პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის 4 წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე - რას სთავაზობს მარგველაშვილი მმართველ გუნდს
პრეზიდენტის 4 წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე - რას სთავაზობს მარგველაშვილი მმართველ გუნდს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ოპო­ზი­ცია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოთხ წი­ნა­და­დე­ბას სთა­ვა­ზობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა ანა დო­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტსა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის გუ­შინ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ღეს.

"გა­ი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ი­სა და პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. ოპო­ზი­ცი­ამ და პრე­ზი­დენ­ტმა მა­ნამ­დე მი­აღ­წი­ეს 6-პუნ­ქტი­ან შე­თან­ხმე­ბას, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ოპო­ზი­ცი­ამ და პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­წყვი­ტეს, რომ გა­და­ედ­გათ კი­დევ თან­ხმო­ბის ნა­ბი­ჯი და გა­ა­კე­თეს 4 შე­თა­ვა­ზე­ბა - ბო­ნუ­სე­ბის აკ­რძალ­ვა, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის დაშ­ვე­ბა, ანუ ორი სა­კი­თხი, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ითხოვს, მე­სა­მე - პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­დას­ვლა 2020-ში და მე­ო­თხე შე­თა­ვა­ზე­ბა არის ის, რომ პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტი მა­შინ აირ­ჩევს, როცა ის იქ­ნე­ბა ორ­პა­ლა­ტი­ა­ნი, რაც ასე­ვე იყო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცია. ეს არის ოთხი ძი­რი­თა­დი ნა­ბი­ჯი თან­ხმო­ბის­კენ, რა­საც ოპო­ზი­ცია და პრე­ზი­დენ­ტი სთა­ვა­ზობს უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს ვე­ტო­ში. თუ უმ­რავ­ლე­სო­ბას კი­დევ სხვა სა­კი­თხე­ბი სჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუხ­ლი, ოპო­ზი­ცია მზად არის, ამა­ზე ითათ­ბი­როს", - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან და­მა­ტე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მზად არის. მი­სი­ვე თქმით, თუ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე 2020 წელს გა­დას­ვლის სა­კი­თხის გამო მმარ­თველ გუნდს ხმე­ბი არ ეყო­ფა და მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­წე­ვენ, "ოპო­ზი­ცია სთა­ვა­ზობს უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ და­უ­მა­ტოს ხმე­ბი - 32 სა­პარ­ლა­მენ­ტო ხმა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პრეზიდენტის 4 წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე - რას სთავაზობს მარგველაშვილი მმართველ გუნდს

პრეზიდენტის 4 წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე - რას სთავაზობს მარგველაშვილი მმართველ გუნდს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა, გადაწყვეტილება შეთავაზებების შესახებ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

"გაიმართა ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა, რომელზეც შეთანხმება შედგა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწიეს 6-პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება - ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასთან დამატებით კონსულტაციისთვის მზად არის. მისივე თქმით, თუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის საკითხის გამო მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა და მაჟორიტარები წინააღმდეგობას გაწევენ, "ოპოზიცია სთავაზობს უმრავლესობას, რომ დაუმატოს ხმები - 32 საპარლამენტო ხმა".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."