პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალაქი, რომლის ცენტრში მოხვედრისაც ხალხს ეშინია - აქ თავს უსაფრთხოდ მხოლოდ სექტის წევრები გრძნობენ
ქალაქი, რომლის ცენტრში მოხვედრისაც ხალხს ეშინია - აქ თავს უსაფრთხოდ მხოლოდ სექტის წევრები გრძნობენ

ფლო­რი­და­ში მდე­ბა­რე სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ქლი­ე­რუ­ო­თერს ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ტუ­რის­ტი სტუმ­რობს, თუმ­ცა მათ უმე­ტე­სო­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

ქლი­ე­რუ­ო­თე­რი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის ცენ­ტრია. ეკ­ლე­სია ქა­ლა­ქის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლია.

ეკ­ლე­სი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რონ ჰა­ბარ­დი ქლი­ე­რუ­ო­თერ­ში 1975 წელს გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და და­ი­წყო პრო­ექ­ტი კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით ”ნორ­მან­დია” - ქა­ლაქ­ში სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, პო­ლი­ცია და მცხოვ­რებ­ლე­ბი დიდი ხა­ნია და­ნებ­დნენ სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ას­თან ბრძო­ლა­ში. ახლა ქლი­ე­რუ­ო­თე­რის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­ზე the St Petersburg Times დაყ­რდნო­ბით, ეკ­ლე­სია ფლობს 26 000 კვ.კმ. ფარ­თზე გან­ლა­გე­ბულ 67 შე­ნო­ბას, მათ შო­რის სას­ტუმ­რო­ებს, ტრე­ნინგცენ­ტრებს, სხვა­დას­ხვა სა­ხის ოფი­სებს და ”რე­ლი­გი­ურ თავ­შე­საფ­რებს”. სა­ი­ენ­ტო­ლო­გებს აქვთ ფაბ­რი­კაც, სა­დაც მათი ოფი­სე­ბის­თვის ავე­ჯი მზად­დე­ბა.

მრევ­ლი ეკ­ლე­სი­ას ათა­სო­ბით დო­ლარს უხ­დის სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბის­თვის, სა­დაც ისი­ნი ”ზე­ა­და­მი­ა­ნურ ძა­ლებს იღე­ბენ”.

ქლი­ე­რო­თე­რი ბევ­რი ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლი სა­ი­ენ­ტო­ლო­გის სახ­ლია, მათ შო­რის - ტომ კრუ­ზის და ჯონ ტრა­ვოლ­ტა­სი.

ბრი­ტა­ნულ ”დე­ი­ლი მე­ილ­თან” ყო­ფილ­მა სა­ი­ე­ი­ტო­ლოგ­მა მაიკ რინ­დერ­მა ქლი­ე­რუ­ო­თე­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რინ­დე­რი ეკ­ლე­სი­ის­თვის უკვე მი­უ­ღე­ბელ პერ­სო­ნად მი­იჩ­ნე­ვა. მან სა­ი­ენ­ტო­ლო­გე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მი­ა­ტო­ვა.

”ქლი­ე­რუ­ო­თე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლია. ის ყო­ველ­თვის იყო სა­ი­ენ­ტო­ლო­გე­ბის მთა­ვა­რი სუ­ლი­ე­რი ცენ­ტრი და მათ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუ­ლის სა­კე­თე­ბე­ლი წყა­რო.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი, საქ­მი­ა­ნი ნა­წი­ლი ლა­მა­ზი, ხმა­უ­რი­ა­ნი და ხალ­ხით სავ­სე უნდა იყოს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, მკვდა­რი ზო­ნაა. ხალ­ხი თავს არი­დებს იქ მოხ­ვედ­რას, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ი­ენ­ტო­ლო­გია ბო­რო­ტე­ბაა და მათ შე­ნო­ბებ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა არ სი­ა­მოვ­ნებთ,” - ამ­ბობს რინ­დე­რი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­წლი­უ­რად ქლი­ე­რუ­ო­თე­რი ასო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს იღებს, კვი­რა­ში - სულ მცი­რე 2 მლნ დო­ლარს.

”მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ყვე­ლა სა­ი­ენ­ტო­ლო­გი ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­ვი­დეს ქლი­ე­რუ­ო­თერ­ში კურ­სე­ბის გა­სავ­ლე­ლად. ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბის ნა­წი­ლი აქ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს და ყო­ველ­წლი­უ­რად 1.5 მლნ დო­ლარს იხ­დის,” - გა­ნა­ცხა­და გრინ­დერ­მა.

სა­ი­ენ­ტო­ლო­გია რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სწავ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ­მა მწე­რალ-ფან­ტასტმა რონ ჰა­ბარ­დმა შექ­მნა. მისი მი­ზა­ნი თით­ქოს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რია, - ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ყო­ფა­სა და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ი­ენ­ტო­ლო­გია აერ­თი­ა­ნებს ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის ტექ­ნი­კის ფლო­ბა­სა და ისეთ სფე­რო­ებს, რო­გო­რი­ცაა მო­რა­ლი, ეთი­კა, გა­ნათ­ლე­ბა, მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სხვა.

ბევ­რი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი (ტომ კრუ­ზი, ჯონ ტრა­ვოლ­ტა, ჯინა ელფ­მა­ნი, კელი პრეს­ტო­ნი, კერ­სტი ელი, მი­შელ ფა­ირ­მა­ნი, ჯე­ი­სონ ლი, უილ სმი­ტი, დას­ტინ ჰოფ­მა­ნი, რო­ბინ უი­ლი­ამ­სი, პრის­ცი­ლა პრეს­ლი და სხვე­ბი) მისი მიმ­დე­ვა­რია.

კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, რე­ლი­გი­ურ და ფი­ლო­სო­ფი­ურ მიზ­ნებ­თან, ეს არის წმინ­და კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი ლი­დე­რე­ბის გამ­დიდ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ას არ ცნო­ბენ - საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ირ­ლან­დია, ბრი­ტა­ნე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ის­რა­ე­ლი, მექ­სი­კა. გერ­მა­ნე­ლე­ბი მას კო­მერ­ცი­ულ, ბელ­გი­ე­ლე­ბი კი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვენ. ბელ­გი­ა­ში მისი მიმ­დევ­რო­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

რე­ლი­გი­ის ერთ-ერთი "ოქ­როს წე­სია", რომ მის მიმ­დევ­რებს არ უნდა ჰქონ­დეთ ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მათ მრწამსს არ აერ­თი­ა­ნებს, მათ შორს - არც ოჯა­ხის წევ­რებ­თან. სწო­რედ ამი­ტომ არ აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ტომ კრუზს სა­კუ­თარ შვილ­თან, სური კრუზ­თან. სური და მისი დედა, კეტი ჰოლმსი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი არ არი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით

ნაინაი
0

უყურე ამათ რას ჩადიან...

ავტორი:

ქალაქი, რომლის ცენტრში მოხვედრისაც ხალხს ეშინია - აქ თავს უსაფრთხოდ მხოლოდ სექტის წევრები გრძნობენ

ქალაქი, რომლის ცენტრში მოხვედრისაც ხალხს ეშინია - აქ თავს უსაფრთხოდ მხოლოდ სექტის წევრები გრძნობენ

ფლორიდაში მდებარე საკურორტო ქალაქ ქლიერუოთერს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, თუმცა მათ უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არასოდეს ყოფილა.

ქლიერუოთერი საიენტოლოგიური ეკლესიის ცენტრია. ეკლესია ქალაქის უძრავი ქონების ძალიან დიდი ნაწილის მფლობელია.

ეკლესიის დამფუძნებელი რონ ჰაბარდი ქლიერუოთერში 1975 წელს გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო პროექტი კოდური სახელწოდებით ”ნორმანდია” - ქალაქში საიენტოლოგიური სწავლების გავრცელება.

ადგილობრივი პოლიტიკოსები, პოლიცია და მცხოვრებლები დიდი ხანია დანებდნენ საიენტოლოგიასთან ბრძოლაში. ახლა ქლიერუოთერის ცენტრალურ ნაწილში ეკლესიის წევრები ცხოვრობენ.

ადგილობრივ გაზეთზე the St Petersburg Times დაყრდნობით, ეკლესია ფლობს 26 000 კვ.კმ. ფართზე განლაგებულ 67 შენობას, მათ შორის სასტუმროებს, ტრენინგცენტრებს, სხვადასხვა სახის ოფისებს და ”რელიგიურ თავშესაფრებს”. საიენტოლოგებს აქვთ ფაბრიკაც, სადაც მათი ოფისებისთვის ავეჯი მზადდება.

მრევლი ეკლესიას ათასობით დოლარს უხდის სპეციალური კურსებისთვის, სადაც ისინი ”ზეადამიანურ ძალებს იღებენ”.

ქლიეროთერი ბევრი ცნობილი ჰოლივუდელი საიენტოლოგის სახლია, მათ შორის - ტომ კრუზის და ჯონ ტრავოლტასი.

ბრიტანულ ”დეილი მეილთან” ყოფილმა საიეიტოლოგმა მაიკ რინდერმა ქლიერუოთერის შესახებ ისაუბრა. რინდერი ეკლესიისთვის უკვე მიუღებელ პერსონად მიიჩნევა. მან საიენტოლოგებისგან თავის დასაღწევად ოჯახის ყველა წევრი მიატოვა.

”ქლიერუოთერი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ის ყოველთვის იყო საიენტოლოგების მთავარი სულიერი ცენტრი და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფულის საკეთებელი წყარო.

ქალაქის ცენტრალური, საქმიანი ნაწილი ლამაზი, ხმაურიანი და ხალხით სავსე უნდა იყოს, თუმცა რეალურად, მკვდარი ზონაა. ხალხი თავს არიდებს იქ მოხვედრას, რადგან ფიქრობენ, რომ საიენტოლოგია ბოროტებაა და მათ შენობებთან ახლოს ყოფნა არ სიამოვნებთ,” - ამბობს რინდერი.

მისივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ქლიერუოთერი ასობით მილიონობით დოლარს იღებს, კვირაში - სულ მცირე 2 მლნ დოლარს.

”მსოფლიოს გარშემო ყველა საიენტოლოგი ვალდებულია, ჩავიდეს ქლიერუოთერში კურსების გასავლელად. ეკლესიის წევრების ნაწილი აქ წლების განმავლობაში ცხოვრობს და ყოველწლიურად 1.5 მლნ დოლარს იხდის,” - განაცხადა გრინდერმა.

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც ამერიკელმა მწერალ-ფანტასტმა რონ ჰაბარდმა შექმნა. მისი მიზანი თითქოს კეთილშობილურია, - ადამიანური შესაძლებლობების სრულყოფასა და სულიერად ამაღლებას ემსახურება. საიენტოლოგია აერთიანებს ფილოსოფიისა და სულიერი სრულყოფილების ტექნიკის ფლობასა და ისეთ სფეროებს, როგორიცაა მორალი, ეთიკა, განათლება, მართვის ტექნოლოგიები და სხვა.

ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი (ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, ჯინა ელფმანი, კელი პრესტონი, კერსტი ელი, მიშელ ფაირმანი, ჯეისონ ლი, უილ სმიტი, დასტინ ჰოფმანი, რობინ უილიამსი, პრისცილა პრესლი და სხვები) მისი მიმდევარია.

კრიტიკოსების აზრით, ამ მიმდინარეობას საერთო არაფერი აქვს ჰუმანიტარულ, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიზნებთან, ეს არის წმინდა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეგრეთ წოდებული თავისი ლიდერების გამდიდრებას ემსახურება.

საიენტოლოგიას არ ცნობენ - საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, მექსიკა. გერმანელები მას კომერციულ, ბელგიელები კი დანაშაულებრივ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ბელგიაში მისი მიმდევრობა კანონით ისჯება.

რელიგიის ერთ-ერთი "ოქროს წესია", რომ მის მიმდევრებს არ უნდა ჰქონდეთ ემოციური კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მრწამსს არ აერთიანებს, მათ შორს - არც ოჯახის წევრებთან. სწორედ ამიტომ არ აქვს ურთიერთობა ტომ კრუზს საკუთარ შვილთან, სური კრუზთან. სური და მისი დედა, კეტი ჰოლმსი საიენტოლოგიური ეკლესიის წევრები არ არიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით