10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველამ თავისი ბინძური სახე გამოაჩინა, საგარეო უწყებაში სოსოს საკითხი არავის აღელვებს" - რაზე ალაპარაკდა სოსო ოსორაულის ძმა
"ყველამ თავისი ბინძური სახე გამოაჩინა, საგარეო უწყებაში სოსოს საკითხი არავის აღელვებს" - რაზე ალაპარაკდა სოსო ოსორაულის ძმა

თით­ქმის 8 თვე გა­ვი­და, რაც კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მფრი­ნა­ვი, თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლი და­ა­ტყვე­ვეს.

ცო­ცხა­ლია თუ არა ქარ­თვე­ლი პოლ­კოვ­ნი­კი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ისევ არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და. ოსა­რა­უ­ლის ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბის ვერ­სი­ით კი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვი მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია და იგი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს არ და­უბ­რუნ­და, სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია ის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დოს.

ასე­ვე, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ "პირი თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და ცნო­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ არ მო­ი­პო­ვე­ბა", ან თუ "პირი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც მას სიკ­ვდილს უქად­და ან სა­ვა­რა­უ­დოა მისი და­ღუპ­ვა რა­ი­მე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო და ასე­თი ცნო­ბე­ბი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა", - სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია ის გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დოს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სოსო ოს­ო­რა­უ­ლის შე­სა­ხებ ოჯახს ამ დრომ­დე ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, ისი­ნი მისი პოვ­ნის იმედს არ კარ­გა­ვენ. ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ძმამ გი­ორ­გი ოს­ო­რა­ულ­მა, სა­დაც ის სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ახალ­გაზ­რდა მფრი­ნავ­მა სამ­სა­ხუ­რიც კი და­ტო­ვა. გი­ორ­გი ოს­ო­რა­უ­ლის მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად ვთა­ვა­ზობთ:

"მინ­და მო­გიყ­ვეთ კონ­გო­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვი სოსო ოს­ო­რა­უ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ღუ­პუ­ლად ეძებს ხუთი თვეა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 27 იან­ვარს ორმა MI-24 ტი­პის შვე­ულმფრენ­მა ჩრდი­ლო­ეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ა­ში ავა­რი­უ­ლი დაჯ­დო­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შვე­ულმფრე­ნი, რო­მელ­საც სოსო მარ­თავ­და, ავა­რი­უ­ლი დაჯ­დო­მის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა კონ­გოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი 23-მარ­ტის მოძ­რა­ო­ბის ამ­ბო­ხე­ბულ­თა ტყვე­ო­ბა­ში, რომ­ლებ­საც გე­ნე­რა­ლი სულ­თან მა­კენ­გა ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ 28 იან­ვარს კონ­გო­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის­გან შე­ვიტ­ვე - მი­თხრეს, რომ სოსო ცო­ცხა­ლია და კონ­გოს მხა­რე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. 15 თე­ბერ­ვალს და­მი­კავ­შირ­და ვინ­მე ბერ­ნარ­დი, რო­მელ­მაც სო­სოს ტყვე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო გად­მო­მიგ­ზავ­ნა. მი­თხრა, რომ გე­ნე­რა­ლი მა­კენ­გა სო­სოს სა­ნაც­ვლოდ, მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და... მე ვუ­თხა­რი, რომ ამ თან­ხას ჩემი ოჯა­ხი ვე­რას­დროს გა­და­იხ­დი­და. მან მირ­ჩია გა­მეხ­სნა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი და ასე­ვე მი­მე­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის, რომ ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა­ში დამ­ხმა­რე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დი­ა­ლო­გის შემ­დეგ, ბერ­ნარ­დის მეშ­ვე­ო­ბით სო­სოს­თან მი­მო­წე­რა მქონ­და. მან ასე­ვე მო­მა­წო­და ორი ვი­დეო მა­სა­ლა, რომ­ლი­და­ნაც ერთ-ერთი ივ­ნი­სის თვე­ში ქარ­თულ მე­დია სივ­რცე­ში აღ­მოჩ­ნდა. 22 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ საქ­მე­ზე დუმს და დახ­მა­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს... 23 თე­ბერ­ვალს სამ­სა­ხურ­ში მი­სულს მი­თხრეს, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­ყა­ვი და­ბა­რე­ბუ­ლი. სა­გა­რე­ო­ში მის­ვლი­სას მი­თხრეს, რომ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იცოდ­ნენ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვის შე­სა­ხებ, მაგ­რამ კონ­გო­დან ელო­დე­ბოდ­ნენ ოფი­ცი­ა­ლურ დას­ტურს, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ტყვე­ო­ბა­ში.

ეს დას­ტუ­რი წინა დღეს მი­ი­ღეს და მათი თქმით, მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ გა­მო­ი­ჩი­ნა კე­თი­ლი ნება, რომ სო­სოს დახ­მა­რე­ბო­და. დახ­მა­რე­ბა­ზე უარი არ მით­ქვამს, რად­გან კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში და­იც­ვას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე!! უწყე­ბას მი­ვა­წო­დე ის მა­სა­ლა, რაც მა­ნამ­დე მქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი. მათ ასე­ვე ცალ­სა­ხად მი­თხრეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ იყო ფუ­ლის გა­დამ­ხდე­ლი, მაგ­რამ სხვა ყვე­ლა­ფერს იღო­ნებ­დნენ მის და­სახ­სნე­ლად... და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში სა­გა­რე­ო­ში მი­თხრეს, რომ ამ­ბო­ხე­ბულ­თა ლი­დე­რებ­თან იყ­ვნენ კავ­შირ­ზე გა­სუ­ლე­ბი და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შემ­დეგ ვი­დე­ო­მა­სა­ლა მაჩ­ვე­ნეს, რო­მე­ლიც სო­სოს ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავ­და.

აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში სა­გა­რე­ო­ში მი­თხრეს, რომ უგან­და­ში ჯგუ­ფი იყო გაგ­ზავ­ნი­ლი, ამ­ბო­ხე­ბულ­თა ლი­დე­რებ­თან შე­სახ­ვე­რად. 24 აპ­რილს სა­გა­რე­ო­ში მის­ვლი­სას მაჩ­ვე­ნეს ვი­დეო-მა­სა­ლა, რო­მე­ლიც 21 აპ­რილს იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. მი­თხრეს, რომ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა. მი­თხრეს, რომ ფულს არ ითხო­ვენ და ყო­ველ­გვა­რი სა­ფა­სუ­რის გა­რე­შე გა­დას­ცემ­დნენ სო­სოს წი­თელ ჯვარს, რო­გორც კი უსაფრ­თხო გა­რე­მო შე­იქ­მნე­ბო­და.

14 მა­ისს და­მი­ბა­რეს სა­გა­რე­ო­ში და მი­თხრეს, რომ ამ­ბო­ხე­ბულ­თა პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დერ­მა, ბერტრანდ ბი­სიმ­ვამ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, სო­სოს სა­ვა­რუ­დო და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ და მას მერე ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­თან კავ­ში­რი გა­წყდა...

24 მა­ისს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ე­რო­ზე და ბი­სიმ­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ა­კე­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე წყა­რო­ზე დაყ­დნო­ბით სოსო ოს­ო­რა­უ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ტა­კე­ბის დროს და­ი­ღუ­პა... სა­გა­რე­ოს ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დე გრი­გოლ ვა­შა­ძეს­თან, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო და რომ­ლის დრო­საც მოხ­და სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი ქა­ლე­ბის მა­ლა­ი­ზი­ი­დან, ხოლო მე­ზღვა­უ­რე­ბის სო­მა­ლე­ლი მე­კობ­რე­ე­ბის­გან გა­მოხ­სნა.

ჩემი აპო­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი მხა­რე­ებ­თან, ვი­საც შე­ეძ­ლო ჩემ­თვის რა­ი­მე ერ­ჩია, სა­გა­რე­ოს თურ­მე მუ­შა­ო­ბა­ში ხელს უშ­ლი­და. ბრა­ლიც კი დამ­დეს, რომ ამით საქ­მე გა­ვუ­ფუ­ჭე. ნათ­ლად ჩან­და, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ამ საქ­მე­ში ხე­ლის და­ბა­ნა სურ­და და სურს - არ არის კაცი, არ არის პრობ­ლე­მა... ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე მიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ სოსო და­ღუ­პუ­ლია და იცი­ან სა­დაც არის დაკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ იქ შეს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია"- წერს კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის ძმა, გი­ორ­გი ოს­ო­რა­უ­ლი.

მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­ა­ნონსდა სოსო ოს­ო­რა­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია, რო­მე­ლიც 7 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა. თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ვი­ნა­ი­დან ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვია, მსგავს შეკ­რე­ბა-აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ასე­ვე, რო­გორც გი­ორ­გი ოს­ო­რა­უ­ლი ამ­ბობს, მის მიერ გა­კე­თე­ბულ ვი­დეო-მი­მარ­თვა­ზე მისი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღო...

"რო­დე­საც თბი­ლი­სი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მო­ი­პა­რეს მთე­ლი სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი ფეხ­ზე დად­გა, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე გა­მიჩ­ნდა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა, ნუთუ მას ომის მო­ნა­წი­ლე მფრი­ნავ­ზე მეტი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჰქონ­და? მინ­დო­და, მი­მეწვდი­ნა ხმა მთავ­რო­ბის­თვის, რად­გან სა­გა­რეო არა­ფერს აკე­თებ­და...

ჩემი სარ­დლის მეშ­ვე­ო­ბით მო­ვი­თხო­ვე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა, რად­გან მინ­დო­და პი­რა­დად ამეხ­სნა მის­თვის, თუ რა­ტომ და­ვა­ა­ნონ­სე 7 ივ­ლი­სის აქ­ცია. 5 ივ­ლისს შევ­ხვდი იზო­რი­ას, ჩემს სარ­დალ­თან ერ­თად და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ავუხ­სე­ნი. ვუ­თხა­რი, რომ მინ­და კონ­გო­ში ჩას­ვლა და კონ­გო­ელ გე­ნერ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სოსო ცო­ცხა­ლია.

ასე­ვე ვუ­თხა­რი, რომ სა­ჭი­რო იყო უგან­და, რუ­ან­და­ში ჩას­ვლა, რად­გან ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს ფა­რუ­ლად ეხ­მა­რე­ბი­ან. ასე­ვე, ავუხ­სე­ნი სა­გა­რე­ოს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის მი­ზე­ზე­ბი. მან მი­თხრა, რომ ჩემს მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ 7 ივ­ლი­სის აქ­ცი­ა­ზე ბევ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია აპი­რებ­და მის­ვლას, რომ­ლე­ბიც ამ თე­მას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ. მი­თხრა, რომ და­მეხ­მა­რე­ბო­და და ამ სა­კითხს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე და­ა­ყე­ნებ­და.

რა თქმა უნდა, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე მი­ნის­ტრის და­პი­რე­ბა, ვენ­დე, რომ და­მეხ­მა­რე­ბო­და და შევ­პირ­დი, რომ ის აქ­ცია აღარ ჩა­ტარ­დე­ბო­და... და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში მი­თხრეს, რომ 12 აგ­ვის­ტოს­თვის ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბო­და კონ­გო­ში წა­სას­ვლე­ლად... 14 აგ­ვის­ტომ­დე ხმას რომ არა­ვინ იღებ­და, და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ხდე­ბო­და წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ქალ­ბა­ტონ­მა ლელა ჩი­ქო­ვან­მა შე­მო­მით­ვა­ლა - მი­ნის­ტრი იზო­რია მივ­ლი­ნე­ბა­შია და უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში არ ჩა­მოგ­ვარ­თვაო. სექ­ტემ­ბრის პირ­ველ რი­ცხვე­ბამ­დე ვი­თხოვ­დი იზო­რი­ას­თან შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ბო­ლოს შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს და კონ­გო­ში ჩას­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავ­დენ.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მარ­თველ გუნდში აღარ დარ­ჩა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და ვენ­დო. 2 სექ­ტემ­ბერს დავ­წე­რე პა­ტა­კი მი­ნის­ტრ იზო­რი­ას სა­ხელ­ზე, სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე და 15 სექ­ტემ­ბერს და­მიკ­მა­ყო­ფი­ლეს... 8 თვე ვმოქ­მე­დებ­დი, რო­გორც სამ­ხედ­რო პირი და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ვნა­ნობ ჩემს ყვე­ლა ნა­ბიჯს, რაც მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან და მთავ­რო­ბას­თან მა­კავ­ში­რებ­და.

დღეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სო­სოს სა­კი­თხი არა­ვის აღელ­ვებს და ალ­ბათ ერთი წლის გას­ვლის შემ­დეგ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ... რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხით, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლამ გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი ბინ­ძუ­რი სახე... აი, ეს არის რე­ა­ლო­ბა!", - წერს კონ­გროს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლის ძმა, გი­ორ­გი ოს­ო­რა­უ­ლი. 

შე­გახ­სე­ნებთ, სოსო ოს­ო­რა­უ­ლი ტყვედ 2017 წლის 27 იან­ვარს კდრ-ის მოძ­რა­ო­ბა "23 მარ­ტის" ამ­ბო­ხე­ბულ­თა მებ­რძო­ლებს ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში. იმა­ვე დღეს, იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ავა­რია მე­ო­რე MI-24-აც გა­ნი­ცა­და, რომ­ლიც პი­ლო­ტიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მფრი­ნა­ვი ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვი იყო, რო­მელ­მაც მა­შინ ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა თავს კარ­გად გრძნობს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ყველამ თავისი ბინძური სახე გამოაჩინა, საგარეო უწყებაში სოსოს საკითხი არავის აღელვებს" - რაზე ალაპარაკდა სოსო ოსორაულის ძმა

"ყველამ თავისი ბინძური სახე გამოაჩინა, საგარეო უწყებაში სოსოს საკითხი არავის აღელვებს" - რაზე ალაპარაკდა სოსო ოსორაულის ძმა

თითქმის 8 თვე გავიდა, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი, თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული დაატყვევეს.

ცოცხალია თუ არა ქართველი პოლკოვნიკი, დადასტურებული პასუხი ისევ არ არსებობს, თუმცა, მის მდგომარეობაზე, ამ ხნის განმავლობაში, არაერთი ვერსია გავრცელდა. ოსარაულის ქართველი მეგობრები მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. ოჯახის წევრების ვერსიით კი ქართველი მფრინავი მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანეს.

საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელ ადგილს არ დაუბრუნდა, სასამართლოს შეუძლია ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.

ასევე, იმ შემთხვევაში თუ "პირი თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება", ან თუ "პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება", - სასამართლოს შეუძლია ის გარდაცვლილად გამოაცხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ სოსო ოსორაულის შესახებ ოჯახს ამ დრომდე ახალი ინფორმაცია არ აქვს, ისინი მისი პოვნის იმედს არ კარგავენ. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა სოსო ოსორაულის ძმამ გიორგი ოსორაულმა, სადაც ის სხვადასხვა უწყებების გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდა მფრინავმა სამსახურიც კი დატოვა. გიორგი ოსორაულის მიმართვას უცვლელად ვთავაზობთ:

"მინდა მოგიყვეთ კონგოში დატყვევებული მფრინავი სოსო ოსორაულის შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დაღუპულად ეძებს ხუთი თვეა. მოგეხსენებათ, 27 იანვარს ორმა MI-24 ტიპის შვეულმფრენმა ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ავარიული დაჯდომა განახორციელა. შვეულმფრენი, რომელსაც სოსო მართავდა, ავარიული დაჯდომის შემდეგ აღმოჩნდა კონგოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი 23-მარტის მოძრაობის ამბოხებულთა ტყვეობაში, რომლებსაც გენერალი სულთან მაკენგა ხელმძღვანელობს.

ამ ფაქტის შესახებ 28 იანვარს კონგოში მყოფი ქართველებისგან შევიტვე - მითხრეს, რომ სოსო ცოცხალია და კონგოს მხარე აქტიურად ჩაერთო ამბოხებულებთან მოლაპარაკებებში. 15 თებერვალს დამიკავშირდა ვინმე ბერნარდი, რომელმაც სოსოს ტყვეობის ამსახველი ფოტო გადმომიგზავნა. მითხრა, რომ გენერალი მაკენგა სოსოს სანაცვლოდ, მილიონ დოლარს ითხოვდა... მე ვუთხარი, რომ ამ თანხას ჩემი ოჯახი ვერასდროს გადაიხდიდა. მან მირჩია გამეხსნა საქველმოქმედო ფონდი და ასევე მიმემართა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ფულის მოგროვებაში დამხმარებოდა.

