აშშ-მა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ბოლო მოვლენებმა აშშ აიძულეს გადაეხედა თურქეთის მთავრობის ვალდებულებისთვის აშშ-ს დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენმა საელჩომ და საკონსულომ შეაჩერეს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა, რათა შეემცირებინათ ვიზიტორების რაოდენობა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელი მეთინ თოფუზი თურქეთის კონსტიტუციის დარღვევისა და თურქეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, მეთინ თოფუზი დაკავშირებული იყო ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან.