საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომატებული ფასები სკოლის ბუფეტებში
მომატებული ფასები სკოლის ბუფეტებში

არა­ჟ­ნით ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი მა­ი­ო­ნე­ზი, პიცა კეტ­ჩუ­პი­სა და მა­ი­ო­ნე­ზის გა­რე­შე, კომ­პო­ტი - ეს იმ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლის ბუ­ფე­ტებ­ში ხვდე­ბათ.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რა შე­იც­ვა­ლა სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ებ­ში, მას შემ­დეგ რაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ბუ­ფე­ტებ­ში არა­ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა.

მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სის მა­ტე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი 1 ლარი ღირ­და, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს 1.80 ლარი ღირს; ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში კი 50 თეთ­რით მო­ი­მა­ტა ფუნ­თუ­შის ფას­მა და 1 ლარი გახ­და. თუმ­ცა მშობ­ლე­ბი იმა­საც აცხა­დე­ბენ, რომ ფუნ­თუ­შა მცი­რე­დით ზო­მა­შიც გაზ­რდი­ლია.

ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი კი, რომ­ლებ­საც სკო­ლებ­ში ფარ­თი იჯა­რით აქვთ აღე­ბუ­ლი, აცხა­დე­ბენ, რომ ფა­სე­ბი არ შეც­ვლი­ლა და სა­სა­დი­ლო­ებ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ამას­თან, მათი თქმით, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, აკ­რძა­ლუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი სკო­ლებ­ში აღარ იყი­დე­ბა და ისი­ნი სხვა საკ­ვე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს.

"წვნი­ა­ნე­ბი, სა­ლა­თე­ბი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი, კომ­პო­ტი, ცო­მე­უ­ლი - ძი­რი­თა­დად ამ პრო­დუქ­ტებს ვთა­ვა­ზობთ მოს­წავ­ლე­ებს. მა­ი­ო­ნეზს აღარ ვი­ყე­ნებთ და რიგ საჭ­მელ­ში არა­ჟ­ნით ჩა­ვა­ნაც­ვლეთ. გვაქვს ასე­ვე პიცა, რო­მე­ლიც მა­ი­ო­ნე­ზის გა­რე­შეა და ზე­მო­დან არა­ფე­რი აქვს მოს­ხმუ­ლი. "ლანჩ ბოქ­სე­ბიც" შე­მო­ვი­ღეთ, მაგ­რამ შე­და­რე­ბით ძვი­რი ღირს და ბავ­შვე­ბი ხში­რად ვერ ყი­დუ­ლო­ბენ. მათი მხრი­დან ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა მა­ინც ცო­მე­ულ­ზეა. სა­ლა­თე­ბის ფასი 1 ლა­რი­დან 2 ლა­რამ­დეა, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა ნაკ­ლე­ბა­დაა. ბუ­ფეტ­ში, რისი გა­ყიდ­ვაც აიკ­რძა­ლა, აღა­რა­ფერს ვყი­დით. თუმ­ცა ეს აკ­რძა­ლუ­ლი პრო­დუქ­ცია სკო­ლის წინ, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯში იყი­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, 51-ე სკო­ლის წინ არის მოძ­რა­ვი ობი­ექ­ტი, სა­დაც მა­ი­ო­ნე­ზი­ა­ნი ჰოთ­დო­გი, სო­სი­სე­ბი და სხვა საკ­ვე­ბი იყი­დე­ბა, რაც არას­წო­რად მიგ­ვაჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნავს შპს "ჯან­სა­ღი კვე­ბის" დი­რექ­ტო­რი ჟანა გა­გუა.

გაგ­რძე­ლე­ბა იხი­ლეთ

მომატებული ფასები სკოლის ბუფეტებში

მომატებული ფასები სკოლის ბუფეტებში

არაჟნით ჩანაცვლებული მაიონეზი, პიცა კეტჩუპისა და მაიონეზის გარეშე, კომპოტი - ეს იმ საკვები პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში ხვდებათ.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა შეიცვალა სკოლის სასადილოებში, მას შემდეგ რაც განათლების სამინისტროს მიერ ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა.

მშობლების განცხადებით, რამდენიმე სკოლაში პროდუქტებზე ფასის მატება შეინიშნება. მაგალითად, თუ ზოგიერთ სკოლაში ნატურალური წვენი 1 ლარი ღირდა, მიმდინარე სასწავლო წელს 1.80 ლარი ღირს; ზოგიერთ სკოლაში კი 50 თეთრით მოიმატა ფუნთუშის ფასმა და 1 ლარი გახდა. თუმცა მშობლები იმასაც აცხადებენ, რომ ფუნთუშა მცირედით ზომაშიც გაზრდილია.

ბიზნესოპერატორები კი, რომლებსაც სკოლებში ფართი იჯარით აქვთ აღებული, აცხადებენ, რომ ფასები არ შეცვლილა და სასადილოებში საკვები პროდუქტები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია.

ამასთან, მათი თქმით, "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ განათლების მინისტრის ბრძანებით, აკრძალული პროდუქტები სკოლებში აღარ იყიდება და ისინი სხვა საკვებით ჩაანაცვლეს.

"წვნიანები, სალათები, ნატურალური წვენები, კომპოტი, ცომეული - ძირითადად ამ პროდუქტებს ვთავაზობთ მოსწავლეებს. მაიონეზს აღარ ვიყენებთ და რიგ საჭმელში არაჟნით ჩავანაცვლეთ. გვაქვს ასევე პიცა, რომელიც მაიონეზის გარეშეა და ზემოდან არაფერი აქვს მოსხმული. "ლანჩ ბოქსებიც" შემოვიღეთ, მაგრამ შედარებით ძვირი ღირს და ბავშვები ხშირად ვერ ყიდულობენ. მათი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მაინც ცომეულზეა. სალათების ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდეა, მაგრამ მოთხოვნა ნაკლებადაა. ბუფეტში, რისი გაყიდვაც აიკრძალა, აღარაფერს ვყიდით. თუმცა ეს აკრძალული პროდუქცია სკოლის წინ, რამდენიმე ნაბიჯში იყიდება. მაგალითად, 51-ე სკოლის წინ არის მოძრავი ობიექტი, სადაც მაიონეზიანი ჰოთდოგი, სოსისები და სხვა საკვები იყიდება, რაც არასწორად მიგვაჩნია", - აღნიშნავს შპს "ჯანსაღი კვების" დირექტორი ჟანა გაგუა.

გაგრძელება იხილეთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი