პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერტიფიცირებულ ექიმებს, შესაძლოა, ხელახალი სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ
სერტიფიცირებულ ექიმებს, შესაძლოა, ხელახალი სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ

მო­მა­ვა­ლი წლი­დან ქარ­თველ ექი­მებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, შე­საძ­ლოა, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გავ­ლა მო­უ­წი­ოთ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, აკა­კი ზო­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

ზო­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­ტე­ტი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და ექიმ­თა ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს დიპ­ლო­მის­შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე და შე­საძ­ლოა ის მო­მა­ვა­ლი წლი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­დეს. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მაა, სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მის პრე­ვენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თოს აქ­ცენ­ტი და არა იმა­ზე, რო­მე­ლი ექი­მი და­ი­სა­ჯოს და სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა შე­უ­ჩერ­დეს. "კო­მი­ტე­ტი მუ­შა­ობს პოსტდიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე. სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს", - აცხა­დებს ზო­ი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი, რომ 2017 წელს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ 157 ექიმს პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რა, ხოლო 67-ს სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა შე­უ­ჩე­რა, "ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის შე­სა­ბა­მი­სია".

"თუ არ ვცდე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბია, რაც გა­სულ წელს იყო. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს ბევ­რია თუ ცოტა, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 35 ათა­სი სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მა ხდე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად. გა­სა­გე­ბია, რომ იქ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტია, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც გა­ნუ­ზომ­ლად მა­ღა­ლია. ჩვენ­თა­ნაც, ჩემი აზ­რით, ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­სა­ბა­მი­სია იმას­თან, რა მას­შტა­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაც გვაქვს და რამ­დე­ნი ექი­მიც გვყავს.

20 ათა­სამ­დე ექი­მი გვყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოქ­მე­დი, აქ­ტი­უ­რი ექი­მი 12 ათა­სია და აქე­დან 67-ს შე­უ­ჩერ­და სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა. ეს სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 1პრო­ცენ­ტიც არ არის. ჩემი აზ­რით, უფრო მეტი სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მა ხდე­ბა, მაგ­რამ აქ უკვე ეფექ­ტი­ა­ნო­ბის სის­ტე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი. ყვე­ლას ვერ დას­ჯი, ძი­რი­თა­დად, მა­ინც სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მის პრე­ვენ­ცი­ა­ზე უნდა იყოს აქ­ცენ­ტი და არა რე­ა­გი­რე­ბა ამ შეც­დო­მა­ზე, რომ დავ­სა­ჯოთ ექი­მი, შე­ვუ­ჩე­როთ სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა, და­ვა­ყე­ნოთ მისი დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი", - აცხა­დებს ზო­ი­ძე.

ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე პრობ­ლე­მი­დან გა­მო­სა­ვალს დიპ­ლო­მის­შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის სრულ­ყო­ფა­ში ხე­დავს და აცხა­დებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­კი­თხი მუდ­მი­ვად გა­და­მოწ­მდეს. "მთა­ვა­რია, დიპ­ლო­მის­შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის სრულ­ყო­ფა, რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ა­უქ­მეს. ბო­ლოს ის კო­რუფ­ცი­ის ელე­მენ­ტი იყო სის­ტე­მა­ში, მაგ­რამ დღეს არ შე­იძ­ლე­ბა და არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არის მსოფ­ლი­ო­ში, რომ ერთხელ მივ­ცეთ ექიმს სერ­ტი­ფი­კა­ტი მთე­ლი ცხოვ­რე­ბით და შემ­დგომ არც გა­ნათ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს, არც პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ამაღ­ლე­ბა. დღეს არ ხდე­ბა მისი პრო­ფე­სი­ის გა­და­მოწ­მე­ბა. არა­და, ეს არის პირი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად უხ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს­თან შე­ხე­ბა.

სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ან თვით­რე­გუ­ლი­რე­ბით ხდე­ბა, ან სა­ხელ­მწი­ფოს მეშ­ვე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია პოსტ დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფა. ყო­ველ 5 წე­ლი­წად­ში იქ­ნე­ბა თუ რო­გორ, ამა­ზე ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან და სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ. მთა­ვა­რია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ვყოთ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი გვყავ­დეს, რო­მელ­თა ყვე­ლა ჩვე­ვა შე­სა­ბა­მის სი­მაღ­ლე­ზე იქ­ნე­ბა და არ მოგ­ვიხ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბა, სა­სა­მარ­თლო­ში წას­ვლა და მათ შეც­დო­მა­ზე ასე რე­ა­გი­რე­ბა­ზე. ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია და ამ თვე­ში სა­მოქ­მე­დო გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­საც გა­ვა­კე­თებთ, თუ რაზე ვი­მუ­შა­ვებთ მო­მა­ვალ წელს.

ჩვე­ნი მიდ­გო­მა გუ­ლის­ხმობს გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლით გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლი ან ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამის პრაქ­ტი­კა მსოფ­ლი­ო­ში არის, სა­დაც ხდე­ბა სერ­ტი­ფი­კა­ტის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ ექი­მის უნარ-ჩვე­ვე­ბი და კვა­ლი­ფი­კა­ცია კვლავ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ დო­ნეს, რო­მე­ლიც მას სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში არ ჩა­აგ­დოს.

სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ კა­ნონ­ზე, ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, სა­დაც დე­ლი­კა­ტუ­რი სა­კი­თხე­ბიც შევა. 2000-იან წლებ­ში იყო მსგავ­სი სის­ტე­მა, მაგ­რამ კო­რუფ­ცი­ის წყა­როდ იქცა და იმის ნაც­ვლად, რომ სის­ტე­მა გა­ეს­წო­რე­ბი­ნათ, გა­ა­უქ­მეს. მო­მა­ვალ წელს დიდი შან­სია, რომ კა­ნო­ნიც გვქონ­დეს, მაგ­რამ ამის­თვის პარ­ლა­მენ­ტმაც უნდა დაგ­ვი­ჭი­როს მხა­რი. ჩვენს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში ეს სა­კი­თხი უკვე არის, ჯერი პარ­ლა­მენტზეა", - გა­ნა­ცხა­და ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

სერტიფიცირებულ ექიმებს, შესაძლოა, ხელახალი სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ

სერტიფიცირებულ ექიმებს, შესაძლოა, ხელახალი სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ

მომავალი წლიდან ქართველ ექიმებს კვალიფიკაციის დასადასტურებლად, შესაძლოა, სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზოიძის ინფორმაციით, კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ექიმთა ასოციაციებთან ერთად მუშაობს დიპლომისშემდგომი განათლების შესახებ კანონპროექტზე და შესაძლოა ის მომავალი წლიდან ძალაში შევიდეს. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომაა, სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე გააკეთოს აქცენტი და არა იმაზე, რომელი ექიმი დაისაჯოს და სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდეს. "კომიტეტი მუშაობს პოსტდიპლომირებული განათლების კონცეფციაზე. სამინისტროსთან ერთად ვიხილავთ ამ საკითხს", - აცხადებს ზოიძე.

მისივე თქმით, ის სტატისტიკური მონაცემი, რომ 2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 157 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, ხოლო 67-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა, "ჯანდაცვის სისტემის შესაბამისია".

"თუ არ ვცდები დაახლოებით იგივე მონაცემებია, რაც გასულ წელს იყო. საქართველოსთვის ეს ბევრია თუ ცოტა, ძნელი სათქმელია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 35 ათასი სამედიცინო შეცდომა ხდება ყოველწლიურად. გასაგებია, რომ იქ მოსახლეობის რაოდენობა მეტია, მაგრამ სამედიცინო მომსახურების ხარისხიც განუზომლად მაღალია. ჩვენთანაც, ჩემი აზრით, ის სტატისტიკური მონაცემები შესაბამისია იმასთან, რა მასშტაბის ჯანდაცვის სისტემაც გვაქვს და რამდენი ექიმიც გვყავს.

20 ათასამდე ექიმი გვყავს საქართველოში. მოქმედი, აქტიური ექიმი 12 ათასია და აქედან 67-ს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება. ეს საერთო რაოდენობის 1პროცენტიც არ არის. ჩემი აზრით, უფრო მეტი სამედიცინო შეცდომა ხდება, მაგრამ აქ უკვე ეფექტიანობის სისტემაზეა საუბარი. ყველას ვერ დასჯი, ძირითადად, მაინც სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე უნდა იყოს აქცენტი და არა რეაგირება ამ შეცდომაზე, რომ დავსაჯოთ ექიმი, შევუჩეროთ სერტიფიკატის მოქმედება, დავაყენოთ მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემიდან გამოსავალს დიპლომისშემდგომი განათლების კონცეფციის სრულყოფაში ხედავს და აცხადებს, რომ აუცილებელია ექიმის კვალიფიკაციის საკითხი მუდმივად გადამოწმდეს. "მთავარია, დიპლომისშემდგომი განათლების კონცეფციის სრულყოფა, რაც რამდენიმე წლის წინ გააუქმეს. ბოლოს ის კორუფციის ელემენტი იყო სისტემაში, მაგრამ დღეს არ შეიძლება და არც ერთ ქვეყანაში არ არის მსოფლიოში, რომ ერთხელ მივცეთ ექიმს სერტიფიკატი მთელი ცხოვრებით და შემდგომ არც განათლება დასჭირდეს, არც პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. დღეს არ ხდება მისი პროფესიის გადამოწმება. არადა, ეს არის პირი, რომელსაც ყოველდღიურად უხდება ადამიანის სიცოცხლესთან შეხება.

საკითხის მოგვარება მთელ მსოფლიოში ან თვითრეგულირებით ხდება, ან სახელმწიფოს მეშვეობით. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია პოსტ დიპლომირებული განათლების და პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა. ყოველ 5 წელიწადში იქნება თუ როგორ, ამაზე ასოციაციებთან და სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ. მთავარია, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ განათლებული, პროფესიონალი ექიმები გვყავდეს, რომელთა ყველა ჩვევა შესაბამის სიმაღლეზე იქნება და არ მოგვიხდება სანქციების დაკისრება, სასამართლოში წასვლა და მათ შეცდომაზე ასე რეაგირებაზე. ამაზე მუშაობა დაწყებულია და ამ თვეში სამოქმედო გეგმის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ, თუ რაზე ვიმუშავებთ მომავალ წელს.

ჩვენი მიდგომა გულისხმობს გარკვეული ინტერვალით გამოცდების ჩატარებას, პრაქტიკული ან ქულების სისტემის ჩამოყალიბებას. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არის, სადაც ხდება სერტიფიკატის დადასტურება, რომ ექიმის უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია კვლავ შეესაბამება იმ დონეს, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ პაციენტის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს.

სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ კანონზე, ძალიან მასშტაბური კანონპროექტი იქნება, სადაც დელიკატური საკითხებიც შევა. 2000-იან წლებში იყო მსგავსი სისტემა, მაგრამ კორუფციის წყაროდ იქცა და იმის ნაცვლად, რომ სისტემა გაესწორებინათ, გააუქმეს. მომავალ წელს დიდი შანსია, რომ კანონიც გვქონდეს, მაგრამ ამისთვის პარლამენტმაც უნდა დაგვიჭიროს მხარი. ჩვენს სამოქმედო გეგმაში ეს საკითხი უკვე არის, ჯერი პარლამენტზეა", - განაცხადა ზოიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი