საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სიგუა - სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა "ჯემ ფესტის" ორგანიზატორებს საქმეს გაუადვილებს
გიორგი სიგუა - სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა "ჯემ ფესტის" ორგანიზატორებს საქმეს გაუადვილებს

"ჯემ ფეს­ტის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, გი­ორ­გი სი­გუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა შემ­ცი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით.

სი­გუა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს საქ­მეს პი­რი­ქით, გა­უ­ად­ვი­ლებს.

"დი­ლი­დან ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა მთხოვს გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ნათ­ქვამ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის არ და­უ­ჭერს მხარს "ჯემ ფეს­ტის­თვის" სა­მო­მავ­ლოდ თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფას და მე­ნე­ჯმენ­ტში ყო­ფი­ლა ხარ­ვე­ზე­ბი.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს გა­მო­ი­ყე­ნონ ეს თემა და ვიქ­ცე ხმა­უ­რი­ა­ნი ის­ტო­რი­ის და კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლედ.

შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი მხო­ლოდ ამ სტა­ტუ­სით და არ გა­ვა­კე­თებ არა­ვი­თარ და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს.

პირ­ვე­ლი: ად­რეც ვთქვი და ვი­მე­ო­რებ, სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტია, და­ეხ­მა­რე­ბა თუ არა პრო­ექტს სა­მო­მავ­ლოდ. "ჯემ ფეს­ტი" შე­იქ­მნა კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ით 2015 წელს და არა­ვი­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა არ ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც გაჩ­ნდა checkingeorgia 2016 წელს, ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­ექ­ტებ­მა, ჩვენც მი­ვი­ღეთ სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ეს დახ­მა­რე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­მო­მავ­ლოდ, მოგ­ვი­წევს მას­შტა­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მო­ძი­ე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით შე­და­რე­ბით მცი­რე პრო­ექ­ტის და­გეგ­მვა (მა­გა­ლი­თად 3 ან 4 დღი­ა­ნი) და ისე ჩა­ტა­რე­ბა. ჩვენ, რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ბევ­რად გაგ­ვი­მარ­ტი­ვებს საქ­მეს და ავ­ცდე­ბით იმ უამ­რავ ხა­თა­ბა­ლას, რა­საც ანაკ­ლი­ა­ში 32-დღი­ა­ნი "ნონ სტოპ" ფეს­ტი­ვა­ლის გა­კე­თე­ბა ჰქვია. ასე რომ, "ჯემ ფეს­ტი" ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­გეგ­მე­ბა და გა­კეთ­დე­ბა, ექ­ნე­ბა მას სა­ბი­უ­ჯე­ტო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა თუ არა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ვე­ზებს და შეც­დო­მებს. ვის რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ვის რა უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო და ვის რა უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ამის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ (სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში). ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი მე მბრალ­დე­ბა და ნამ­დვი­ლად არ მინ­და ამ­ჯე­რად სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დამ­წა­მონ", - გა­ნა­ცხა­და სი­გუ­ამ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია მი­იჩ­ნევს, რომ "ჯემ ფეს­ტი" სა­ხელ­მწი­ფომ აღარ უნდა და­ა­ფი­ნან­სოს. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, 2018 წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა ტუ­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რა, თუმ­ცა რა სა­ხის პროგ­რა­მე­ბით მოხ­დე­ბა ეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ზუს­ტდე­ბა. მი­სი­ვე თქმით, პრო­ქ­ტი Check in Georgia დიდი ალ­ბა­თო­ბით გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ მის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გიორგი სიგუა - სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა "ჯემ ფესტის" ორგანიზატორებს საქმეს გაუადვილებს

გიორგი სიგუა - სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა "ჯემ ფესტის" ორგანიზატორებს საქმეს გაუადვილებს

"ჯემ ფესტის" ორგანიზატორის, გიორგი სიგუას განცხადებით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აუცილებლად გაიმართება, თუმცა შემცირებული რესურსებით.

სიგუა ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა ფესტივალის ორგანიზატორებს საქმეს პირიქით, გაუადვილებს.

"დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ ის არ დაუჭერს მხარს "ჯემ ფესტისთვის" სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ.

შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.

პირველი: ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ. "ჯემ ფესტი" შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს, ისევე როგორც სხვა პროექტებმა, ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად, თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ, მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3 ან 4 დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას, რასაც ანაკლიაში 32-დღიანი "ნონ სტოპ" ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ, "ჯემ ფესტი" ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა.

რაც შეეხება ხარვეზებს და შეცდომებს. ვის რა უნდა გაეკეთებინა, ვის რა უნდა უზრუნველეყო და ვის რა უნდა შეესრულებინა. ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ (სურვილის შემთხვევაში). ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ", - განაცხადა სიგუამ.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ "ჯემ ფესტი" სახელმწიფომ აღარ უნდა დააფინანსოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წელსაც გაგრძელდება ტურიზმის მხარდაჭერა, თუმცა რა სახის პროგრამებით მოხდება ეს, მოგვიანებით დაზუსტდება. მისივე თქმით, პროქტი Check in Georgia დიდი ალბათობით გაგრძელდება, მაგრამ მის ეფექტურობაზე სერიოზული მსჯელობა იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."