სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა
მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, შო­რი­დან იდე­ა­ლუ­რი და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩანს. ხში­რად, რო­დე­საც ცნო­ბილ და მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს ეკ­რა­ნებ­ზე ვხე­დავთ, ვერ ვი­აზ­რებთ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ისი­ნი ძა­ლი­ან გვგვა­ნან ჩვენ და გა­ნა­თე­ბუ­ლი სცე­ნი­სა თუ ფარ­თო ბილ­ბორ­დე­ბის მიღ­მა მა­თაც ჩვენ­სა­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სურ­ვი­ლე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლია ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბით და ეს ფაქ­ტი უკვე სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნიც გახ­და.

სა­მე­ფო ოჯა­ხი

ქეით მიდლტონ­მა და უელ­სის პრინცმა ჩარლზ­მა დალ­ვი­ჩის გა­ლე­რე­ის სტუმ­რო­ბი­სას თავი ვერ შე­ი­კა­ვეს და პა­ტა­რებ­თან ერ­თად ქა­ღალ­დე­ბის­გან სა­ხა­ლი­სო ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სი­ნამ­დვი­ლე­ში პრინ­ცი ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რია, რო­მელ­საც 6 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ხა­ტე­ბიც კი აქვს გა­ყი­დუ­ლი და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა მის გარ­და სა­მე­ფო ოჯა­ხის არა­ერ­თი წევ­რის გა­ტა­ცე­ბაა.

დე­ვიდ ბექ­ჰე­მი

დე­ვიდ ბექ­ჰე­მი არა მარ­ტო ფეხ­ბურ­თის კარ­გად თა­მა­შის ნი­ჭით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, არა­მედ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი­თაც. მის­მა მე­უღ­ლემ ვიქ­ტო­რია ბექ­ჰემ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სუ­რა­თი, თუ რო­გორ უკე­რავს ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილს თო­ჯი­ნის­თვის ტან­საც­მელს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს დე­ვიდ ბექ­ჰე­მის ერთჯე­რა­დი მცდე­ლო­ბა სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა და თა­ვი­სუ­ფალ დროს ხში­რად სწო­რედ ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ატა­რებს.

ტე­ი­ლორ სვიფ­ტი

ხელ­საქ­მე უცხო ხილი არ ყო­ფი­ლა პოპ ვარ­სკლავ ტე­ი­ლორ სვიფ­ტის­თვი­საც. სწო­რედ სა­კუ­თა­რი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ლო სა­ჩუ­ქა­რი მი­არ­თვა თა­ვის კე­ნი­ელ მე­გო­ბარს ქორ­წილ­ში და რო­გორც ირ­კვე­ვა, მას არა­ერ­თი ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რი აქვს შექ­მნი­ლი.

პა­რის ჰილ­ტო­ნი

ელი­ტის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და მე­წარ­მემ პა­რის ჰილ­ტონ­მა დიდი ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა გო­ნივ­რუ­ლი ბრენ­დინ­გით. სუ­ნა­მო­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი ტან­საც­მლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ის ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ბრენ­დის ქვეშ ფუ­თავს და ამ ბრენ­დის უამ­რა­ვი აქ­სე­სუ­ა­რი სწო­რედ მის მიერ ხე­ლით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც ჩანს, ხელ­საქ­მე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბად არის ქცე­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­მე­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი, ხში­რად ის გან­ტვირ­თვი­სა და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად სწო­რედ ამ ხერ­ხს მი­მარ­თავს. ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს მათ და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო მა­სა­ლებ­ზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნა. ულა­მა­ზე­სი მა­სა­ლე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს მომ­ხმა­რე­ბელს კი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი" სთა­ვა­ზობს.

მისი შე­ძე­ნა კი კონ­კრე­ტუ­ლად 3 ფი­ლი­ალ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი: თბი­ლი­სი "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" კან­დე­ლა­კის #7 და ჭავ­ჭა­ვა­ძის #7, ბა­თუ­მი : "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" მე­მედ აბა­ში­ძის # 52

მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა

მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა

მსოფლიოში ცნობილი ადამიანების ცხოვრება, შორიდან იდეალური და ჩვენი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებული ჩანს. ხშირად, როდესაც ცნობილ და მდიდარ ადამიანებს ეკრანებზე ვხედავთ, ვერ ვიაზრებთ, რომ სინამდვილეში ისინი ძალიან გვგვანან ჩვენ და განათებული სცენისა თუ ფართო ბილბორდების მიღმა მათაც ჩვენსავით ჩვეულებრივი სურვილები და ინტერესები აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილი გატაცებულია ხელნაკეთი ნივთების დამზადებით და ეს ფაქტი უკვე საჯარო განხილვის საგანიც გახდა.

სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონმა და უელსის პრინცმა ჩარლზმა დალვიჩის გალერეის სტუმრობისას თავი ვერ შეიკავეს და პატარებთან ერთად ქაღალდებისგან სახალისო ნივთების დამზადებაში მიიღეს მონაწილეობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში პრინცი ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც 6 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახატებიც კი აქვს გაყიდული და ხელნაკეთი ნივთების დამზადება მის გარდა სამეფო ოჯახის არაერთი წევრის გატაცებაა.

დევიდ ბექჰემი

დევიდ ბექჰემი არა მარტო ფეხბურთის კარგად თამაშის ნიჭით არის დაჯილდოებული, არამედ შემოქმედებითი უნარებითაც. მისმა მეუღლემ ვიქტორია ბექჰემმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, თუ როგორ უკერავს ცნობილი ფეხბურთელი საკუთარ ქალიშვილს თოჯინისთვის ტანსაცმელს. როგორც აღმოჩნდა, ეს დევიდ ბექჰემის ერთჯერადი მცდელობა სულაც არ ყოფილა და თავისუფალ დროს ხშირად სწორედ ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში ატარებს.

ტეილორ სვიფტი

ხელსაქმე უცხო ხილი არ ყოფილა პოპ ვარსკლავ ტეილორ სვიფტისთვისაც. სწორედ საკუთარი ხელით დამზადებული საქორწილო საჩუქარი მიართვა თავის კენიელ მეგობარს ქორწილში და როგორც ირკვევა, მას არაერთი ხელნაკეთი აქსესუარი აქვს შექმნილი.

პარის ჰილტონი

ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და მეწარმემ პარის ჰილტონმა დიდი ქონება დააგროვა გონივრული ბრენდინგით. სუნამოებით დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული, ის ყველაფერს თავისი ბრენდის ქვეშ ფუთავს და ამ ბრენდის უამრავი აქსესუარი სწორედ მის მიერ ხელით არის დამზადებული.

როგორც ჩანს, ხელსაქმე უამრავი ადამიანის გატაცებად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სფეროს წარმომადგენელია ადამიანი, ხშირად ის განტვირთვისა და საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად სწორედ ამ ხერხს მიმართავს. ხელნაკეთი ნივთების შექმნა საქართველოშიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაზეც მეტყველებს მათ დასამზადებლად საჭირო მასალებზე გაზრდილი მოთხოვნა. ულამაზესი მასალების ფართო არჩევანს მომხმარებელს კი უკვე რამდენიმე თვეა წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სთავაზობს.

მისი შეძენა კი კონკრეტულად 3 ფილიალშია შესაძლებელი: თბილისი "ბიბლუსი გალერეა" კანდელაკის #7 და ჭავჭავაძის #7, ბათუმი : "ბიბლუსი გალერეა" მემედ აბაშიძის # 52

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი