საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ..." - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი
"თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ..." - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი

მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია (პეტ­რე კოლ­ხი) "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემი პატ­რი­არ­ქის მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ვარ­ჩევ­დი, სხვი­სი ნი­ჭის და­ფა­სე­ბის ნიჭს. დიახ, ეს ყვე­ლა­ზე და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რად­გან დღე­ვან­დე­ლი ადა­მი­ა­ნი, იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა სხვი­სი და­დე­ბი­თით და­ინ­ტე­რეს­დეს, მე­ტიც, სხვე­ბიც და­ა­ინ­ტე­რე­სოს...

სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­მიც­დია, მრა­ვა­ლი წლის წინ, ისიც არ ვი­ცო­დი, უწ­მინ­დე­სის წირ­ვა­ზე რო­გორ უნდა დავ­მდგა­რი­ყა­ვი, სი­ახ­ლო­ვე­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. მე­უ­ფე ეფ­რემ­მა მი­მიყ­ვა­ნა, დამ­ლო­ცა და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, ჩემი წიგ­ნი ვუ­სახ­სოვ­რე... ჩემ­ნა­ი­რი უამ­რა­ვი იდგა რიგ­ში, ამი­ტომ, დიდი იმე­დი არ მქო­ნია, ჩემი ნა­ცოდ­ვი­ლა­რით თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ისიც მყოფ­ნი­და, წიგნს ხელი რომ გა­და­უს­ვა, ამ ფო­ტო­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვეს გავ­ხა­რო... უკონ­ტრო­ლოდ გა­და­ვი­ხარ­ხა­რე, თა­ვა­დაც ეღი­მე­ბო­და... ოღონდ ეს არ იყო ყვე­ლა­ფე­რი, მთა­ვა­რი წინ მე­ლო­და, და­მი­რე­კეს, უწ­მინ­დე­სი სა­პატ­რი­არ­ქო­ში გი­ბა­რებ­სო. გავ­რბო­დი, მისი ჩვე­უ­ლი სით­ბო­თი დამ­ხვდა და ლექ­სე­ბი წა­მა­კი­თხა. მერე იყო სნო, გერ­გე­ტი, ყაზ­ბე­გის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო და მერე სა­მე­ბა, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი წირ­ვა-ლოც­ვე­ბი... (ახლა უფრო ვა­ფა­სებ, მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო და­ვა­ფა­სებ) ზოგი "ბრძე­ნი" იტყვის, და­წი­ნა­უ­რე­ბა უნდა, თო­რემ რა­ტომ უწერს ამ ის­ტო­რი­ებ­სო... "ბრძნად­მე­ტყველ­ნო", და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი ვარ, მიყ­ვარს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პატ­რი­არ­ქი. კე­თი­ლი, მზრუნ­ვე­ლი, ნი­ჭი­ე­რი, გო­ნი­ე­რი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მორ­წმუ­ნე, მიმ­ტე­ვე­ბე­ლი...

არას­დროს მქო­ნია ინ­ტე­რეს­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს კარ­ზე და­წი­ნა­უ­რე­ბა, არც თა­ნამ­დე­ბო­ბა, არც ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრო­ბა... ვინც ობი­ექ­ტუ­რად შე­მა­ფა­სებს, ამ ტი­პის ამ­ბი­ცი­ის ერთი მარ­ცვა­ლიც არ გა­მაჩ­ნია... უბ­რა­ლოდ, გული მწყდე­ბა, თა­ნაც ძა­ლი­ან, ვი­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი მი­ე­ცა, სწო­რედ ისი­ნი ხმა­უ­რო­ბენ, სწო­რედ ისი­ნი გა­მო­ხა­ტა­ვენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას...

რა­ღაც არას­წო­რად წა­რი­მარ­თა, სა­დღაც ბა­ლან­სი და­ირ­ღა და და­ი­წყო შემ­ზა­რა­ვი სე­რი­ე­ბი...

მთე­ლი გუ­ლით მო­ვე­დი, იმე­დით და რწმე­ნით შე­ვა­ღე ეკ­ლე­სი­ის კა­რე­ბი, არც იერ­არ­ქია მეს­მო­და, არც სხვა სა­ეკ­ლე­სიო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი... სით­ბოს, სიყ­ვა­რულს, ერ­თგუ­ლე­ბას ვე­ძებ­დი... მხო­ლოდ ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი...

ამ ბოლო დროს ხში­რად ვარ დაბ­ნე­უ­ლი... მა­წუ­ხებს გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი, ამ­დე­ნი აგ­რე­სია, უნ­დობ­ლო­ბა, უპა­ტი­ებ­ლო­ბა, სარ­კაზ­მი, ცი­ნიზ­მი, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, ანარ­ქია, ქა­ო­სი, უსა­მარ­თლო­ბა, ჩაგ­ვრა, უპატ­რო­ნო­ბის შეგ­რძნე­ბა... ღმერ­თი ისევ შო­რე­ულ სი­ნათ­ლეს და­ემ­სგავ­სა, რო­მე­ლიც უფრო და უფრო გშორ­დე­ბა... ამ დროს პი­რი­ქით ვფიქ­რობ­დი, გა­ნივ­თე­ბუ­ლად ვე­ძებ­დი მღვდლებ­ში, მრევ­ლში, მორ­წმუ­ნე­ებ­ში... იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მი­წევს, ვერ ვპო­უ­ლობ, ვერ ვგრძნობ... გა­რეთ, გლა­ხა­კებ­ში, "ბომ­ჟებ­ში", უსახ­ლკა­რო­ებ­ში უფრო იგ­რძნო­ბა... სული კბი­ლე­ბით მი­ჭი­რავს. მი­ჭირს, ძა­ლი­ან მი­ჭირს შემ­ზა­რა­ვი რე­ა­ლო­ბა...

ყვე­ლა­ზე მე­ტად ისი­ნი მთრგუ­ნა­ვენ, ვინც ამ­ბი­ო­ნი­დან ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის დაც­ვის­თვის იბ­რძვი­ან, მაგ­რამ საქ­მით ბოღ­მას აფ­რქვე­ვენ... ჰო, მარ­თლა, ახლა გა­მახ­სენ­და, სად არი­ან ის აპო­ლო­გე­ტე­ბი, ჩემი 13 წლის შვი­ლის გამ­ჭირ­ვა­ლე ტუ­ნი­კის გამო სა­სა­მარ­თლო რომ მო­მი­წყვეს, ჩემს გა­რიყ­ვას და განკვე­თას რომ ითხოვ­დნენ... ისე, უბ­რა­ლოდ, მო­ვი­კი­თხე, რა­ი­მე ხომ არ უჭირთ, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე კრინ­ტი არ და­უძ­რავთ...

ნუ­რა­ვის ავი­წყდე­ბა, ღმერ­თის სა­მარ­თა­ლი არ არის შერ­ჩე­ვი­თი, არც არა­ვინ ვართ შე­უც­ვლე­ლი...

იყო დრო, 90-ია­ნებ­ში სი­ონ­ში შე­ვი­პა­რე­ბო­დი და ჯვარ­ცმას­თან მდგარ ღუ­მელ­თან ვთბე­ბო­დი... ახლა კი, ეკ­ლე­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად შემ­ცივ­და... ისე შემ­ცივ­და, ლა­მი­საა სა­კუ­თარ თავ­თან და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა და­ვარ­ღვიო და პატ­რი­არ­ქის ნა­ჩუ­ქა­რი სვი­ტე­რი ჩა­ვიც­ვა, რო­მე­ლიც რე­ლიქ­ვი­ად უნდა შე­მე­ნა­ხა... თუ ასე გაგ­რძელ­და, განკვე­თა არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მე თა­ვად წა­ვალ, ოღონდ არც ეს იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

ლილე
0

მამა პეტრეს რწმენაში ეჭვის შეტანა არ იქნება ალბათ სწორი საქციელი. თუმცა ფაქტია, რომ მას ერისკაცობის დათმობა უჭირს. სელფები და მუდამ საკუთარი თავის რეკლამირება, საკუთარი თავით ტკბობა არ შეშვენის მღვდელს, სულ რომ ოცდამეათე საუკუნე იყოს მაინც. მღვდელი კი არა ამას ერისკაცის ძალიან ცოტა აკეთებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ..." - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი

"თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ..." - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი პატრიარქის მრავალმხრივი ნიჭებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი, სხვისი ნიჭის დაფასების ნიჭს. დიახ, ეს ყველაზე დასაფასებელია, რადგან დღევანდელი ადამიანი, იშვიათად შეიძლება სხვისი დადებითით დაინტერესდეს, მეტიც, სხვებიც დააინტერესოს...

