თბილისში "ორი ნაბიჯის"უკვე ასი მაღაზიაა

თბილისში "ორი ნაბიჯის"უკვე ასი მაღაზიაა

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" განვითარებას სწრაფი ტემპით აგრძელებს. კომპანიამ თბილისში, აღმაშენებლის 124 ნომერში კიდევ ერთი, ამჯერად უკვე რიგით მეასე მაღაზია საზეიმოდ გახსნა. შესაბამისად, "ორი ნაბიჯის"ყველაზე საჭირო,მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დასახელების პროდუქტის სახლთან ახლოს კომფორტულად შეძენის და კომპანიის მიერ შეთავაზებული მრავალფეროვანი აქციებით სარგებლობის შესაძლებლობა,დღეიდან კიდევ უამრავ მომხმარებელს მიეცა.

აღსანიშნავია, რომ ახლადგახსნილ ფილიალში მომხმარებლებს კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი მთელი დღის განმავლობაში პერსონალურად ემსახურებოდა.როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა, მიმდინარე წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით "ორი ნაბიჯის" კიდევ ათამდე მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი.

"განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. გავხსენით "ორი ნაბიჯის" რიგით მეასე მაღაზია. ამ მოვლენას ჩვენთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. გადავწყვიტეთ, თავად მოვემსახუროთ მომხმარებელს. ამით გვინდა ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ მათ მიმართ. აღსანიშნავია, რომ ქსელი ყოველდღიურად ასი ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ეს ჩვენთვისარის,ერთი მხრივ,ძალიან დიდი პასუხისგებლობა და,მეორე მხრივ,"ორი ნაბიჯისადმი"გამოცხადებული მაღალინდობა, რასაც ძალიან ვაფასებთ. აქედან გამომდინარე, მუდმივად ვაუმჯობესებთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტს, ისეფასებს დაჩვენი მომსახურების ხარისხს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ვართ ყველაზე ახლოს მომხმარებელთან დაჩვენს მაღაზიაში ვქმნით გარემოს, რომელშიც განსაკუთრებული სერვისის, მოსახერხებელი განლაგებისა და ნავიგაციის პირობებში, ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია სასურველი პროდუქტის მოკლე დროში პოვნა და საუკეთესო ფასად შეძენა. ჩვენ ყველა პირობას ვუქმნით მომხმარებლებს, რომ ყოველდღიურად ჩვენთან ურთიერთობით რაც შეიძლება, მეტი დრო და ფინანსები დაზოგონ.

ჩვენს მომხმარებლებს და მომწოდებლებს წლის დასაწყისში დავპირდით, რომ გავაგრძელებდით ქსელის განვითარებას, შესაბამისად წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით კიდევ არაერთი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ."-განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

მისივე ინფორმაციით, "ორი ნაბიჯის" მაღაზიათა ქსელი უახლოეს პერიოდში ოპერირებას საქართველოს რეგიონებშიც დაიწყებს. ამ დროისთვის უცნობია სად განთავსდება კომპანიის პირველი რეგიონალური ფილიალი, თუმცა საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

"გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალია მოთხოვნა ჩვენი რეგიონების მოსახლეობიდან, ვამზადებთ რეგიონალური განვითარების გეგმას და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან ჩვენი მაღაზიათა ქსელის გაფართოებას ამ მიმართულებითაც დავიწყებთ.მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა "ორი ნაბიჯის" მომწოდებლებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის ასეთი დინამიური განვითარება. ამასთან, ყოველდღიურად ვგრძნობთ, რომ მომხმარებლების ნაკადი და მათი კმაყოფლება "ორი ნაბიჯის" მიმართ იზრდება. ეს დიდწილად ჩვენი პროფესიონალი და ერთგული თანამშრომლების გუნდის დამსახურებაა და განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის."-აღნიშნა ავთანდილ წერეთელმა.

"ორი ნაბიჯის" პირველი მაღაზია თბილისში 2010 წელს გაიხსნა. კომპანიაში ამ დროისთვის უკვე 1400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ "ორი ნაბიჯი" პირველი გაყიდვების საცალო ქსელია, რომელმაც ქართულ ბაზარზე უბნის მაღაზიათა ფორმატით დაიწყო ოპერირება. "ორი ნაბიჯი" გასული წლის განმავლობაში სუპერმარკეტების ბაზარზე ყველაზე მზარდი ტემპით გამოირჩეოდა. ამ დროისთვის კომპანია თბილისის ყველა უბანშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტს საუკეთესო ფასად, სახლიდან პრაქტიკულად ორ ნაბიჯზე სთავაზობს.

ქრისტინე გამთენაძე

Ambebi.ge

ნახეთ ვიდეო

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი