პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტში არ არის ერთი მუხლიც კი, რომლისგან მმართველ ძალას სარგებელი შეიძლება ჰქონდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"დასაწყისიდანვე ჩვენ დავპირდით ვენეციის კომისიას, რომ არც ერთი ნორმა არ იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, თუ ის უარყოფით შეფასებას მიიღებდა ვენეციის კომისიისგან და ჩვენ ამ დანაპირების მიხედვით ვიმოქმედეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა აღვნიშნო ის არის, რომ კონსტიტუციაში არ არის ერთი მუხლიც კი, რომლისგან მმართველ ძალას სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ვერავინ შეძლებს ამგვარი მუხლის დასახელებას. ეს კი საქართველოში საკონსტიტუციო ტრადიციის შეცვლაზე მეტყველებს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უნდა აღინიშნოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.