ლას-ვეგასელ მკვლელი სტივენ პედოკი მილიონერი იყო, NBC News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მას ხუთი მილიონი დოლარი ჰქონდა.
პედოკმა აღნიშნული თანხა 2015 წელს დეკლარირებისას მიუთითა, შემოსავლის წყაროდ კი აზარტული თამაშები დაასახელა.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პედოკი იმყოფებოდა 20 კრუიზში, რომლის დროსაც გაჩერდა ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, იორდანიაში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. არ არის ცნობილი, თუ როდის იმოგზაურა პედოკმა, თუმცა მედიის ინფორმაციით, ის კრუიზში მიდიოდა ლაინერებით, რომლის ბორტზეც კაზინოები იყო.
64 წლის ამერიკელმა სტივენ პედოკმა სასტუმროს Mandalay Bay 34-ე სართულიდან ცეცხლი გაუხსნა მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს, შემდეგ კი თავი მოიკლა. 59 ადამიანი გარდაიცვალა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.