რამდენიმედღიანი დიალოგის შემდეგ, ბერნარდის მეშვეობით სოსოსთან მიმოწერა მქონდა. მან ასევე მომაწოდა ორი ვიდეო მასალა, რომლიდანაც ერთ-ერთი ივნისის თვეში ქართულ მედია სივრცეში აღმოჩნდა. 22 თებერვალს უკრაინიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საქართველოს მთავრობა ამ საქმეზე დუმს და დახმარება შემომთავაზეს... 23 თებერვალს სამსახურში მისულს მითხრეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი დაბარებული. საგარეოში მისვლისას მითხრეს, რომ პირველივე დღიდან იცოდნენ დატყვევებული მფრინავის შესახებ, მაგრამ კონგოდან ელოდებოდნენ ოფიციალურ დასტურს, იმყოფებოდა თუ არა საქართველოს მოქალაქე ტყვეობაში.

ეს დასტური წინა დღეს მიიღეს და მათი თქმით, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოიჩინა კეთილი ნება, რომ სოსოს დახმარებოდა. დახმარებაზე უარი არ მითქვამს, რადგან კანონიერი ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვას თავისი მოქალაქე!! უწყებას მივაწოდე ის მასალა, რაც მანამდე მქონდა მოპოვებული. მათ ასევე ცალსახად მითხრეს, რომ სახელმწიფო არ იყო ფულის გადამხდელი, მაგრამ სხვა ყველაფერს იღონებდნენ მის დასახსნელად... დაახლოებით ორ კვირაში საგარეოში მითხრეს, რომ ამბოხებულთა ლიდერებთან იყვნენ კავშირზე გასულები და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შემდეგ ვიდეომასალა მაჩვენეს, რომელიც სოსოს ფიზიკურ მდგომარეობას ასახავდა.

აპრილის დასაწყისში საგარეოში მითხრეს, რომ უგანდაში ჯგუფი იყო გაგზავნილი, ამბოხებულთა ლიდერებთან შესახვერად. 24 აპრილს საგარეოში მისვლისას მაჩვენეს ვიდეო-მასალა, რომელიც 21 აპრილს იყო გადაღებული. მითხრეს, რომ ამბოხებულებთან მოლაპარაკება შედგა. მითხრეს, რომ ფულს არ ითხოვენ და ყოველგვარი საფასურის გარეშე გადასცემდნენ სოსოს წითელ ჯვარს, როგორც კი უსაფრთხო გარემო შეიქმნებოდა.

14 მაისს დამიბარეს საგარეოში და მითხრეს, რომ ამბოხებულთა პოლიტიკურმა ლიდერმა, ბერტრანდ ბისიმვამ მიაწოდა ინფორმაცია, სოსოს სავარუდო დაღუპვის შესახებ და მას მერე ამბოხებულებთან კავშირი გაწყდა...

24 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროზე და ბისიმვას ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ რამდენიმე წყაროზე დაყდნობით სოსო ოსორაული სავარაუდოდ, შეტაკების დროს დაიღუპა... საგარეოს ამ განცხადების შემდეგ დაკავშირება ვცადე გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომლის დროსაც მოხდა სიკვდილმისჯილი ქალების მალაიზიიდან, ხოლო მეზღვაურების სომალელი მეკობრეებისგან გამოხსნა.

ჩემი აპოლიტიკური შეხვედრები მხარეებთან, ვისაც შეეძლო ჩემთვის რაიმე ერჩია, საგარეოს თურმე მუშაობაში ხელს უშლიდა. ბრალიც კი დამდეს, რომ ამით საქმე გავუფუჭე. ნათლად ჩანდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საქმეში ხელის დაბანა სურდა და სურს - არ არის კაცი, არ არის პრობლემა... ამ დროის განმავლობაში, ყოველგვარი ფაქტების გარეშე მიმტკიცებდნენ, რომ სოსო დაღუპულია და იციან სადაც არის დაკრძალული, მაგრამ იქ შესვლა შეუძლებელია"- წერს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ძმა, გიორგი ოსორაული.

