თურქეთის მთავრობამ აშშ-ს გადაწყვეტილებას უპასუხა და აშშ-ში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თურქეთის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ში თურქეთის საელჩოს "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა.
"ბოლო მოვლენებმა თურქეთის მთავრობა აიძულა გადაეხედა აშშ-ს მთავრობის ვალდებულებებისთვის თურქეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენმა საელჩომ და საკონსულომ შეაჩერეს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა ვიზიტორების შემცირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საელჩომ მსგავსი განცხადება გააკეთა, რომლის ადრესატი თურქეთის მთავრობა იყო.
4 ოქტომბერს თურქეთში, სტამბოლში მდებარე აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელი, მეთინ თოფუზი დააკავეს თურქეთის კონსტიტუციის დარღვევისა და თურქეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით.
გამოძიების ვერსიით, მეთინ თოფუზი დაკავშირებული იყო ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან.