პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეთრი სიკვდილი" - მნიშვნელოვანი ინფორმაცია შაქარსა და მარილზე, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის
"თეთრი სიკვდილი" - მნიშვნელოვანი ინფორმაცია შაქარსა და მარილზე, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მა­რი­ლის გა­რე­შე, ასე­ვე რთუ­ლია უა­რის თქმა ტკბი­ლე­ულ­ზე. "თეთ­რი სიკ­ვდი­ლი" - ასე უწო­დე­ბენ შა­ქარს და მა­რილს, ორ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ პრო­დუქტს ჩვენ საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში. რა სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს შა­ქა­რი და მა­რი­ლი ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი, წარ­მო­ად­გენს თუ არა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მათი მი­ღე­ბა და რითი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვა­ნაც­ვლოთ ისი­ნი? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" გაგ­ცემთ.

მი­უ­ხე­და­ვად შაქ­რის მავ­ნე თვი­სე­ბე­ბი­სა, ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის. შაქ­რის და­საშ­ვე­ბი დღი­უ­რი დოზა და­ახ­ლო­ე­ბით 9 ჩაის კოვ­ზია, ამ რა­ო­დე­ნო­ბით შაქ­რის მი­ღე­ბა არ წარ­მო­ად­გენს სა­შიშ­რო­ე­ბას, პი­რი­ქით ის აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 კოვ­ზი შაქ­რის ჩაყ­რის უფ­ლე­ბა გაქვთ ჩა­ი­ში, ან ყა­ვა­ში. ამ ციფრ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა არამ­ხო­ლოდ სუფ­თა სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი ეს პრო­დუქ­ტი, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც შა­ქარს შე­ი­ცავს. მა­გა­ლი­თად, ერთ ძეხ­ვი­ან ბუ­ტერბროტ­ში 4 ჩაის კოვ­ზი შა­ქა­რია, ანუ დღი­უ­რი ნორ­მის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი მზა პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბამ­დე წა­ი­კი­თხეთ მისი შე­მად­გენ­ლო­ბა, თუ პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს შა­ქარს, ნუ­ღარ მი­ირ­თმევთ მას­თან ერ­თად შა­ქარს სუფ­თა სა­ხით.

იხი­ლეთ ვი­დეო: ყვე­ლა­ფე­რი შაქ­რის შემ­ცვლე­ლებ­ზე, ხე­ლოვ­ნურ და­მატ­კბობ­ლებ­ზე და მათ მავ­ნე მოქ­მე­დე­ბებ­ზე

შაქ­რის მი­სა­ღე­ბად ძი­რი­თად წყა­როს თეთ­რი ჭარ­ხა­ლი წარ­მო­ად­გენს, ის ფეს­ვია, რო­მე­ლიც მი­წის ქვეშ იზ­რდე­ბა. 20 კი­ლოგ­რა­მი შაქ­რის­გან და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­ნა­ხე­ვა­რი შა­ქა­რი მზად­დე­ბა, შაქ­რის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი კი შემ­დეგ­ნა­ი­რია: მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დეგ გა­რე­ცხი­ლი ჭარ­ხა­ლი იჭ­რე­ბა პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად, ემა­ტე­ბა წყა­ლი და იხარ­შე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი ტკბი­ლი სირო­ფი კრის­ტალ­დე­ბა, რომ­ლის დაფ­ქვის შე­დე­გა­დაც ვი­ღებთ შა­ქარს, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მავ­ნე პრო­დუქტს.

ლერ­წმის შა­ქა­რი, მცე­ნა­რე, რომ­ლის­გა­ნაც ყა­ვის­ფე­რი შა­ქა­რი მზად­დე­ბა, მისი სამ­შობ­ლო ინ­დო­ე­თია და ის, ჭარხლის შა­ქარ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და საკ­ვე­ბად. დღეს უკვე მა­ღა­ზი­ი­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახ­ლებ­ზე ყა­ვის­ფე­რი შა­ქა­რის არ­ჩე­ვა­ნიც გაჩ­ნდა, ის ჩვე­უ­ლებ­რივ შა­ქარ­ზე 4-ჯერ ძვი­რია, ბევ­რი თვლის, რომ პრო­დუქტს მა­ღა­ლი ფასი მისი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის გამო აქვს და ის ჩვე­უ­ლებ­რივ შა­ქარ­თან შე­და­რე­ბით უსაფრ­თხოა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ად­ვი­ლად ათ­ვი­სე­ბა­დი ნახ­შირ­წყლე­ბი ორი­ვე სა­ხის შა­ქარ­ში ერ­თნა­ი­რი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბი­თაა, ანუ ყა­ვის­ფე­რი და თეთ­რი შა­ქა­რიც ერ­თნა­ი­რად სა­ხი­ფა­თოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, თუმ­ცა თეთ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით ყა­ვის­ფე­რი შაქ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია არ­ჩე­ვა­ნი ყა­ვის­ფერ შა­ქარ­ზე გა­ა­კე­თოთ, თუმ­ცა უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ისიც მავ­ნე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ მავ­ნე თვი­სე­ბებ­თან ერ­თად და­დე­ბი­თიც გა­აჩ­ნია.

იხი­ლეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი: რო­გორ ატყუ­ე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლებს შაქ­რის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბი

ყა­ვის­ფე­რი შა­ქა­რი შე­და­რე­ბით ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, ამი­ტომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხში­რად თეთრ შა­ქარს ღე­ბა­ვენ და მას ყა­ვის­ფერ შაქ­რად ასა­ღე­ბენ. იმის­თვის რომ არ მო­ტყუვ­დეთ და ია­ფი­ან პრო­დუქ­ტში ძვი­რი არ გა­და­ი­ხა­დოთ, შე­ა­მოწ­მეთ.

  • თბილ წყალ­ში ჩა­ყა­რეთ შაქ­რის კუ­ბი­კი და და­აკ­ვირ­დით მას, თუ დნო­ბი­სას შაქ­რის კრის­ტა­ლე­ბი გა­თეთრდა, თქვენ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­მო­გა­პა­რეს, რად­გან ნა­ტუ­რა­ლუ­რი ლერ­წმის შა­ქა­რი ყა­ვის­ფე­რია და ის წყალ­ში მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­შიც ყა­ვის­ფე­რი დარ­ჩე­ბა.
  • ლერ­წმის შაქ­რის ყიდ­ვი­სას ასე­ვე და­აკ­ვირ­დით ეტი­კეტს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, უკე­თე­სია თუკი პრო­დუქ­ტი სამ­ხრეთ ამე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნი­დან იქ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად ეწე­რე­ბა სი­ტყვა - არა­რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი.
  • ჭარხლის თეთ­რი შაქ­რის ყიდ­ვი­სას კი პი­რი­ქით, უმ­ჯო­ბე­სია რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ი­ძი­ნოთ. რაც უფრო ძნე­ლად იხ­სნე­ბა რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შაქ­რის კუ­ბი­კი წყალ­ში, მით უფრო ტკბი­ლია.
  • ჭარხლის შა­ქა­რი უნდა იყოს ქათ­ქა­თა თეთ­რი, მოყ­ვი­თა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ კარ­გად არ იყო და­ცუ­ლი პრო­დუქ­ტის მომ­ზა­დე­ბის წე­სე­ბი.
იო­დი­ზი­რე­ბუ­ლი მა­რი­ლის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვა. ეტი­კეტ­ზე უნდა ეწე­როს, რომ მა­რი­ლი იო­და­ტით არის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი და არა იო­დი­დით, რად­გან იო­დი­დი იო­ლად ორ­თქლდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ნეს­ტი­ან გა­რე­მო­ში და მას­ზე მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. და ბოლო რჩე­ვა, კარ­გად და­აკ­ვირ­დით მა­რილს და შა­ქარს, თუ წყალ­ში ჩაყ­რი­სა და მო­რე­ვის შემ­დეგ კრის­ტა­ლე­ბი ბო­ლომ­დე არ გად­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­ბევ­რე­ბის მიზ­ნით მათ­ში და­ფხვნი­ლი შუ­შაა გა­რე­უ­ლი.

იხი­ლეთ: "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" - ყვე­ლა­ფე­რი შაქ­რი­სა და მა­რი­ლის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"თეთრი სიკვდილი" - მნიშვნელოვანი ინფორმაცია შაქარსა და მარილზე, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

"თეთრი სიკვდილი" - მნიშვნელოვანი ინფორმაცია შაქარსა და მარილზე, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

გემრიელი საჭმელი წარმოუდგენელია მარილის გარეშე, ასევე რთულია უარის თქმა ტკბილეულზე. "თეთრი სიკვდილი" - ასე უწოდებენ შაქარს და მარილს, ორ ყველაზე პოპულარულ პროდუქტს ჩვენ საკვებ რაციონში. რა საშიშროებას წარმოადგენს შაქარი და მარილი ჩვენი ორგანიზმისთვის, რა რაოდენობითაა მათი გამოყენება დასაშვები, წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას მათი მიღება და რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ ისინი? - ამ კითხვებზე პასუხს "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გაგცემთ.

მიუხედავად შაქრის მავნე თვისებებისა, ის აუცილებელი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის. შაქრის დასაშვები დღიური დოზა დაახლოებით 9 ჩაის კოვზია, ამ რაოდენობით შაქრის მიღება არ წარმოადგენს საშიშროებას, პირიქით ის აუცილებელიც კია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში 9 კოვზი შაქრის ჩაყრის უფლება გაქვთ ჩაიში, ან ყავაში. ამ ციფრში იგულისხმება არამხოლოდ სუფთა სახით მიღებული ეს პროდუქტი, არამედ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შაქარს შეიცავს. მაგალითად, ერთ ძეხვიან ბუტერბროტში 4 ჩაის კოვზი შაქარია, ანუ დღიური ნორმის თითქმის ნახევარი. ამიტომ ნებისმიერი მზა პროდუქტის მიღებამდე წაიკითხეთ მისი შემადგენლობა, თუ პროდუქტი შეიცავს შაქარს, ნუღარ მიირთმევთ მასთან ერთად შაქარს სუფთა სახით.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი შაქრის შემცვლელებზე, ხელოვნურ დამატკბობლებზე და მათ მავნე მოქმედებებზე

შაქრის მისაღებად ძირითად წყაროს თეთრი ჭარხალი წარმოადგენს, ის ფესვია, რომელიც მიწის ქვეშ იზრდება. 20 კილოგრამი შაქრისგან დაახლოებით 3 კილონახევარი შაქარი მზადდება, შაქრის დამზადების პროცესი კი შემდეგნაირია: მოსავლის აღების შემდეგ გარეცხილი ჭარხალი იჭრება პატარა ნაჭრებად, ემატება წყალი და იხარშება. მიღებული ტკბილი სიროფი კრისტალდება, რომლის დაფქვის შედეგადაც ვიღებთ შაქარს, ერთ-ერთ ყველაზე მავნე პროდუქტს.

ლერწმის შაქარი, მცენარე, რომლისგანაც ყავისფერი შაქარი მზადდება, მისი სამშობლო ინდოეთია და ის, ჭარხლის შაქარზე გაცილებით ადრე გამოიყენებოდა საკვებად. დღეს უკვე მაღაზიისა და სუპერმარკეტების დახლებზე ყავისფერი შაქარის არჩევანიც გაჩნდა, ის ჩვეულებრივ შაქარზე 4-ჯერ ძვირია, ბევრი თვლის, რომ პროდუქტს მაღალი ფასი მისი სასარგებლო თვისებების გამო აქვს და ის ჩვეულებრივ შაქართან შედარებით უსაფრთხოა. სინამდვილეში ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები ორივე სახის შაქარში ერთნაირი პროცენტულობითაა, ანუ ყავისფერი და თეთრი შაქარიც ერთნაირად სახიფათოა ორგანიზმისთვის, თუმცა თეთრისგან განსხვავებით ყავისფერი შაქრის შემადგენლობაში გარკვეული რაოდენობის ვიტამინები და მინერალებია შენარჩუნებული. ამიტომ უმჯობესია არჩევანი ყავისფერ შაქარზე გააკეთოთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ისიც მავნებელია, უბრალოდ მავნე თვისებებთან ერთად დადებითიც გააჩნია.

იხილეთ ექსპერიმენტი: როგორ ატყუებენ მომხმარებლებს შაქრის არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები

ყავისფერი შაქარი შედარებით ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ხშირად თეთრ შაქარს ღებავენ და მას ყავისფერ შაქრად ასაღებენ. იმისთვის რომ არ მოტყუვდეთ და იაფიან პროდუქტში ძვირი არ გადაიხადოთ, შეამოწმეთ.

  • თბილ წყალში ჩაყარეთ შაქრის კუბიკი და დააკვირდით მას, თუ დნობისას შაქრის კრისტალები გათეთრდა, თქვენ ფალსიფიცირებული პროდუქტი შემოგაპარეს, რადგან ნატურალური ლერწმის შაქარი ყავისფერია და ის წყალში მოხვედრის შემთხვევაშიც ყავისფერი დარჩება.
  • ლერწმის შაქრის ყიდვისას ასევე დააკვირდით ეტიკეტს და გაითვალისწინეთ, უკეთესია თუკი პროდუქტი სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან იქნება და აუცილებლად ეწერება სიტყვა - არარაფინირებული.
  • ჭარხლის თეთრი შაქრის ყიდვისას კი პირიქით, უმჯობესია რაფინირებული შეიძინოთ. რაც უფრო ძნელად იხსნება რაფინირებული შაქრის კუბიკი წყალში, მით უფრო ტკბილია.
  • ჭარხლის შაქარი უნდა იყოს ქათქათა თეთრი, მოყვითალო შეფერილობა მეტყველებს იმაზე, რომ კარგად არ იყო დაცული პროდუქტის მომზადების წესები.
იოდიზირებული მარილის შეძენის შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი რჩევა. ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ მარილი იოდატით არის გამდიდრებული და არა იოდიდით, რადგან იოდიდი იოლად ორთქლდება, განსაკუთრებით ნესტიან გარემოში და მასზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. და ბოლო რჩევა, კარგად დააკვირდით მარილს და შაქარს, თუ წყალში ჩაყრისა და მორევის შემდეგ კრისტალები ბოლომდე არ გადნა, დიდი ალბათობით გაბევრების მიზნით მათში დაფხვნილი შუშაა გარეული.

იხილეთ: "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი შაქრისა და მარილის შესახებ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"