მისივე ინიციატივით, დაანონსდა სოსო ოსორაული მხარდამჭერი აქცია, რომელიც 7 ივლისს გაიმართა.  თუმცა როგორც თავად ამბობს, ვინაიდან ყოფილი სამხედრო მფრინავია, მსგავს შეკრება-აქციებში მონაწილეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა. ასევე, როგორც გიორგი ოსორაული ამბობს, მის მიერ გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაზე მისი სამსახურის ხელმძღვანელობამ საყვედური მიიღო...

"როდესაც თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოიპარეს მთელი სამთავრობო გუნდი ფეხზე დადგა, ამ ყველაფრის ფონზე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, ნუთუ მას ომის მონაწილე მფრინავზე მეტი დამსახურება ჰქონდა? მინდოდა, მიმეწვდინა ხმა მთავრობისთვის, რადგან საგარეო არაფერს აკეთებდა...

ჩემი სარდლის მეშვეობით მოვითხოვე თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რადგან მინდოდა პირადად ამეხსნა მისთვის, თუ რატომ დავაანონსე 7 ივლისის აქცია. 5 ივლისს შევხვდი იზორიას, ჩემს სარდალთან ერთად და არსებული ვითარება ავუხსენი. ვუთხარი, რომ მინდა კონგოში ჩასვლა და კონგოელ გენერლებთან შეხვედრა, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ სოსო ცოცხალია.

ასევე ვუთხარი, რომ საჭირო იყო უგანდა, რუანდაში ჩასვლა, რადგან ამბოხებულებს ფარულად ეხმარებიან. ასევე, ავუხსენი საგარეოსთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზები. მან მითხრა, რომ ჩემს მიერ დაანონსებულ 7 ივლისის აქციაზე ბევრი ოპოზიციური პარტია აპირებდა მისვლას, რომლებიც ამ თემას წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. მითხრა, რომ დამეხმარებოდა და ამ საკითხს უშიშროების საბჭოზე დააყენებდა.

რა თქმა უნდა, გავითვალისწინე მინისტრის დაპირება, ვენდე, რომ დამეხმარებოდა და შევპირდი, რომ ის აქცია აღარ ჩატარდებოდა... დაახლოებით ერთ კვირაში მითხრეს, რომ 12 აგვისტოსთვის ყველაფერი მზად იქნებოდა კონგოში წასასვლელად... 14 აგვისტომდე ხმას რომ არავინ იღებდა, დავინტერესდი, რა ხდებოდა წასვლასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილე ქალბატონმა ლელა ჩიქოვანმა შემომითვალა - მინისტრი იზორია მივლინებაშია და უყურადღებობაში არ ჩამოგვართვაო. სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ვითხოვდი იზორიასთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს შემომითვალეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ინფორმაციას ფლობს და კონგოში ჩასვლის საჭიროებას ვერ ხედავდენ.

ამ ყველაფრის შემდეგ მართველ გუნდში აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც შეიძლებოდა ვენდო. 2 სექტემბერს დავწერე პატაკი მინისტრ იზორიას სახელზე, სამსახურიდან წასვლის თაობაზე და 15 სექტემბერს დამიკმაყოფილეს... 8 თვე ვმოქმედებდი, როგორც სამხედრო პირი და ამ ყველაფრის ფონზე, ვნანობ ჩემს ყველა ნაბიჯს, რაც მთავრობის წევრებთან და მთავრობასთან მაკავშირებდა.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში სოსოს საკითხი არავის აღელვებს და ალბათ ერთი წლის გასვლის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადებენ... რვა თვის განმავლობაში ბევრი იყო დაინტერესებული ამ საკითხით, საბედნიეროდ, ყველამ გამოაჩინა თავისი ბინძური სახე... აი, ეს არის რეალობა!", - წერს კონგროს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველის ძმა, გიორგი ოსორაული. 

შეგახსენებთ, სოსო ოსორაული ტყვედ 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის  მოძრაობა "23 მარტის" ამბოხებულთა მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში. იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე,  ავარია მეორე MI-24-აც განიცადა, რომლიც პილოტიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო, რომელმაც მაშინ ფიზიკური დაზიანებები მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად გრძნობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე