7-8 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, მეტეხის ხიდზე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ჟურნალ "აუტო ბილდის" ორგანიზებით ტრადიციული ავტოშოუ გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
7 ოქტომბერს, დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ანტიკვარულ და ხელნაკეთ ავტომობილებს, ასევე ისარგებლონ სპეციალურად თბილისობისთვის გაკეთებული ფასდაკლებით ახალ ავტომობილებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: "ნისანის", "ფიატის", "ჯიპის" უახლესი მოდელები.
2 დღის განმავლობაში, მეტეხის ხიდზე გამოფენილი იქნება თბილისის ავტო მუზეუმის უნიკალური ავტომობილები. ასევე, სპორტული მანქანები, მოტოციკლეტები, სკუტერები, ველოსიპედები და სხვა საინტერესო მოდელები.
პროექტის პარტნიორია კომპანია "ფრეგო". საინფორმაციო მხარდაჭერა "რადიო პალიტრა" და "პალიტრა ტვ".