პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელი ჟურნალისტი გადაღლილობისა და უძილობის შედეგად გარდაიცვალა
იაპონელი ჟურნალისტი გადაღლილობისა და უძილობის შედეგად გარდაიცვალა

ია­პო­ნი­ის სა­ზო­გა­დობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გა­დაღ­ლი­ლო­ბა გახ­და, Evening Standard-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი.

31 წლის მივა სადო თვე­ში 160 სა­ა­თის გა­და­ჭარ­ბე­ბით მუ­შა­ობ­და. ის თვე­ში მხო­ლოდ 2 დღეს იყე­ნებ­და დას­ვე­ნე­ბის­თვის, 2013 წლის ივ­ლის­ში კი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

ტო­კი­ოს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბა ზე­გა­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ოს და­უ­კავ­ში­რა, თუმ­ცა NHK-მ მი­ზე­ზი მხო­ლოდ ახლა აღი­ა­რა.

და­საქ­მე­ბის ინ­სპექ­ტო­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­დომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 თვით ადრე 159 სა­ა­თით და 37 წუ­თით მეტი იმუ­შა­ვა.

"ის იყო გა­დაღ­ლი­ლი და ჰქონ­და ქრო­ნი­კუ­ლი უძი­ლო­ბა," - გა­ნა­ცხა­დეს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ა­ში.

"თავს ვი­კა­ვებ­დით, გან­გვე­ცხა­დე­ბი­ნა ჟურ­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ჯა­როდ, რად­გან მის ოჯახს სურ­და ასე, თუმ­ცა ახლა გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რა, რად­გან შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბის რე­ფორ­მას ვი­წყებთ," - გა­ნა­ცხა­და NHK-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

2015 წელს და­საქ­მე­ბის ინ­სპექ­ტო­რებ­მა 24 წლის გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბა­ში მისი დამ­საქ­მე­ბე­ლი, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია Dentsu და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მა­ცუ­რი ტა­კა­ჰა­ში 100 სა­ათ­ზე მეტ ზე­გა­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

იაპონელი ჟურნალისტი გადაღლილობისა და უძილობის შედეგად გარდაიცვალა

იაპონელი ჟურნალისტი გადაღლილობისა და უძილობის შედეგად გარდაიცვალა

იაპონიის საზოგადობრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი გადაღლილობა გახდა, Evening Standard-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შრომის ინსპექციის დასკვნაშია ნათქვამი.

31 წლის მივა სადო თვეში 160 საათის გადაჭარბებით მუშაობდა. ის თვეში მხოლოდ 2 დღეს იყენებდა დასვენებისთვის, 2013 წლის ივლისში კი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტოკიოს შრომის ინსპექციამ მოგვიანებით გარდაცვალება ზეგანაკვეთურ სამუშაოს დაუკავშირა, თუმცა NHK-მ მიზეზი მხოლოდ ახლა აღიარა.

დასაქმების ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ სადომ არჩევნებამდე 1 თვით ადრე 159 საათით და 37 წუთით მეტი იმუშავა.

”ის იყო გადაღლილი და ჰქონდა ქრონიკული უძილობა,” - განაცხადეს შრომის ინსპექციაში.

”თავს ვიკავებდით, განგვეცხადებინა ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი საჯაროდ, რადგან მის ოჯახს სურდა ასე, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, ამ თემაზე გვესაუბრა, რადგან შრომითი პირობების რეფორმას ვიწყებთ,” - განაცხადა NHK-ს წარმომადგენელმა.

2015 წელს დასაქმების ინსპექტორებმა 24 წლის გოგონას თვითმკვლელობაში მისი დამსაქმებელი, სარეკლამო კომპანია Dentsu დაადანაშაულეს. მაცური ტაკაჰაში 100 საათზე მეტ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს