პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენები, რომლებიც თბილისის სხვადსხვა უბნის არქეოლოგიური გათხრებისას გაკეთდა
უნიკალური აღმოჩენები, რომლებიც თბილისის სხვადსხვა უბნის არქეოლოგიური გათხრებისას გაკეთდა

ბევ­რის­თვის ალ­ბათ უც­ნო­ბია, რომ თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­სა თუ ქუ­ჩა­ზე, მის შე­მო­გა­რენ­ში სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნაა გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, რომ თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე მარ­თლაც რომ ყო­ფი­ლა.

დი­დუ­ბე­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად, 1930 წელს ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის, არ­ქე­ო­ლო­გის გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძის მიერ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ენე­ო­ლი­თის და­სას­რუ­ლი­სა და ად­რინ­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის და­სა­წყი­სის (ძვ.წ. IV ათას­წლე­უ­ლის ბოლო) ნა­მო­სახ­ლა­რი, მტკვარ-არაქ­სის კულ­ტუ­რის ად­რე­უ­ლი ძეგლი. იპო­ვეს ხე­ლით ნა­ძერ­წი, გა­მომ­წვა­რი თი­ხის ჯა­მე­ბი, მა­ღა­ლი ცი­ლინ­დრუ­ლი ქოთ­ნე­ბი, კო­ჭე­ბი, სამ­ყუ­რა ჭურ­ჭე­ლი, კე­რა­მი­კა (სადა, მო­ვარ­დის­ფრო-ნაც­რის­ფერ ზე­და­პი­რი­ა­ნი, მი­ძერ­წი­ლი კო­პე­ბი­თა და შვე­რი­ლე­ბით). აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასე­ვე ობ­სი­დი­ა­ნის ანატ­კე­ცე­ბი, ის­რის­პი­რი, და­ნი­სებ­რი ია­რა­ღი, ძვლის სად­გი­სე­ბი...

მსგავ­სი მა­სა­ლა აღ­მო­აჩ­ნეს კი­კეთ­ში, კო­და­ში, სამ­შვილ­დე­ში, რაც ამ­ტკი­ცებს, რომ აქ ცხოვ­რობ­და დიდი კულ­ტუ­რის მქო­ნე, მი­წათ­მოქ­მე­დი და მე­სა­ქონ­ლე ხალ­ხი, რო­მელ­თა მე­ურ­ნე­ო­ბა­შიც დიდი ად­გი­ლი ეკა­ვა მო­ნა­დი­რე­ო­ბას და მე­თევ­ზე­ო­ბას... დი­დუ­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას ასე­ვე სუფ­თად დარ­თუ­ლი ძა­ფით ქსო­ვაც სცოდ­ნია.

შუა ბრინ­ჯა­ოს ხანა ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი ნივ­თით, ე.წ. ყუ­ა­და­ქა­ნე­ბუ­ლი, ორ­ნა­მენ­ტით შემ­კუ­ლი ბრინ­ჯა­ოს საბ­რძო­ლო ცუ­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ის შემ­თხვე­ვით 1935 წელს მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე, ღრმა­ღე­ლე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნივ­თი ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს აღ­მო­ჩე­ნი­ლი გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რე­ბი და სა­მა­როვ­ნე­ბი. თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის წყალ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბის დროს, 1949-1950 წლებ­ში სა­მარ­ხებს მი­აგ­ნეს, სა­დაც იყო ორ­ნა­მენ­ტი­ა­ნი, შავპ­რი­ა­ლა კე­რა­მი­კა (დერ­გე­ბი, ქოთ­ნე­ბი, ქი­ლე­ბი, ლან­გრე­ბი, სას­მი­სე­ბი). ბრინ­ჯა­ოს საბ­რძო­ლო ია­რა­ღი (სა­ტე­ვა­რი, შუ­ბის­პი­რი), სამ­კა­უ­ლი (სარ­დი­ო­ნის მძი­ვე­ბი), ში­ნა­ურ ცხო­ველ­თა ძვლე­ბი, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა კარ­გად ყო­ფი­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

1950 წელს ნავ­თლუღ­ში, ნავ­თი­ჭა­ლას­თან, მდი­ნა­რე­ებს მტკვარ­სა და ორ­ხევს შო­რის, გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის სა­მა­რო­ვა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს (ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქო­რი­ძე). გა­თხრი­ლი იყო 8 ორმო-სა­მარ­ხი, სა­დაც საბ­რძო­ლო ია­რა­ღი (ბრინ­ჯა­ოს სა­ტევ­რე­ბი, შუ­ბის­პი­რე­ბი, ის­რის­პი­რე­ბი, ცული), სამ­კა­უ­ლი (სა­მა­ჯუ­რი, სა­ყუ­რე, სა­კის­რე რგო­ლი, სა­კინ­ძი, რო­მელ­ზეც სტი­ლი­ზე­ბუ­ლი ცხვრის თავი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, სარ­დი­ო­ნის მძი­ვე­ბი), სა­ო­ჯა­ხო ჭურ­ჭე­ლი (თი­ხის დერ­გი, დოქი, სას­მი­სი, ფი­ა­ლა, ჯამი, ქილა, სპი­ლენ­ძის ქვა­ბი).

გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის (ძვ.წ. I ათას­წლ. I ნა­ხე­ვა­რი) მა­სა­ლას, 1936 წელს, სა­ნა­პი­როს ქუ­ჩის მშე­ნებ­ლო­ბის დროს მი­აგ­ნეს, 1940 წელს - სა­ბურ­თა­ლო­ზე, ახალ­შე­ნის ქუ­ჩა­ზე.

ძვ. წ. I ათას­წლე­უ­ლის ბოლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­პოვნ ნივ­თებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი მას­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით ჩანს, რომ თბი­ლის­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ვაჭ­რო გზა იყო. ძვ.წ. IV-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბერ­ძნუ­ლი მო­ნე­ტა დი­დუ­ბის ხი­დის მახ­ლობ­ლა­დაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

ალ­ბათ სიმ­ბო­ლუ­რია, რომ XIX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბის სა­ძირ­კვლის გა­თხრი­სას ძვ.წ. III-II სა­უ­კუ­ნე­ე­ბის 6 ცალი ბაქტრი­უ­ლი მო­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

1949 წელს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის ბო­ლოს - ძვ.წ. III-I სა­უ­კუ­ნე­ე­ბი - ლი­სი­მა­ქეს სტა­ტე­რის მი­ნა­ბა­ძი იპო­ვეს. ღრმა­ღე­ლე­ში - ძვ.წ. I ს. ფრა­ატ IV-ის მო­ნე­ტა.

ერეკ­ლე II-ის მო­ე­დან­თან მდე­ბა­რე ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1956-1957 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი­სას (ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი - გრძე­ლიშ­ვი­ლი, ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი), მო­პო­ვე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის მი­ხედ­ვით, გა­თხრი­ლია 8 მ სის­ქის 4 ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი შრე. აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო სა­მე­ურ­ნეო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის, წყალ­სა­დე­ნე­ბის კე­რა­მი­კუ­ლი სა­წარ­მოს და სხვა ნაშ­თე­ბი, სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი (მო­ჭი­ქუ­ლი და მო­უ­ჭი­ქა­ვი თი­ხის ჭურ­ჭე­ლი), სამ­კა­უ­ლი (მი­ნის, ლი­თო­ნის, ქვის), ია­რაღ-სა­ჭურ­ვე­ლი;

თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა­ში დიდი როლი მი­უ­ძღვის 1967 წელს ჩა­ტა­რა­ე­ბულ ე.წ. "თბი­ლი­სის ცი­ხის" გა­თხრებს (ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი - ლომ­თა­თი­ძე, ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი). ექ­სპე­დი­ცი­ამ შე­ის­წავ­ლა XIII სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი, აბა­ნო, სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბა­თა ნა­წი­ლი. თეთრკე­ცი­ა­ნი მო­ჭი­ქუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იმ­პორ­ტუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქა­ლაქს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია სხვა ქვეყ­ნებ­თან.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბი გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არის. მათ­გან უძ­ვე­ლე­სია ხევძმა­რის სა­მა­რო­ვან­ზე გა­თხრი­ლი შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის და­სას­რუ­ლის რამ­დე­ნი­მე სა­მარ­ხი. ნა­წი­ლი გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს და ად­რინ­დე­ლი რკი­ნის ხა­ნი­საა. სა­მა­როვ­ნის მახ­ლობ­ლად, გლ­და­ნის V მიკ­რო­რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ამა­ვე ხა­ნის ე.წ. "სა­ბა­ტო­ნოს სა­მა­რო­ვა­ნი". მისი თა­ნად­რო­უ­ლია 2 ნა­სახ­ლა­რი მდი­ნა­რე ხევძმა­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, ერთი - მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში, მე­ო­რე - ხე­ვის მა­ღალ ნა­პირ­ზეა.

მდი­ნა­რე გლ­და­ნის­ხე­ვის მარ­ცხე­ნა მა­ღალ ნა­პირ­ზე, სო­ფელ გლ­და­ნის სა­საფ­ლა­ოს ახ­ლოს და ძვე­ლი გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "ნარ­სე­ლა­სა" და "ის­მა­ი­ლა­ზე" აკ­რე­ფი­ლია გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს - ად­რინ­დე­ლი რკი­ნის ხა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა. სა­საფ­ლა­ოს მახ­ლობ­ლად, არის გვი­ან­დე­ლი ან­ტი­კუ­რი ხა­ნის სა­მა­რო­ვა­ნიც. ად­რინ­დე­ლი ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი სხვა­დას­ხვა დროს აგე­ბუ­ლი ორი ეკ­ლე­სი­ით, გა­თხრი­ლია "სა­ბა­ტო­ნე­ზე" (გლ­და­ნის მა­სი­ვის IV და V მიკ­რო­რა­ი­ო­ნებს შო­რის). ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნის ნა­სახ­ლა­რე­ბი მიკ­ვლე­უ­ლია "ის­მა­ი­ლას," "ნარ­სე­ლა­სა" და ხევძმა­რის სა­მა­როვ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სო­ფელ გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რი­ყი­ან­ში, 1964 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მი­წის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს და­ინ­გრა ქვის სა­მარ­ხე­ბი. აღ­მო­ჩე­ნი­ლია VI-VIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნივ­თე­ბი: ბრინ­ჯა­ოს სა­ყუ­რე­ე­ბი, ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლის მოყ­ვა­ნი­ლო­ბის მარ­ჯნის­თა­ვი­ა­ნი რკი­ნის სა­კინ­ძე­ბი, რკი­ნის სა­მა­ჯუ­რის ნა­ტე­ხი... მა­სა­ლა ინა­ხე­ბა დუ­შე­თის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ის ბა­ზა­ზე (ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი - აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ჯორ­ბე­ნა­ძე).

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

უნიკალური აღმოჩენები, რომლებიც თბილისის სხვადსხვა უბნის არქეოლოგიური გათხრებისას გაკეთდა

უნიკალური აღმოჩენები, რომლებიც თბილისის სხვადსხვა უბნის არქეოლოგიური გათხრებისას გაკეთდა

ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ თბილისის სხვადასხვა უბანსა თუ ქუჩაზე, მის შემოგარენში სხვადასხვა დროს არაერთი არქეოლოგიური გათხრა ჩატარებულა და უამრავი საინტერესო აღმოჩენაა გაკეთებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თბილისის ტერიტორიაზე აქტიური ცხოვრება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მართლაც რომ ყოფილა.

დიდუბეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 1930 წელს ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის გიორგი ნიორაძის მიერ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. აღმოაჩინეს ენეოლითის დასასრულისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლო) ნამოსახლარი, მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი. იპოვეს ხელით ნაძერწი, გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრული ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა (სადა, მოვარდისფრო-ნაცრისფერ ზედაპირიანი, მიძერწილი კოპებითა და შვერილებით). აღმოაჩინეს ასევე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები...

მსგავსი მასალა აღმოაჩნეს კიკეთში, კოდაში, სამშვილდეში, რაც ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა დიდი კულტურის მქონე, მიწათმოქმედი და მესაქონლე ხალხი, რომელთა მეურნეობაშიც დიდი ადგილი ეკავა მონადირეობას და მეთევზეობას... დიდუბის მოსახლეობას ასევე სუფთად დართული ძაფით ქსოვაც სცოდნია.

შუა ბრინჯაოს ხანა ჯერჯერობით ერთადერთი ნივთით, ე.წ. ყუადაქანებული, ორნამენტით შემკული ბრინჯაოს საბრძოლო ცულითაა წარმოდგენილი, ის შემთხვევით 1935 წელს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ღრმაღელეში აღმოაჩინეს. ნივთი ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

მრავალფეროვანია მტკვრის მარცხენა მხარეს აღმოჩენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარები და სამაროვნები. თბილისი-რუსთავის წყალსადენის მშენებლობის დროს, 1949-1950 წლებში სამარხებს მიაგნეს, სადაც იყო ორნამენტიანი, შავპრიალა კერამიკა (დერგები, ქოთნები, ქილები, ლანგრები, სასმისები). ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი (სატევარი, შუბისპირი), სამკაული (სარდიონის მძივები), შინაურ ცხოველთა ძვლები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მეცხოველეობა კარგად ყოფილა განვითარებული.

1950 წელს ნავთლუღში, ნავთიჭალასთან, მდინარეებს მტკვარსა და ორხევს შორის, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი აღმოაჩინეს (ჯგუფის ხელმძღვანელი ქორიძე). გათხრილი იყო 8 ორმო-სამარხი, სადაც საბრძოლო იარაღი (ბრინჯაოს სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, ცული), სამკაული (სამაჯური, საყურე, საკისრე რგოლი, საკინძი, რომელზეც სტილიზებული ცხვრის თავი იყო გამოსახული, სარდიონის მძივები), საოჯახო ჭურჭელი (თიხის დერგი, დოქი, სასმისი, ფიალა, ჯამი, ქილა, სპილენძის ქვაბი).

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. I ათასწლ. I ნახევარი) მასალას, 1936 წელს, სანაპიროს ქუჩის მშენებლობის დროს მიაგნეს, 1940 წელს - საბურთალოზე, ახალშენის ქუჩაზე.

ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეების ნაპოვნ ნივთებში განსაკუთრებულია ნუმიზმატიკური მასლა, რომლის მიხედვით ჩანს, რომ თბილისში მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა იყო. ძვ.წ. IV-III საუკუნეების ბერძნული მონეტა დიდუბის ხიდის მახლობლადაა აღმოჩენილი.

ალბათ სიმბოლურია, რომ XIX საუკუნის 70-იან წლებში ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის საძირკვლის გათხრისას ძვ.წ. III-II საუკუნეების 6 ცალი ბაქტრიული მონეტა აღმოაჩინეს.

1949 წელს ჭავჭავაძის გამზირის ბოლოს - ძვ.წ. III-I საუკუნეები - ლისიმაქეს სტატერის მინაბაძი იპოვეს. ღრმაღელეში - ძვ.წ. I ს. ფრაატ IV-ის მონეტა.

ერეკლე II-ის მოედანთან მდებარე ბაღის ტერიტორიაზე 1956-1957 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას (ხელმძღვანელები - გრძელიშვილი, ტყეშელაშვილი), მოპოვებული ნივთების მიხედვით, გათხრილია 8 მ სისქის 4 ქრონოლოგიური შრე. აღმოჩენილი იყო სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების, წყალსადენების კერამიკული საწარმოს და სხვა ნაშთები, სამეურნეო დანიშნულების ნივთები (მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი), სამკაული (მინის, ლითონის, ქვის), იარაღ-საჭურველი;

თბილისის ისტორიის შესწავლაში დიდი როლი მიუძღვის 1967 წელს ჩატარაებულ ე.წ. "თბილისის ციხის" გათხრებს (ხელმძღვანელები - ლომთათიძე, ტყეშელაშვილი). ექსპედიციამ შეისწავლა XIII საუკუნის ტაძარი, აბანო, საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაწილი. თეთრკეციანი მოჭიქული მრავალფეროვანი იმპორტული აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ქალაქს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია სხვა ქვეყნებთან.

არქეოლოგიური ძეგლები გლდანის ტერიტორიაზეც არის. მათგან უძველესია ხევძმარის სამაროვანზე გათხრილი შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულის რამდენიმე სამარხი. ნაწილი გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანისაა. სამაროვნის მახლობლად, გლდანის V მიკრორაიონის ტერიტორიაზეა ამავე ხანის ე.წ. "საბატონოს სამაროვანი". მისი თანადროულია 2 ნასახლარი მდინარე ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, ერთი - მდინარის კალაპოტში, მეორე - ხევის მაღალ ნაპირზეა.

მდინარე გლდანისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ გლდანის სასაფლაოს ახლოს და ძველი გლდანის ტერიტორიაზე, "ნარსელასა" და "ისმაილაზე" აკრეფილია გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური მასალა. სასაფლაოს მახლობლად, არის გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანიც. ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასახლარი სხვადასხვა დროს აგებული ორი ეკლესიით, გათხრილია "საბატონეზე" (გლდანის მასივის IV და V მიკრორაიონებს შორის). ფეოდალური ხანის ნასახლარები მიკვლეულია "ისმაილას," "ნარსელასა" და ხევძმარის სამაროვნის ტერიტორიაზე.

სოფელ გლდანის ტერიტორიაზე რიყიანში, 1964 წელს ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს დაინგრა ქვის სამარხები. აღმოჩენილია VI-VIII საუკუნეების ნივთები: ბრინჯაოს საყურეები, ბროწეულის ყვავილის მოყვანილობის მარჯნისთავიანი რკინის საკინძები, რკინის სამაჯურის ნატეხი... მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ექსპედიციის ბაზაზე (ხელმძღვანელები - აბრამიშვილი, ჯორბენაძე).

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა სიმძიმე გადაივლის" - პატრიარქი

"ბაბუაჩემს დაუდგინეს კორონავირუსიო და გაიქცა ეკლესიიდან" - რას ჰყვებიან ტაძარში, რომლის სტიქაროსანს COVID-19 დაუდგინდა