ შუქ­ნი­შან­მა მოძ­რა­ო­ბა და­ა­რე­გუ­ლი­როს და გამ­ტა­რი­ა­ნო­ბა გა­ზარ­დოს, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით, მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხებს კი­დეც. მა­გა­ლი­თის­თვის, დიდი დიღ­მის მე­სა­მე მიკ­რო რა­ი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­მონ­ტა­ჟეს შუქ­ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი ჯერ არ არის. ამ შუქ­ნიშ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბას, რო­გორც დარ­გის მცოდ­ნე, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხვდე­ბი, რად­გან შუქ­ნი­შა­ნი, რო­გორც წესი, იქ იდ­გმე­ბა, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა ან გზაჯ­ვა­რე­დი­ნია, ამ შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი გვხვდე­ბა. დიდ დი­ღომ­ში მე­ო­რე შუქ­ნი­შა­ნიც და­ა­მონ­ტა­ჟეს, რომ­ლის ფუნ­ქცი­აც ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია, რად­გან ამ მო­ნაკ­ვეთ­ში, კერ­ძოდ, მუ­ხათ­გვერ­დის ასახ­ვევ­თან, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ცო­ბი მხო­ლოდ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზეა ხოლ­მე", - გან­მარ­ტავს ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი.

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპერ­ტის თქმით, სა­ცო­ბე­ბის წარ­მოქ­მნა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში იმ მძღო­ლე­ბის ბრა­ლი­ცაა, რომ­ლებ­მაც მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი კარ­გად არ იცი­ან.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ნიშ­ნე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად რო­გორც მღო­ლე­ბის ნა­წილ­მა, ისე პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც კი არ იცი­ან, რად­გან ისი­ნი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან", - დას­ძენს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლის თქმით, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გამო არ იტ­ვირ­თე­ბა.

"სა­ცო­ბე­ბი ამ ქუ­ჩებ­ზე ძი­რი­თა­დად, არას­წო­რი მო­ნიშ­ვნის­გა­ნაა წარ­მოქ­მნი­ლი. მა­გა­ლი­თად, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ არის ორი ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი მო­სახ­ვე­ვი, ჯერ მარ­ჯვნივ, შემ­დეგ მარ­ცხნივ, სა­ი­და­ნაც მშრალ ხიდ­თან გავ­დი­ვართ, აქ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ან უა­მინ­დო­ბის გა­მოც ხში­რად არის სა­ცო­ბი. მი­ზე­ზი არას­წო­რად და­ხა­ზუ­ლი ზო­ლე­ბია. აქ უნდა იყოს უწყვე­ტი ზო­ლე­ბი, რომ მძღო­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს ხელი არ შე­უ­შა­ლონ. ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა მძღო­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა კარ­გად არ იცი­ან, მო­სახ­ვე­ვია, ამ დროს ისი­ნი სიჩ­ქა­რეს ანე­ლე­ბენ და ძაბ­რის პრინ­ცი­პით მთე­ლი ნა­კა­დი ნელა გა­და­ად­გილ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტომრბო­ლე­ლი.

ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პე­კი­ნის ქუ­ჩის გა­ცალ­მხრი­ვე­ბით პე­კი­ნი­სა და შარ­ტა­ვას და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ქუ­ჩე­ბი გა­და­იტ­ვირ­თა, - "მა­გა­ლი­თად, 161-ე სკო­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად 3-4 კი­ლო­მეტ­რი ზედ­მე­ტად უნდა გა­ვი­ა­როთ, რად­გან წრის დარ­ტყმა გვი­წევს. აქ მოძ­რა­ო­ბის გა­დატ­ვირ­თვა ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა შექ­მნი­ლი. მოძ­რა­ო­ბა არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი შუქ­ნიშ­ნის გამო ფერ­ხდე­ბა სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზეც. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამო­დი­ხართ დი­დუ­ბი­დან სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უხ­ვევთ მე­რი­ის­კენ, სა­დაც ყო­ველ­თვის უნდა იყოს მწვა­ნე შუქი, რად­გან ფე­ხის მო­სი­ა­რუ­ლე­თა გა­და­სას­ვლე­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, რე­ა­ლუ­რად კი სხვაგ­ვა­რად ხდე­ბა, რად­გან წით­ლის შემ­დეგ პირ­და­პირ მწვა­ნე არ ინ­თე­ბა. ეს პრობ­ლე­მა შუ­ა­დღე­საც სა­ცო­ბებს იწ­ვევს. გო­თუ­ას ქუ­ჩი­დან ამო­სუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნა­წი­ლი შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მი­დის, ნა­წი­ლი სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე და იქ ხე­ლოვ­ნუ­რად იქ­მნე­ბა სა­ცო­ბი", - გან­მარ­ტავს სპე­ცი­ა­ლის­ტი და დას­ძენს, რომ გა­ცალ­მხრი­ვე­ბამ შარ­ტა­ვას ქუ­ჩაც გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თა, - თბი­ლის­ში, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დიდი ნა­კა­დია, სა­ცო­ბი ყველ­გან იქ­მნე­ბა. გარ­და ამი­სა, ერ­თმა ადა­მი­ან­მა რომ და­არ­ღვი­ოს წესი და სხვა ხაზ­ში გა­და­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხდეს".

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპერ­ტის თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­გა­რი­ნის მო­ე­და­ნი უფრო იტ­ვირ­თე­ბა, ვიდ­რე პე­კი­ნის ქუჩა.

"მი­ზე­ზი შემ­დე­გია: რო­დე­საც წინა მთავ­რო­ბამ ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან ეს­ტა­კა­დე­ბი გა­ა­კე­თა, იქ შუქ­ნიშ­ნე­ბი მოხ­სნა. შე­სა­ბა­მი­სად, ის ნა­კა­დი, რო­მე­ლიც სა­დღაც ჩერ­დე­ბო­და, აღარ ჩერ­დე­ბა და სა­დღაც ისეთ ად­გი­ლას იჭე­დე­ბა, სა­დაც ყვე­ლა მი­ა­წყდე­ბა ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც ადრე პე­კინ­ზე მოძ­რა­ობ­და, შარ­ტა­ვა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­ი­და­ნაც მძღო­ლე­ბი გა­გა­რინ­ზე ჩა­დი­ან და სა­ცო­ბი იქ­მნე­ბა. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ერთი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მე­ო­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად არ უნდა მოხ­დეს", - გან­მარ­ტავს ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი.

სა­ცო­ბე­ბი იქ­მნე­ბა ვა­კე­შიც, თუმ­ცა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი მის პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლის თქმით, ამის მი­ზე­ზის გარ­კვე­ვას შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ფარ­თო და გამ­ტა­რი­ა­ნია. შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად გა­დატ­ვირ­თუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ქუჩა კი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რია, - "მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, როცა დი­დუ­ბის მეტ­როს მხა­რეს ჩა­დი­ხარ, მოძ­რა­ო­ბა იქ უკვე შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, პრობ­ლე­მა კი იქ არ­სე­ბულ მო­ე­დან­ზე მო­წყო­ბი­ლი ძა­ლი­ან დიდი ზო­მის კუნ­ძუ­ლია, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხებს", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპერ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა უა­მინ­დო­ბის დროს მოძ­რა­ო­ბის გა­დატ­ვირ­თვას, ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლის თქმით, ამის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

"უა­მინ­დო­ბა­ში სა­ცო­ბე­ბის წარ­მოქ­ნის მი­ზე­ზი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ხილ­ვა­დო­ბაა. მსოფ­ლი­ო­ში ყველ­გან ასე ხდე­ბა, წვი­მის დროს მძღო­ლე­ბი სიჩ­ქა­რეს ამ­ცი­რე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ მძღო­ლებ­მა სა­თა­ნა­დოდ მოძ­რა­ო­ბა არ იცი­ან. წვი­მა­ში ხა­ხუ­ნის ძალა მცირ­დე­ბა და მო­ცუ­რე­ბის შან­სი მე­ტია, ამი­ტომ ამ დროს სიჩ­ქა­რე უნდა შე­ამ­ცი­რო, მაგ­რამ ჩვენ­თან იმ­დე­ნად ნელა იწყე­ბენ მოძ­რა­ო­ბას, რომ სა­ცო­ბებს ქმნი­ან. აქ უკვე მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის პრობ­ლე­მას­თან მივ­დი­ვართ, რაც ცალ­კე გა­და­საჭ­რე­ლი სა­კი­თხია", - დას­ძენს ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტი თბი­ლი­სის სა­ცო­ბე­ბის­გან გან­მუხ­ტვის გზად არა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას, არა­მედ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა­სა და მარ­თვის უფ­ლე­ბის გა­ცე­მის წე­სე­ბის ცვლი­ლე­ბას ხე­დავს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რატომ ვდგავართ წვიმის დროს საცობში უფრო დიდხანს და რომელ ქუჩებში "ვიჭედებით" ყველაზე ხშირად

რატომ ვდგავართ წვიმის დროს საცობში უფრო დიდხანს და რომელ ქუჩებში "ვიჭედებით" ყველაზე ხშირად

წლებია, საცობები თბილისის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ვითარება განსაკუთრებით უამინდობისას რთულდება, როდესაც მოქალაქეებს ერთი პუნქტიდან მეორემდე მისაღწევად საათებიც სჭირდებათ.

