პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 კრიტერიუმი, რომლების დაკმაყოფილებაც ავტომობილებს ტექდათვალიერებისას მოუწევთ
7 კრიტერიუმი, რომლების დაკმაყოფილებაც ავტომობილებს ტექდათვალიერებისას მოუწევთ

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს 7 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მი იმოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც ყვე­ლას მო­ე­თხო­ვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ "სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს" დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ხმა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"თა­ვი­დან და­ვი­წყებთ იმით, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არის - მუხ­რუ­ჭე­ბი, სა­ჭის მე­ქა­ნიზ­მი, სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, ხილ­ვა­დო­ბა, მა­შუ­ქე­ბი ანუ ფა­რე­ბი, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და სა­ბუ­რა­ვე­ბი. ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მე­ბია, რაც ყვე­ლას მო­ე­თხო­ვე­ბა, აქ ვე­რა­ნა­ირ შე­ღა­ვათს ვერ გა­ვა­კე­თებთ", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

რო­გორც მი­ხე­ილ ხმა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის და­წყე­ბი­დან ანუ 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მთე­ლი ავ­ტო­პარ­კის შე­მოწ­მე­ბა მოხ­დე­ბა.

"პირ­ველ ეტაპ­ზე არის ორ­წლი­ა­ნი ციკ­ლი, რათა მთლი­ა­ნად მთე­ლი ავ­ტო­პარ­კი მო­ვიც­ვათ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ჩვენ და­ვი­წყებთ პირ­ველ ტეს­ტი­რე­ბას 2018 წლი­დან, ეს იქ­ნე­ბა ორ­წლი­ა­ნი, მაგ­რამ შემ­დეგ უკვე გა­დავ­დი­ვართ ევ­რო­პულ სტან­დარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი მან­ქა­ნა 4 წლამ­დე არ გა­დის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას, შემ­დეგ 4-დან 6 წლამ­დე მან­ქა­ნა 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­დის, ხოლო 6 წლის შემ­დეგ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ივ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრებს, მი­ხე­ილ ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გვაქვს 26 ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრი, რო­მელ­თაც აქვთ 35 ტეს­ტი­რე­ბის ხაზი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთი ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრი, მაგ­რამ ჰქონ­დეს რამ­დე­ნი­მე ხაზი. ერთ ხაზ­ზე კი ერთი მან­ქა­ნა იტეს­ტე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, შვე­ი­ცა­რულ­მა კომ­პა­ნია SGS-მა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს, ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნე­ბი უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვერც ერთი მათ­გა­ნი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ სტან­დარ­ტებს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ამის გა­მოს­წო­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ზო­გი­ერთ მათ­განს მხო­ლოდ მცი­რე რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ იმის­თვის, რომ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ, ზოგს - ამ მხრივ ცოტა მეტი სა­მუ­შაო ექ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ პრინ­ციპ­ში, ის მო­თხოვ­ნე­ბი, რაც შვე­ი­ცა­რი­ულ კომ­პა­ნია SGS-ს აქვს, შეს­რუ­ლე­ბა­დია. იმე­დი გაქვს, რომ ყვე­ლა და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მოს­ვლას", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ხმა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

7 კრიტერიუმი, რომლების დაკმაყოფილებაც ავტომობილებს ტექდათვალიერებისას მოუწევთ

7 კრიტერიუმი, რომლების დაკმაყოფილებაც ავტომობილებს ტექდათვალიერებისას მოუწევთ

ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა.

"თავიდან დავიწყებთ იმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. ჩამოთვლილი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, რაც ყველას მოეთხოვება, აქ ვერანაირ შეღავათს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც მიხეილ ხმალაძემ განმარტა, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებიდან ანუ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მთელი ავტოპარკის შემოწმება მოხდება.

"პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლი", - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით გვაქვს 26 ტესტირების ცენტრი, რომელთაც აქვთ 35 ტესტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ერთი ტესტირების ცენტრი, მაგრამ ჰქონდეს რამდენიმე ხაზი. ერთ ხაზზე კი ერთი მანქანა იტესტება.

მისივე თქმით, შვეიცარულმა კომპანია SGS-მა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის განხორციელებისთვის კონსულტაციას უწევს, ტესტირების ცენტრებისთვის შესაბამისი მოთხოვნები უკვე გამოაქვეყნა.

"ახალი მოთხოვნებით, პრაქტიკულად, ვერც ერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ მცირე რაღაცის გაკეთება მოუწევთ იმისთვის, რომ კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ზოგს - ამ მხრივ ცოტა მეტი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, მაგრამ პრინციპში, ის მოთხოვნები, რაც შვეიცარიულ კომპანია SGS-ს აქვს, შესრულებადია. იმედი გაქვს, რომ ყველა დააკმაყოფილებს და ასევე ველოდებით ახალი კომპანიების შემოსვლას", - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი