პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანა, რომელზეც არაფერი გსმენიათ - 33 მოქალაქეს შორის რამდენიმე ძაღლია
ქვეყანა, რომელზეც არაფერი გსმენიათ - 33 მოქალაქეს შორის რამდენიმე ძაღლია

ოდეს­მე გსმე­ნი­ათ რამე პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც მო­ლო­სია ჰქვია? ქვე­ყა­ნას სულ 33 მო­ქა­ლა­ქე ჰყავს (მათ შო­რის არის რამ­დე­ნი­მე ძაღ­ლი). მო­ლო­სი­ა­ში ცხოვ­რობს კა­ტაც, თუმ­ცა მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ მის­ცეს, რად­გან პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ კატა სან­დო არ არის.

მო­ლო­სია და­არ­სე­ბი­დან 40 წელს აღ­ნიშ­ნავს, მისი პრე­ზი­დენ­ტი კი კე­ვინ ბა­ფია.

მო­ლო­სი­ას სა­კუ­თა­რი ვა­ლუ­ტა და კა­ნო­ნე­ბი აქვს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აშშ-ში, ნე­ვა­და­ში მდე­ბა­რებს.

ქვეყ­ნის შექ­მნის იდეა ბაფს და მისი სკო­ლის მე­გო­ბარს ჯე­იმს შპილ­მანს ეკუთ­ვნით. მე­გობ­რებ­მა 1977 წელს შექ­მნეს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა. შპილ­მა­ნი მე­ფედ "აკურ­თხეს", ბაფი კი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო.

რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, შპილ­მა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან გა­და­ვი­და, თუმ­ცა ბაფი მო­ლო­სი­ა­ში დარ­ჩა და სა­კუ­თა­რი თავი პრე­ზი­დენ­ტად გა­მო­ა­ცხა­და. 54 წლის ბაფი ამ­ბობს, რომ მოს­წონს დიქ­ტა­ტო­რად ყოფ­ნა.

მო­ლო­სია ძა­ლი­ან პა­ტა­რა თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, თუმ­ცა მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არ უც­ნია.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ახლა ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა შტატ­ში ცხოვ­რობს, მო­ლო­სი­ა­ში კი ამ­ჟა­მად მხო­ლოდ 4 ადა­მი­ა­ნი - ბაფი, პირ­ვე­ლი ლედი ად­რი­ე­ნი, მათი ორი უმ­ცრო­სი შვი­ლი და ოთხი ძაღ­ლი ცხოვ­რო­ბენ.

ბაფი გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ აძ­ლევს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას სა­კუ­თარ კა­ტას:

"კა­ტე­ბი ძა­ლი­ან არა­სან­დო ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან. ამას­თან, ჩვე­ნი კატა მკვლე­ლია, თაგ­ვე­ბის გარ­და თავს ეს­ხმის კურ­დღლებს, ხვლი­კებს და ჩი­ტებს. ეს კი საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზია, რომ მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მა­ზე უარი თქვა".

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ დიქ­ტა­ტუ­რა ყო­ველ­თვის ცუდი არ არის. დრო­შა სამი ფე­რის­გან შედ­გე­ბა და ბა­ფის გან­მარ­ტე­ბით, ცის­ფე­რი ცის სიმ­ბო­ლოა, თეთ­რი - მთე­ბის, მწვა­ნე კი - უდაბ­ნო­სი.

"ყო­ველ­თვის ვა­მოწ­მებ, რომ დრო­შა აღ­მარ­თუ­ლი იყოს. ჩვენ უამ­რა­ვი ვი­ზი­ტო­რი გვყავს და მინ­და, მათ ჩვე­ნი დრო­შა და­ი­ნა­ხონ," - აცხა­დებს ბაფი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Druncha
0

Kartvelebo, sheesiet, ikneb geshvelot....

 

 

Giorgi sixarulidze-ს
1

საშენოა,,,ხედავ რა დიქტატურაა აფსუს რა შენებური ლექსი მოუხდებოდა,,(უცბად არ წაიკითხონნნნნნნნნნნნნნნნნნ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ქვეყანა, რომელზეც არაფერი გსმენიათ - 33 მოქალაქეს შორის რამდენიმე ძაღლია

ქვეყანა, რომელზეც არაფერი გსმენიათ - 33 მოქალაქეს შორის რამდენიმე ძაღლია

ოდესმე გსმენიათ რამე პატარა ქვეყანაზე, რომელსაც მოლოსია ჰქვია? ქვეყანას სულ 33 მოქალაქე ჰყავს (მათ შორის არის რამდენიმე ძაღლი). მოლოსიაში ცხოვრობს კატაც, თუმცა მას მოქალაქეობა არ მისცეს, რადგან პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კატა სანდო არ არის.

მოლოსია დაარსებიდან 40 წელს აღნიშნავს, მისი პრეზიდენტი კი კევინ ბაფია.

მოლოსიას საკუთარი ვალუტა და კანონები აქვს, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში, ნევადაში მდებარებს.

ქვეყნის შექმნის იდეა ბაფს და მისი სკოლის მეგობარს ჯეიმს შპილმანს ეკუთვნით. მეგობრებმა 1977 წელს შექმნეს საკუთარი ქვეყანა. შპილმანი მეფედ "აკურთხეს", ბაფი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.

როდესაც მეგობრები გაიზარდნენ, შპილმანი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, თუმცა ბაფი მოლოსიაში დარჩა და საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. 54 წლის ბაფი ამბობს, რომ მოსწონს დიქტატორად ყოფნა.

მოლოსია ძალიან პატარა თვითგამოცხადებული ქვეყანაა, თუმცა მისი სუვერენიტეტი არცერთ ქვეყანას არ უცნია.

მოსახლეობის ნაწილი ახლა ამერიკის სხვადასხვა შტატში ცხოვრობს, მოლოსიაში კი ამჟამად მხოლოდ 4 ადამიანი - ბაფი, პირველი ლედი ადრიენი, მათი ორი უმცროსი შვილი და ოთხი ძაღლი ცხოვრობენ.

ბაფი განმარტავს, რატომ არ აძლევს მოქალაქეობას საკუთარ კატას:

"კატები ძალიან არასანდო ცხოველები არიან. ამასთან, ჩვენი კატა მკვლელია, თაგვების გარდა თავს ესხმის კურდღლებს, ხვლიკებს და ჩიტებს. ეს კი საკმარისი მიზეზია, რომ მისთვის მოქალაქეობის მიცემაზე უარი თქვა".

ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დიქტატურა ყოველთვის ცუდი არ არის. დროშა სამი ფერისგან შედგება და ბაფის განმარტებით, ცისფერი ცის სიმბოლოა, თეთრი - მთების, მწვანე კი - უდაბნოსი.

"ყოველთვის ვამოწმებ, რომ დროშა აღმართული იყოს. ჩვენ უამრავი ვიზიტორი გვყავს და მინდა, მათ ჩვენი დროშა დაინახონ," - აცხადებს ბაფი.