რატომ ვდგავართ წვიმის დროს საცობში უფრო დიდხანს და თბილისის რომელი ქუჩებია განსაკუთრებით გადატვირთული, ამის შესახებ Ambebi.ge ავტომრბოლელსა და ავტომობილების ექსპერტ ზურაბ ბეჟაშვილს ესაუბრა.

სპეციალისტის თქმით, თბილისში საცობების გამომწვევი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, არასწორად გაკეთებული მონიშვნა და შეუსაბამოდ დამონტაჟებული შუქნიშნებია.

"საცობების მიზეზი გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურაა. ალბათ უმეტესობას ჰგონია, რომ საცობებს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების რაოდენობა იწვევს, არადა გაუმართავ ინფრასტრუქტურას საცობის ხელოვნურად შექმნა შეუძლია. იმის ნაცვლად, რომ შუქნიშანმა მოძრაობა დაარეგულიროს და გამტარიანობა გაზარდოს, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, მოძრაობას აფერხებს კიდეც. მაგალითისთვის, დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონში რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს შუქნიშანი, რომელიც ჩართული ჯერ არ არის. ამ შუქნიშნის მოვალეობას, როგორც დარგის მცოდნე, ჯერჯერობით ვერ ვხვდები, რადგან შუქნიშანი, როგორც წესი, იქ იდგმება, სადაც ავტომობილების ჭარბი რაოდენობა ან გზაჯვარედინია, ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი გვხვდება. დიდ დიღომში მეორე შუქნიშანიც დაამონტაჟეს, რომლის ფუნქციაც ასევე გაუგებარია, რადგან ამ მონაკვეთში, კერძოდ, მუხათგვერდის ასახვევთან, ავტომობილების ჭარბი რაოდენობა და საცობი მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზეა ხოლმე", - განმარტავს ზურაბ ბეჟაშვილი.

ავტომობილების ექსპერტის თქმით, საცობების წარმოქმნა რიგ შემთხვევებში იმ მძღოლების ბრალიცაა, რომლებმაც მოძრაობის წესები კარგად არ იციან.

"საგზაო მოძრაობის ნიშნები სრულყოფილად როგორც მღოლების ნაწილმა, ისე პოლიციელებმაც კი არ იციან, რადგან ისინი გადამზადებულები არ არიან", - დასძენს სპეციალისტი.

ზურაბ ბეჟაშვილის თქმით, თბილისის ცენტრალური ქუჩები მხოლოდ ავტომობილების დიდი რაოდენობის გამო არ იტვირთება.

"საცობები ამ ქუჩებზე ძირითადად, არასწორი მონიშვნისგანაა წარმოქმნილი. მაგალითად, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არის ორი ძალიან მსუბუქი მოსახვევი, ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, საიდანაც მშრალ ხიდთან გავდივართ, აქ ავტოსაგზაო შემთხვევის ან უამინდობის გამოც ხშირად არის საცობი. მიზეზი არასწორად დახაზული ზოლებია. აქ უნდა იყოს უწყვეტი ზოლები, რომ მძღოლებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ამ მონაკვეთზე კიდევ ერთი პრობლემა მძღოლებისთვის, რომლებმაც ავტომობილის მართვა კარგად არ იციან, მოსახვევია, ამ დროს ისინი სიჩქარეს ანელებენ და ძაბრის პრინციპით მთელი ნაკადი ნელა გადაადგილდება", - აღნიშნავს ავტომრბოლელი.

ზურაბ ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივებით პეკინისა და შარტავას დამაკავშირებელი ქუჩები გადაიტვირთა, - "მაგალითად, 161-ე სკოლამდე მისასვლელად 3-4 კილომეტრი ზედმეტად უნდა გავიაროთ, რადგან წრის დარტყმა გვიწევს. აქ მოძრაობის გადატვირთვა ხელოვნურადაა შექმნილი. მოძრაობა არასწორად დამონტაჟებული შუქნიშნის გამო ფერხდება სააკაძის მოედანზეც. წარმოიდგინეთ, ამოდიხართ დიდუბიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით, უხვევთ მერიისკენ, სადაც ყოველთვის უნდა იყოს მწვანე შუქი, რადგან ფეხის მოსიარულეთა გადასასვლელის საჭიროება არ არის, რეალურად კი სხვაგვარად ხდება, რადგან წითლის შემდეგ პირდაპირ მწვანე არ ინთება. ეს პრობლემა შუადღესაც საცობებს იწვევს. გოთუას ქუჩიდან ამოსული ავტომობილების ნაწილი შარტავას ქუჩაზე მიდის, ნაწილი საბურთალოს ქუჩაზე და იქ ხელოვნურად იქმნება საცობი", -  განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ გაცალმხრივებამ შარტავას ქუჩაც განსაკუთრებით დატვირთა, - თბილისში, სადაც ავტომობილების დიდი ნაკადია, საცობი ყველგან იქმნება. გარდა ამისა, ერთმა ადამიანმა რომ დაარღვიოს წესი და სხვა ხაზში გადავიდეს, შეიძლება მოძრაობა შეფერხდეს".

ავტომობილების ექსპერტის თქმით, ავტომობილებით გაგარინის მოედანი უფრო იტვირთება, ვიდრე პეკინის ქუჩა.

"მიზეზი შემდეგია: როდესაც წინა მთავრობამ ლაგუნა ვერესთან ესტაკადები გააკეთა, იქ შუქნიშნები მოხსნა. შესაბამისად, ის ნაკადი, რომელიც სადღაც ჩერდებოდა, აღარ ჩერდება და სადღაც ისეთ ადგილას იჭედება, სადაც ყველა მიაწყდება ხოლმე. გარდა ამისა, ავტომობილების ნაწილმა, რომელიც ადრე პეკინზე მოძრაობდა, შარტავაზე გადაინაცვლა, საიდანაც მძღოლები გაგარინზე ჩადიან და საცობი იქმნება. ასე არ შეიძლება, ერთი რაღაცის გაკეთება მეორის გაუთვალისწინებლად არ უნდა მოხდეს", - განმარტავს ზურაბ ბეჟაშვილი.

საცობები იქმნება ვაკეშიც, თუმცა ჭავჭავაძის გამზირი მის პარალელურ ქუჩებთან შედარებით ნაკლებად გადატვირთულია. ზურაბ ბეჟაშვილის თქმით, ამის მიზეზის გარკვევას შესწავლა სჭირდება, თუმცა ჭავჭავაძის გამზირი პარალელურ ქუჩებთან შედარებით უფრო ფართო და გამტარიანია. შედარებით ნაკლებად გადატვირთული ცენტრალური ქუჩა კი წერეთლის გამზირია, - "მიუხედავად ამისა, როცა დიდუბის მეტროს მხარეს ჩადიხარ, მოძრაობა იქ უკვე შეფერხებულია, პრობლემა კი იქ არსებულ მოედანზე მოწყობილი ძალიან დიდი ზომის კუნძულია, რომელიც მოძრაობას აფერხებს", - აღნიშნავს ავტომობილების ექსპერტი.

რაც შეეხება უამინდობის დროს მოძრაობის გადატვირთვას, ზურაბ ბეჟაშვილის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

"უამინდობაში საცობების წარმოქნის მიზეზი გართულებული ხილვადობაა. მსოფლიოში ყველგან ასე ხდება, წვიმის დროს მძღოლები სიჩქარეს ამცირებენ. საქართველოში ამას ისიც ემატება, რომ მძღოლებმა სათანადოდ მოძრაობა არ იციან. წვიმაში ხახუნის ძალა მცირდება და მოცურების შანსი მეტია, ამიტომ ამ დროს სიჩქარე უნდა შეამცირო, მაგრამ ჩვენთან იმდენად ნელა იწყებენ მოძრაობას, რომ საცობებს ქმნიან. აქ უკვე მართვის მოწმობის გამოცდის პრობლემასთან მივდივართ, რაც ცალკე გადასაჭრელი საკითხია", - დასძენს ზურაბ ბეჟაშვილი.

სპეციალისტი თბილისის საცობებისგან განმუხტვის გზად არა ავტომობილების შემცირებას, არამედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მართვის უფლების გაცემის წესების ცვლილებას ხედავს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