ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის საქმის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა. ამის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.
ადვოკატებმა სასამართლოს აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა წარუდგინეს და მის საქმეში მტკიცებულებად დართვას ითხოვენ.
როგორც ადვოკატმა ლილი გელაშვილმა აღნიშნა, დასკვნა მოიცავს ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციას, რაც საჯარო არ უნდა იყოს.
დაცვის მხარის შუამდგომლობას პროცესის ნაწილობრივ დახურვის თაობაზე პროკურორი ირაკლი მარშანიაც დაეთანხმა. საბოლოოდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ახლა მხარეები ექსპერტიზის დასკვნაზე დახურულ სხდომაზე მსჯელობენ.