დარიჩინი ინფორმაციის ათვისების გასაუმჯობესებელი უნიკალური საშუალებაა. თუ ბავშვს უჭირს სკოლაში სწავლა, ცუდად იმახსოვრებს ინფორმაციას, დროა რაციონში ჩართოთ დარიჩინი. იგი აუმჯობესებს სწავლის უნარს.
სწავლის უნარი დაბადებიდან განისაზღვრება, მაგრამ ცხოვრების მანძილზე შეიძლება ამ ჩვევის გამომუშავება. თუმცა ზოგიერთს, მიუხედავად ძალისხმევისა, სწავლა მაინც უჭირს. დარიჩინი ეხმარება მას, ვინც სწავლის ნიჭით არ არის დაჯილდოებული. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, დარიჩინი მასალის ათვისების დონის აწევის კუთხით უშედეგოა.
ცნობილია, რომ ტვინში მეხსიერების გენერირებაზე, ორგანიზაციასა და შენახვაზე პასუხისმგებელი ჰიპოკამპია. ექსპერტების კვლევით, „ცუდ მოსწავლეებს“ ჰიპოკამპში უფრო
ნაკლები ჰქონდათ ცილა CREB (მნიშვნოლოვანია მეხსიერებისა და სწავლის პროცესისათვის) და მეტი ცილა GABRA5 (აგენერირებს ტვინის მაინჰიბირებელ გამტარობას)... განაგრძეთ კითხვა