საკუთარ თავზე გამომიცდია, მრავალი წლის წინ, ისიც არ ვიცოდი, უწმინდესის წირვაზე როგორ უნდა დავმდგარიყავი, სიახლოვეზე საუბარი ზედმეტია. მეუფე ეფრემმა მიმიყვანა, დამლოცა და მადლიერების ნიშნად, ჩემი წიგნი ვუსახსოვრე... ჩემნაირი უამრავი იდგა რიგში, ამიტომ, დიდი იმედი არ მქონია, ჩემი ნაცოდვილარით თუ დაინტერესდებოდა. ისიც მყოფნიდა, წიგნს ხელი რომ გადაუსვა, ამ ფოტოში სუხიშვილების მოცეკვავეს გავხარო... უკონტროლოდ გადავიხარხარე, თავადაც ეღიმებოდა... ოღონდ ეს არ იყო ყველაფერი, მთავარი წინ მელოდა, დამირეკეს, უწმინდესი საპატრიარქოში გიბარებსო. გავრბოდი, მისი ჩვეული სითბოთი დამხვდა და ლექსები წამაკითხა. მერე იყო სნო, გერგეტი, ყაზბეგის შემოქმედებითი საღამო და მერე სამება, ყოველკვირეული წირვა-ლოცვები... (ახლა უფრო ვაფასებ, მომავალში კიდევ უფრო დავაფასებ) ზოგი "ბრძენი" იტყვის, დაწინაურება უნდა, თორემ რატომ უწერს ამ ისტორიებსო... "ბრძნადმეტყველნო", დაწინაურებული ვარ, მიყვარს, ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი. კეთილი, მზრუნველი, ნიჭიერი, გონიერი, მოსიყვარულე, მორწმუნე, მიმტევებელი...

არასდროს მქონია ინტერესში, საპატრიარქოს კარზე დაწინაურება, არც თანამდებობა, არც ტაძრის წინამძღვრობა... ვინც ობიექტურად შემაფასებს, ამ ტიპის ამბიციის ერთი მარცვალიც არ გამაჩნია... უბრალოდ, გული მწყდება, თანაც ძალიან, ვისაც ყველანაირი პრივილეგიები მიეცა, სწორედ ისინი ხმაურობენ, სწორედ ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას...

რაღაც არასწორად წარიმართა, სადღაც ბალანსი დაირღა და დაიწყო შემზარავი სერიები...

მთელი გულით მოვედი, იმედით და რწმენით შევაღე ეკლესიის კარები, არც იერარქია მესმოდა, არც სხვა საეკლესიო თანამდებობები... სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას ვეძებდი... მხოლოდ ეს იყო ჩემი მიზანი...

ამ ბოლო დროს ხშირად ვარ დაბნეული... მაწუხებს გაურკვეველი მომავალი, ამდენი აგრესია, უნდობლობა, უპატიებლობა, სარკაზმი, ცინიზმი, განუკითხაობა, ანარქია, ქაოსი, უსამართლობა, ჩაგვრა, უპატრონობის შეგრძნება... ღმერთი ისევ შორეულ სინათლეს დაემსგავსა, რომელიც უფრო და უფრო გშორდება... ამ დროს პირიქით ვფიქრობდი, განივთებულად ვეძებდი მღვდლებში, მრევლში, მორწმუნეებში... იმ სივრცეში, სადაც ყოველდღიურობა მიწევს, ვერ ვპოულობ, ვერ ვგრძნობ... გარეთ, გლახაკებში, "ბომჟებში", უსახლკაროებში უფრო იგრძნობა... სული კბილებით მიჭირავს. მიჭირს, ძალიან მიჭირს შემზარავი რეალობა...

ყველაზე მეტად ისინი მთრგუნავენ, ვინც ამბიონიდან ქრისტეს სარწმუნოების დაცვისთვის იბრძვიან, მაგრამ საქმით ბოღმას აფრქვევენ... ჰო, მართლა, ახლა გამახსენდა, სად არიან ის აპოლოგეტები, ჩემი 13 წლის შვილის გამჭირვალე ტუნიკის გამო სასამართლო რომ მომიწყვეს, ჩემს გარიყვას და განკვეთას რომ ითხოვდნენ... ისე, უბრალოდ, მოვიკითხე, რაიმე ხომ არ უჭირთ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კრინტი არ დაუძრავთ...

ნურავის ავიწყდება, ღმერთის სამართალი არ არის შერჩევითი, არც არავინ ვართ შეუცვლელი...

იყო დრო, 90-იანებში სიონში შევიპარებოდი და ჯვარცმასთან მდგარ ღუმელთან ვთბებოდი... ახლა კი, ეკლესიაში ყველაზე მეტად შემცივდა... ისე შემცივდა, ლამისაა საკუთარ თავთან დადებული პირობა დავარღვიო და პატრიარქის ნაჩუქარი სვიტერი ჩავიცვა, რომელიც რელიქვიად უნდა შემენახა... თუ ასე გაგრძელდა, განკვეთა არ იქნება საჭირო, მე თავად წავალ, ოღონდ არც ეს იქნება მარტივი" - წერს პეტრე კოლხი.

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა